+995 322 157777, ლუბლიანას ქ. N2/6, Lubliana st.2/6 [email protected]

Calzoncillos Calvin Klein España Cheap Vans Shoes

სუროგაციის პროგრამა

სუროგატი დედის გამოყენება საჭირო ხდება სიტუაციებში როცა ქალს არ აქვს საშვილოსნო (თანდაყოლილი განვითარების მანკის, ოპერაციული ჩარევის შემდეგ) ან მისი მდგომარეობა შეუთავსებელია ორსულობის დადგომასთან ან მის ბოლომდე მიტანასთან – მიომატოზური, ადენომიოზური კვანძები, ორქიანი, ორმაგი საშვილოსნო, ჩვეული აბორტის მქონე პაციენტების საშვილოსნო ან როცა ქალის ზოგადი ჯანმრთელობა არ აძლევს მას საშუალებას შეძლოს ორსულობა (მძიმე შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, აუტოიმუნური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა და ა.შ.).
სუროგაციის პროგრამაში სტიმულაცია უტარდება ბიოლოგიურ დედას, კვერცხუჯდერის განაყოფიერება ხდება მისი მეუღლის სპერმატოზოიდით, მიღებული ემბრიონების გადატანა კი ხდება წინასწარ მომზადებულ სუროგატი დედის საშვილოსნოში.

დავაკონკრეტებთ, რომ ამ დროს გაჩენილი ბავშვი არანაირ გენეტიკურ კავშირში არ იმყოფება სუროგატულ დედასთან.