+995 322 157777 [email protected]

ინ ვიტრო განაყოფიერება – IVF, ICSI, TESA პროცედურები
ჩვენ კარგად გვესმის რამდენად რთული, კომპლექსური და დამაბნეველია პაციენტისთვის ინ ვიტრო პროგრამა. შევეცდებით მარტივად მოგაწოდოთ ინფორმაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების შესაძლებლობებზე და განხორციელების პრაქტიკულ ასპექტებზე.
უშვილობის მიზეზთაგან უმრავლესობის გადაჭრის საუკეთესო მეთოდს ინ ვიტრო განაყოფიერება – IVF წარმოადგენს.
IVF ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებულ ბავშვებს ხშირად “სინჯარის ბავშვებს” უწოდებენ, რადგან ემბრიონის წარმოქმნის და განვითარების პირველი  ეტაპები ლაბორატორიის სინჯარაში ხდება.
ქალისა და მამაკაცის გამეტებს – კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდს – ათავსებენ სპეციალურ სინჯარაში სადაც ისინი ერთმანეთს შეერწყმიან – ხდება განაყოფიერება, სიცოცხლის ჩასახვა. ზოგჯერ ამ პროცესს ემბრიოლოგი ახორციელებს – მიკრომანიპულატორის საშუალებით ახდენს ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციას. რამდენიმე დღე ემბრიონი ინკუბატორში ვითარდება და შემდეგ თავსდება საშვილოსნოს ღრუში.
ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდი თავდაპირველად მოწოდებული იყო მილისმიერი უშვილობის გადასალახად – როცა მილები არ არსებობს ან გაუმტარია. დაგროვილმა გამოცდილებამ განაპირობა ის, რომ IVF დღესდღეისობით გამოიყენება ყველა რეპროდუქციული პრობლემის გადასალახავად – ოვულატორული დისფუნქციის, პათოლოგიური სპერმატოგენეზის, ენდომეტრიოზის, იმუნოლოგიური უშვილობის და სხვა.

IVF გულისხმობს საკვრეცხეების სტიმულაციის შედეგად საკვერცხეეებში რამდენიმე ფოლიკულის მომწიფებას, მათ ასპირაციას ტრანსვაგინალური პუნქციის გზით კვერცხუჯრედების მიღების მიზნით და განაყოფიერებას მეუღლის სპემატოზოიდებით სინჯარაში – ინ ვიტრო. სპერმატოზოიდების მორფო-ფუნქციური პათოლოგიის არსებობისას გამეტების შერწყმას ახორციელებს ემბრიოლოგი – გამოიყენება ICSI მიკრომანიპულაცია – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია. განაყოფიერების ჩასატარებლად საკმარისია სულ რამდენიმე სპერმატოზოიდი.
ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპებია:

• საკვერცხეების სტიმულაცია რამდენიმე მომწიფებული კვერცხუჯრედის მოსამწიფებლად
• კვერცხუჯრედების ასპირაცია საკვერცხეების ტრანსვაგინალური პუნქციის გზით.
• სპერმის ნიმუშის დამუშავება
• კვერცხუჯრედების განაყოფიერება ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში  (IVF / ISCI)
• მიღებული ემბრიონების კულტივაცია
• 2 ან 3 ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში
• დარჩენილი ემბიონების კრიოპრეზერვაცია შემდგომი გადატანებისთვის

ქალის ასაკის, ჰორმონული მდგომარეობის, ორგანიზმის მდგომარეობის გათვალისწინაბით საკვერცხეების სტიმულაციიისთვის გამოიყენება სხვადასხვა პროტოკოლები – სხვადასხვა მედიკამენტების კომბინაცია სხვადასხვა დოზებით. ძირითადად გამოიყენება გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტი – დიფერელინი, ან ანტაგონისტი – ცეტროტიდი გონადოტროპინებთან – გონალ-ფ, მენოპურთან, პურეგონტან და სხვ. კომბინაციაში. პრეპარატების გამოყენების ხანგრძლივობა, დოზირება წყდება ულტრაბგერითი და ჰორმონული მონიტორინგის საფუძველზე. დამაკმაყოფილებლად ითვლება 6-15 კვერცხუჯრედის მიღება.
სტიმულაცია როგორც წესი იწყება ციკლის დაწყებიდან მე-2 ან 21 დღეს. სტიმულაციის საშუალო ხანგრძლივობა 12-16 დღეს შეადგენს, რის შემდეგაც სრულდება საკვერცხეების ტრანსვაგინული პუნქცია და ხდება კვერცხუჯრედების ამოღება მათი შემდგომი განაყოფიერებისთვის.
საკვერცხეების ტრანსვაგინული პუნქცია ნაკლებად ინვაზიური ამბლატორიული ჩარევაა რომელიც სრულდება ტრანსვაგინული ექოსკოპიის კონტროლით და უმრავლეს შემთხვევებში არ საჭიროებს გაუტკივარებას. სპეციალური ნემსის საშუალებით ხდება საკვერცხეში ფოლიკულებიდან კვერცხუჯრედის შემცველი სითხის ასპირაცია.
მიღებული კვერცხუჯრდები ემბრიოლოგის მიერ თავსდება სპეციალურ სინჯარაში სპერმატოზოიდებთან ერთად, სადაც ხდება მათი შერწყმა- განაყოფიერება. სპერმატოზოიდების მორფო-ფუნქციური პათოლოგიის არსებობისას, წინა ციკლში განაყოფირების არ არსებობისას და სხვა ჩვნებებისას, გამეტების შერწყმას ახორციელებს ემბრიოლოგი – გამოიყენება ICSI მიკრომანიპულაცია – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია. განაყოფიერების ჩასატარებლად საკმარისია სულ რამდენიმე სპერმატოზოიდი. შესაძლებელია ასევე წინასწარ გაყინული სპერმის გამოყენებაც.
ICSI პროცედურის შედეგად პირველი ბავშვი 1992 წელს დაიბადა, მას შემდეგ კი პატარების რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა. მიკრომანიპულაცია საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს არა მარტო უკიდურესად მძიმე დარღვევების მქონე მამაკაცის სპერმატოზოიდი, არამედ აზოოსპერმიის შემთხვევაში სათესლეებიდან ქირურგიული გზით – MESE, MESA, თESA და სხვ. მიღებული სპერმატოზოიდებიც.

მიღებული ემბრიონები რამდენიმე დღე კულტივირდება ინკუბატორში და შემდეგ გადაგვაქვს საშვილოსნოს ღრუში სადაც ისინი აგრძელებენ განვითარებას.
ემბრიონი გადის განვითარების თანმიმევრულ სტადიებს:
• პირველი დღე ტრანსვაგინული პუნქციის შემდეგ  =პრე-ნუკლეარული სტადია
• მეორე დღე ტრანსვაგინული პუნქციის შემდეგ  = 2 ნ 4 უჯრედიანი ემბრიონის სტადია
• მესამე დღე ტრანსვაგინული პუნქციის შემდეგ   = რვა უჯრედიანი ემბრიონის სტადია
• მეოთხე დღე ტრანსვაგინული პუნქციის შემდეგ  = მორულის სტადია
• მეხუთე დღე ტრანსვაგინული პუნქციის შემდეგ  = ბლასტოცისტის სტადია (expanding or hatching)

 ემბრიონის გადატანა  საშვილოსნოს ღრუში რუტინულად სრულდება  2 – 3 დღის შემდეგ. ზოგჯერ, სამედიცინო ჩვენების მიხედვით ხდება ემბრიონების კულტივაცია – გაზრდა ბლასტოცისტამდე – მათი საშვილოსნოს ღრუში 5-6 დღის შემდეგ გადატანით.
აზოოსპერმიის დროს, როცა ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობს, შესაძლებელია მათი სათესლიდან ქირურგიული გზით ამოღება – სათესლის დანამატიდან, ტესლიკულებიდან სპერმის ასპირაციის/ექსრაქციის –MESA, TESA, TESE  ჩატარება. ამ  მეთოდების საშუალებით შესაძლებელია საკუთარი გენეტიკური შვილის ყოლა როგორც ობსტრუქციული, ისე არაობსტრუქციული აზოოსპერმიის მქონე პაციენტებისთვისაც. რა თქმა უნდა, მიღებული ემბრიონის პოტენციალი ამ პათოლოგიათა გამომწვევ მიზეზებთან პირდაპირ კავშირში იმყოფება.
ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში რუტინულად სრულდება საკვერცხის ტარანსვაგინალური პუნქციდან 2 – 3 დღის შემდეგ. ზოგჯერ, სამედიცინო ჩვენების მიხედვით ხდება ემბრიონების კულტივაცია – გაზრდა ბლასტოცისტამდე – მათი საშვილოსნოს ღრუში 5-6 დღის შემდეგ გადატანით.
თვითონ მანიპულაცია აბსოლიტურად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მომზადებას. საშვილოსნოს ყელის გავლით, მისი გაფართოების გარეშე, სპეციალური დრეკადი კათეტერით ემბრიონებს ვტოვებთ სასვილოსნოს ღრუში. პროცედურა სრულდება ტაქტილური და ულტრაბგერითი კონტროლით. საშვილოსნოს ღრუში გადატანილი ემბრიონების რაოდენობა დამოკიდებულია წყვილის ასაკზე, საშვილოსნოს მდგომარეობაზე, ემბრიონების ხარისხზე. უფრო ხშირად გადაგვაქვს 2 ან 3 ემბრიონი, რადგან გადატანილი ემბრიონების რაოდენობის გაზრდით იზრდება ორსულობის დადგომის ალბათობა მაგრამ ასევე იზრდება მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკიც, რაც შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა ავიცილოთ. შესაძლებელია დარჩენილი ემბრიონების, ისევე როგორც სპერმის, კრიოპრეზერვაცია – გაყინვა, მათი შემდგომში გამოყენების მიზნით.
გადატანიდან 12 დღის  შემდეგ ვენურ სისხლში ერთ-ერთი ჰორმონის – HCG განსაზღვრის საშუალებით შესაძლებელია იმის გაგება შედგა ორსულობა თუ არა, კიდევ 1 კვირაში კი სანაყოფე პარკი უკვე ულტრაბგერითი კვლევითაც ვლინდება.
თავდაპირველად სინჯარის განაყოფიერების მეთოდი შეიქმნა როგორც მილისმიერი უშვილობის გადაჭრის საშუალება, თუმცა დაგროვილმა მონაცემებმა ცხადჰყო რომ მისი გამოყენების ჩვენებები ბევრად ფართოა და მოიცავს ისეთ პათოლოგიებს როგორიც არის მამაკაცის სპერმატოგენეზის დარღვევები, ენდომეტრიოზი, ანოვულაციის მძიმე ფორმები, ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი, განვითარების მანკები, იდიოპათიური უშვილობა და სხვა. აღსანიშნავია რომ მილის მძიმე დაზიანების დროს მილების ქირურგიული ამოკვეთის გარეშე ეფექტურობა სხვა შემთხვევებზე ბევრად დაბალია, ამავე დროს ჩნდება საშვილოსნოსგარე ორსულობის დადგომის ალბათობაც. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსამზადებელი გამოკვლევების გულდასმით ჩატარება რათა  გამოირიცხოს ან გამოსწორდეს ყველა პათოლოგია, რომელიც ამცირებს ორსულობის დადგომის ალბათობას.

ბევრმა წყვილმა რომელიც აკითხავს ჩვენს კლინიკას ხშირად ბევრი იცის თავის დიაგნოზზე, მკურნალობის გზებზე, ორსულობის ალბათობაზე. რიგ შემთხვევებში ჩატარებული აქვთ რამდენიმე უშედეგო IVF ცდა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ უშვილობა იმდენად კომპლექსური პრობლემაა, რომ წყვილი მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული, მკურნალობის პროცესში თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად და სწორი მოლოდინები ჰქონდეს, ამიტომ მთელი ჩვენი კოლექტივი მზად არის დაწვრილებითი განმარტება მოგაწოდოთ ყველა ეტაპზე – მოსამზადებელიდან მიმდინარე ორსულობამდე. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და საჭირო ონფორმაცია მიიღოთ  [email protected]ს  საშუალებით.