+995 322 157777, ლუბლიანას ქ. N2/6, Lubliana st.2/6 [email protected]

ბლასტოცისტის კულტივირება და გადატანა საშვილოსნოს ღრუში

ჩვეულებრივ ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამაში ემბრიონების კულტივაცია ხდება ტარნსვაგინალური პუნქციის შემდეგ მე – 3 დღეს და საშვილოსნოს ღრუში გადაგვაქვს 6-8 უჯრედიანი რამდენიმე ემბრიონი. როცა მე-3 დღეს წყვილს აქვს რამდენიმე კარგი ხარისხის ემბრიონი საშუალება გვაქვს მათ შევთავაზოთ ბლასტოცისტამდე – მე – 5 დღის ემბრიონამდე – კულტივაცია. ამ პერიოდისთვის ემბრიონი წარმოადგენს მრავალუჯრედიან სტრუქტურას თავისი მორფოლოგიური კრიტერიუმებით რომელიც იმპლანტაციისთვის მზადყოფნაში იმყოფება. ბლასტოცისტა გამოირჩევა იმპლანტაციის უფრო მაღალი პოტენციალით, რის გამოც იმ ქალებში რომლებთანაც ერთი ბლასტოცისტა მაინც გადაგვაქვს მშობიარობის ალბათობა 60 % მდე აღწევს, ორსულობის მოშლის რისკი კი 20 დან 1 ქალშია (ჩვეულებრივ 5 დან 1 თან) შედარებით. ამ მონაცემების გათვალისწინებით ბევრ წეევილს სურს ბლასტოცისტის კულტივირება და გადატანა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მე-3 დღეს რამდენიმე კარგი ხარისხის ემბრიონის არსებობის პირობებში, ასე რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მე-3 დღეს მიიღება. ბლასტოცისტის კულტვაცია, გაზრდა, საშუალებას იძლევა ასევე შემცირდეს მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი – რადგან იმპლანტაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბლასტოცისტის შემთხვევაში ორსულობის ალბათობის გაზრდის მიზნით რამდენიმე ემბრიონის გადატანის აუცილებლობა აღარ არის. ბლასტოცისტის უპირატესობას წარმოადგენს გაყინვა-გალღობისადმი მისი მაღალი მდგრადობაც, რაც კრიო ციკლებში მაღალ ორსულობათა სიხშირესთან არის დაკავშირებული.