+995 322 157777 [email protected]

კლინიკა ინ ვიტრო არის ლიდერი ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის დარგში არა მარტო საქართველოში არამედ პოსტ საბჭოთა ქვეყნებშიც. კლინიკის გუნდი შედგება პროფესიონალი და გამოცდილი ექიმების, მედდების, ადმინისტრაციისა და ფინანსისტებისაგან, კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, ყოველივე ზემოაღნიშნული საშუალებას გვაძლევს რომ მივაღწიოთ ჩვენი სერვისების წარმატებულობის უმაღლეს ინდექსებს.

ჩვენს კლინიკაში თქვენ საშუალება მოგეცემათ მიიღოთ თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლებზე დამყარებული სერვისები. ჩვენი სრულად ინტეგრირებული მიდგომა ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენი პაციენტების თითოეულ ნაბიჯს კონსულტაციიდან დაწყებული და საბოლოო შედეგით დამთავრებული.

 

 

ჩვენ გვაქვს ინ ვიტრო განაყოფიერების 17 წლიანი გამოცდილება, ჩვენი კლინიკის ექიმები არიან საერთაშორისო დონეზე აღიარებულები, რომლებთაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები საფრანგეთში, შვედეთში, გერმანიასა და რუსეთში. ჩვენთვის პრიორიტეტულია პაციენტ-ცენტრული მიდგომა და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ჩვენ გაგვაჩნია ხარისხის კონტროლის გარე სისტემა იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი პაციენტების კმაყოფილების მაქსიმალური ზღვარი.