+995 322 157777, ლუბლიანას ქ. N2/6, Lubliana st.2/6 [email protected]

Burberry Sale Outlet


ჰისტეროსკოპია

უშვილობის მიზეზთა შორის ერთ-ერთი საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიაა. ნებისმიერი მოცულობითი წარმონაქმნი რომელიც იწვევს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას, მოცულობის შემცირებას, ენდომეტრიუმის ფუნქციურ მდგომარეობის შეცვლას, შესაძლოა იყოს უშვილობის რთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამის დროს საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად კარგი, რათა გადატანილი ემბრიონების იმპლანტაციისთვის ხელსაყრელი პირობები შეიმნას.

ზოგჯერ ცვლილებები იმდენად მსუბუქად არის გამოხატული, რომ მათი დიაგნოსტირება რუტინული კვლევებით – ულტრაბგერითი კვლევით და მეტროსლალპინგორაფიით შეუძლებელია. ბევრად ინფორმატიულია სონოჰისტეროგრაფიული კვლევა. ზოგჯერ პათოლოგიის არსებობა სავარაუდოა, მაგრამ ზუსტი დიაგნოსტიკისადა შესაბამისი მკურნალობისთვის საჭიროა სპეციალური ლაპარასკოპიული პროცედურის – ჰისტეროსკოპიის ჩატარება.

ჰისტეროსკოპია წარმოადგენს ნაკლებად ინვაზიურ პროცედურას, რომლის დროსაც სპეციალური ენდოსკოპით საშვილოსნოს ყელის გავლით ქირურგი შედის საშვილოსნოს ღრუში და ათვალიაერებს მის კედლებს. პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ქირურგიული ჩარევა.

ყველაზე ხშირი პათოლოგია რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს მაგრამ უშვილობას იწვევს, საშვილოსნოს ღრუს პოლიპი ან მრავლობითი პოლიპები – პოლიპოზია. გარდა იმისა რომ პოლიპების ნაწილი გარკვეული ონკოლოგიური რისკების მტარებელია, უშვილობის გარდა ისინი შეიძლება სისხლდენის მიზეზიცი ყვნენ. ძალიანმცირეზომისპოლიპიშეიძლებაუბრალოდულტრაბგერითიგამიკვლევითარგამოვლინდეს, მაგრამთვალხილულიგახდესსონოჰისტეროგრაფიით. მიუხედავადიმისა, რომძალიანმცირეზომისპოლიპისროლიუშვილობაშისადაოა, როცამისიდიამეტრიც5-6 მმსგადააჭარბებს, იგიშეიძლებაგანიხილოსროგორცუშვილობისგანმაპირობებელიერთადერთიმიზეზი. სპეციალურიიარაღებისგამოყენებითშესაძლებლიაოპერაციულიჩარევისჰისტეროსკოპიულიკონტროლითჩატარება, რაცსაშვილოსნოსღრუსგამოფხეკასანშეარებითბევრადუფროეფექტურია.

ფოტო – პოლიპი

 

უშვილობის მიზეზებს შორის სიხშირით შემდეგი საშვილოსნოს ღრუში ფიბროზულიი ჭიმები – სინექიებია. როცა მკვრივ სინექიებს საშვილოსნოს ღრუს უმეტესი ნაწილი უჭირავთ, ამ მდგომარეობას აშერმანის სინდრომი ეწოდება. გარდა იმისა რომ ამ დროს თვითონ ენდომერიუმი – საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი – ჩანაცვლებულია ფიბროზული ქსოვილით, საშვილოსნოს კედლები ფიქსირებულია ერთმანეთთან და ორსულობის შემთხვევაში მას არ აქვს საშუალება მოცულობაში გაიზარდოს, რაც თავის მხრივ შეიძლება ჩვეული თვითნებითი აბორტის მიზეზი გახდეს. სინექიების მკურნალობა მათი ქირურგიული მოშორებაა, რაც ოპერაციული ჰისტეროსკოპიით ხდება.

ფოტო – სინექიები

ბოლო დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საშვილოსნოს განვითარების პათოლოგიების დროს ღრუს მოცულობის კორექციას –ძგიდის რეზექციას უნაგირა და ორმაგი საშვლოსნოს არსებობისას, ცერვიკალური არხის სტენოზის და სხვა პათოლოგიების კორექციას, რაც შესაძლებელი გახდა რეზექტოსკოპების, ბიპოლარული ელექტროდების და სხვათა დახვეწის შედეგად.

რეზექტოსკოპით შესაძლებელია ასევე სუბმუკოზური მიომის მოშორება, რომელიც ძალიან მცირე ზომების დროსაც ერთმნიშვნელოვნად მოქმედებს იმპლანტაციაზე.

 

ლაპარასკოპია:

ლაპარასკოპიის როლი უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში კარგად არის ცნობილი. მას განსაკუთრებული როლი ენიჭება ინ ვიტრო განაყოფიერების წინაც, რადგან არის სიტუაციები, როცა არსებული პათოლოგია არა მარტო IVF-ის ჩვენებაა, არამედ მის ეფექტურობას აქვეითებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საშვილოსნოს მილების გაფართოების-გადაგვარების ე.წ. ჰიდროსალპინგსების არსებობისას, ენდომეტრიოზის, მიომის, სეროზაცელეს –შეხორცებებში შემოფარგლულად სითხის არსებობისას. ჰიდროსალპინგსების არსებობისას მილების შემცველი სითხე გარდა იმისა რომ ტოქსიურია, ახდენს ემბრიონების საშვილოსნოს ღრუდან “ჩამორეცხვას”, რითიც ორსულობის ალბათობა ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამაში 2 ჯერ უფრო ნაკლებია. მნიშვნელოვნად იმატებს ასევე საშვილოსნოსგარე – მილის ორსულობის ალბათობაც, რადგან შესაძლებელია მოხდეს ემბრიონების გადანაცვლება გაფართოებულ მილში.

 

ზოგჯერ ოპერაციული ლაპარასკოპია მხოლოდ იმიტომ არის საჭირო რომ საკვერცხეები გამოთავისუფლდეს არსებული შეხორცებებისგან და  საშოსმხრივი მიდგომით ულტრაბგერითი ტრანსვაგინული პუნქციით საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების ამოღება ტექნიკურად შესაძლებელი გახდეს.