+995 322 157777 [email protected]

 

ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს კლინიკაში საშუალება გვაქვს დავეხმაროთ იმ წყვილებს რომელთა მკურნალობაც წარუმატებელი იყო სხვა დაწესებულებებში და შეგვიძლია შევთავაზოთ უშვილობის ყველაზე რთული ფორმების  მკურნალობა.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:

სპეციალიზირებული პროცედურები (სერვისი) –მკურნალობის მეთოდები
• ინ ვიტრო განაყოფიერება IVF და ET.
• ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია –  ICSI  მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული და იდიოპათიური უშვილობის დროს.
• ტესტიკულური სპერმის ასპირაცია/ბიოფსია TESA აზოოსპერმიის დროს.
• ემბრიონებისა და სპრერმის კრიოპრეზერვაცია და შენახვა.
• ბლასტოცისტის კულტივაცია.
• დონაციის (კვერცხუჯრედების, სპერმის) პროგრამა.
• სუროგაციის პროგრამა.
• საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია მეუღლის ან დონორის სპერმით.
• გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
• ანდროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
• საკვერცხეების სტიმულაცია ანოვულაციის სხვადასხვა ფორმის დროს.
• სკრინინგული გამოკვლევები.
გამოკვლევები

• ჰორმონული კვლევის სრული სპექტრი
• ოვარიული რეზერვის შეფასება
• ჰისტეროსკოპია, ლაპარასკოპია
• სონოჰისტეროსალპინგოგრაფია
• სისხლის და შარდის სეროლოგიური, ბიოქიმიური გამოკვლევა
• ქალისა და მამაკაცების ულტრაბგერითი გამოკვლევა
• სამეანო ულტრაბგერითი კვლევა = 3 D და 4D
სხვა მომსახურება მამაკაცებისთვის:
• სპერმოგრამა
• ჰორმონული კვლევა
• ანტისხეულების კვლევა
• სპერმის გაყინვა და შენახვა დაგეგმილი ოპერაციული თუ ქიმიოთერაპიული მკურნალობის წინ
• სპერმატოზოიდების ეპიდიდიმალური ან ტესტიკულური ექსტრაქციის პროცედურები
* სპერმის გამოლღობა და დამუშავება საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისთვის