+995 322 157777 [email protected]

AMH -ანტიმიულერული ჰორმონი იწარმოება საკვერცხეში, ფოლიკულების გრანულოზა უჯრედების მიერ. ის იწარმოება პირველად ფოლიკულში, ანუ როცა ფოლიკულის განვითარება გასცდება პრიმორდიალური ფოლიკულის ფაზას. ამ ეტაპზე ფოლიკული მიკროსკოპული სტრუქტურაა და ულტრაბგერითი გამოკვლევით არ ვიზუალიზდება.
AMH პროდუქცია ყველაზე ინტენსიურად ხდება ანტრალურ და პრეანტრალურ ფოლიკულებში, რაც უფრო იზრდება ფოლიკული AMH კლებულობს და საერთოდ აღარ იწარმობა 8 მმ.ზე დიდი დიამეტრიც მქონე ფოლიკულში. ამის გამო ჰორმონის დონე ციკლის მიხედვით არ იცვლება, ყველა დღეს ერთნაირია.
AMH კონცენტრაცია სისხლში ასახავს წვრილი, ზრდადი ფოლიკულების რაოდენობას საკვერცხის ქსოვილში. კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდადი ფოლიკულების რაოდენობა დამოკიდებულია არსებული პრიმორდიალური – მძინარე ფოლიკულების რიცხვზე, ამიტომ AMH განიხილება როგორც საკვერცხეში დარჩენილი კვერცხუჯრედების რაოდენობის  ოვარიული რეზერვის მარკერი.
ასაკის მატებასან ერთად AMH –ის დონე კლებულობს, რადგან საკვერცხეში კლებულობს პრეანტრალური ფოლიკულებისა და ულტრაბგრითი კვლევით ხილული ანტრალური ფოლიკულების რიცხვი. AMH დონე მაღალი ჭარბი ფოლიკულური მარაგის მქონე  პოლიკისტოზური საკვერცხეების მქონე ქალებში. კარგი ოვარიული რეზერვის, მაღალი AMH-ის დროს ინ ვიტრო პროგრამის ციკლში მწიფდება მეტი ფოლიკული, რაც ორსულობის უფრო მაღალ ალბათობასთან არის ასოცირებული. არ მიუთითებს მიღებული კვერცხუჯრედების ხარიხზე, მაგრამ მათი დიდი რაოდენობა იმედს იძლევა რომ მიღებული ემბრიონებიდან ერთი ან რამდენიმე მაინც იქნება კარგი ხარისხის და ორსულობა მეტი ალბათობით შედგება.