+995 322 157777, ლუბლიანას ქ. N2/6, Lubliana st.2/6 [email protected]

Cheap Jordan Shoes

კვერცხუჯრედების დონაციის პროგრამა

კვერცხუჯრედების დონაციის პროგრამის შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა 1982 წელს Monash IVF ცენტრში.
საკართველოში პირველი დონაციიის შემთხვევა წარმატებულად განხორციელდა ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ჩვენს განყოფილებაში 2004 წელს. თავდაპირველად კვერხუჯრედის რეციპიენტებს წარმოადგენდნედ ქალები ნაადრევი საკვერცხეების განლევის სინდრომით, თუმცა ამ პროგრამის გამოყენების ჩვენებები ბოლო წლებში გაფართოვდა და მოიცავს როგორც გენეტიკურად დიაგნოსტირებულ დაავადებებს, ისე ბვრი უშედეგო ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლების მქონე პაციენტებს, ეგრეთწოდებულ (poor responder )– სტიმულაციაზე ცუდი პასუხის მქონე პაციენტებს, პაციენტებს პოსტკასტრაციული (ქირურგიული ან ქიმიოთერაპიის შემდგომი) სინდრომით და სხვა.

პროგრამის ფარგლებში მენსტრუალური ციკლების სინქრონიზაციის შემდეგ, სტიმულაცია უტარდება დონორ ქალს, დედას-რეციპიენტს კი ჰორმონების საშუალებით უტარდებათ საშვილოსნოს ღრუს მომზადება იმპლანტაციისთვის. უნდა აღინიშნოს რომ თუმცა ამ პროგრამაშიც ასაკის მატებასთან ერთად ორუსლობის ალბათობა კლებულობს, ორსულობის დადგომის ალბათობა უპირატესად ემბრიონების ხარისხზეა (ასაკზე) დამოკიდებული და არა საშვილოსნოს მდგომარეობაზე.

სპერმის დონაციის პროგრამა

ოცდახუთიდან დაახლოებით ერთ მამაკაცს აღენიშნება რეპროდუქციული პათოლოგიება და არ შეუძლია იყოლიოს შვილი, ხშირად გენეტიკური პრობლემების გამო. უშვილო წყვილიდან დაახლოებით ერთს რვიდან სამედიცინო ჩვენებით ესაჭიროება დონორის სპერმის გამოყენება.
რიგ შემთხვევებში დონორის სპერმის გამოყენებას საჭიროებენ მარტოხელა ქალებიც.
ქალის კარგი რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირობებში ტარდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია დონორის სპერმით. როგორც წესი პროცედურა მაღალ ეფექტური და მარტივია.
რიგ შემთხვევებში საჭიროა დონორის სპერმის გამოყენება IVF პროგრამის ფარგლებშიც.
მიღებული ორსულობის მიმდინარეობასთან, ნაყოფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები ისეთივეა როგორც სხვა შემთხვევებში დამდგარი ორსულობის დროს ჩვეულებრივ პოპულაციაში.