+995 322 157777, ლუბლიანას ქ. N2/6, Lubliana st.2/6 [email protected]

Cheap Converse Shoes   სონოჰისტეროსალპინგოგრაფია საშვილოსნოს ღრუსა და საშვილოსნოს მილების გამოკვლევის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს. საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობას, მასში ლორწოვანი გარსის პოლიპების, შეხორცებების – ე.წ. სინექიების, სუბმუკოზური მიომის კვანძების არ არსებოსა გადამწყვეტი ფაქტორია ემბრიონის იმპლანტანციის პროცესისთვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასევე მილების მორფო-ფუნქციურ მდგომარეობასაც. დაგროვილმა სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადჰყო, რომ გაფართოებული, გადაგვარებული, სითხით სავსე მილების, ეგრეთწოდებული ჰიდროსალპინგსების,  საქტოსალპინგსების არსებობისას  IVF პროცედურის ეფექტურობა 2 ჯერ უფრო კლებულობს, თან მნიშვნელოვნად იზრდება მილისმიერი ორსულობის ალბათობა, რასაც ზოგჯერ გაფართოებული მილის სანათურში ემბრიონის გადანაცვლება განაპირობებს. Diagram of Sonohysterography გამოკვლევა ტარდება ამბულატორიულად. სპეციალური მომზადების შემდეგ, სასურველია ციკლის პირველ ფაზაში, სტერილური პლასტიური კათეტერის დახმარებით საშვილოსნოს ღრუში შეგვყავს საკონტრასტო ნივთიერება, რომლითაც ხდება საშვილოსნოს ღრუს გაფართოება და შესაძლებელი ხდება მისი კედლების და შიგთავსის ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გადამწოდის საშუალებით დათვალიერება. შემდეგ სითხე გადანაწილდება საშვილოსნოს მილებში, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს მათი მდგომარეობა და გამოირიცხოს ჰიდროსალპინგსების არსებობა.     სონოჰისტეროსალპინგოგრაფიის  ჩატარების ჩვენებებს წარმოადგენს: • დაუდგენელი ბუნების სისხლდენები როგორც პრე- ისე პოსტმენოპაუზაში • უშვილობა და ჩვეული აბორტი • ენდომეტრიუმის შეფასების აუცილებლობა ტამოქსიფენით მკურნალობისას • ექოსკოპიურად საშვილოსნოს ღრუში მოცულობითი წარმონაქმნის არსებობაზე ეჭვი სონოსალპინგოგრაფიით შესაძლებელია როგორც საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიიის გამორიცხვა, ასევე მისი არსებობისას პათოლოგიური წარმონაქმნის – პოლიპის, სინექიის, სუბმუკოზური მიომის კვანძის – ან საშვილოსნოს ანატომიური დეფექტის, ძგიდის და ა.შ. ზომის, ფორმის, სისხლმომარეგების, საშვილოსნოს კედელთან მიმაგრების თავისებურებების დადგენა, რაც შემდგომი ოპერაციული – ჰისტეროსკოპიული ჩარევის აუცილებლობას და მასშტაბს განსაზღვრავს.