ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა

ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია ცაგარეიშვილი ამბობს:

“საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების ოპერაცია პირველად ჩვენს მიერ ი.ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში ჩატარდა. მანამდე კოლეგებთან ერთად მოსკოვში სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ვმუშაობდით. მოსკოვს საბჭოთა კავშირში ამგვარი ოპერაციის გაკეთების იდეა, ი.ჟორდანიას ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბატონმა არჩილ ხომასურიძემ მიაწოდა. მისი დამსახურებაა, რომ ამ სფეროში ქართველი ექიმები ჩაერთვნენ და კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. ინ ვინტრო განაყოფიერების შედეგად, ჩვენი მონაწილეობით მოსკოვში 80-იანი წლების ბოლოს დაიბადა პირველი ბავშვი, რომელსაც ელენა დაარქვეს. შემდეგ დავბრუნდით თბილისში იმ იმედით, რომ აქ შევქმნიდით ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ხელი შეგვიშალა. ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, რომელიც გამოწერილი გვქონდა, ქვეყანაში შექმნილი ქაოსის გამო ჩვენამდე ვერ აღწევდა. დაველოდეთ შესაფერის დროს და როგორც კი სიტუაცია შეიცვალა, მოვახდინეთ იდეის რეალიზება. ის პერიოდი როდესაც თბილისში ოპერაციებს ვერ ვაკეთებდით, უქმად არ დაგვიკარგავს, მოვიარეთ ევროპის ყველა ავტორიტეტული კლინიკა, სადაც ინ ვიტრო განაყოფიერება კეთდებოდა”.

გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ი.ჟორდანიას ინსტიტუტს ისინი ერთი წელია გამოეყვნენ და იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს მახლობლად კლინიკა “ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრად” ჩამოყალიბდნენ. მისივე თქმით, კლინიკა ექიმებმა უნდა იყიდონ და მართონ ფინანსისტებთან და იურისტებთან ერთად. თავად ექიმებმა უნდა გადაწყვიტოთ რა დროს რა ტექნიკის შეძენაა საჭირო, რა გადაწყვეტილებაა სასწრაფოდ მისაღები. კლინიკა უახლესი სამედიცინო აპარატურითაა უზრუნველყოფილი და აქ ყველა საჭირო კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით დღეს ძალიან ბევრ წყვილს აქვს საშუალება სრულფასოვანი ოჯახი შექმნას. თუ ქალს ანთების ან საშვილოსნოს გარეშე ორსულობის შედეგად საერთოდ ამოაჭრეს ფალოპის მილები, ბუნებრივი გზით დაორსულების შანსი არ აქვს. ამიტომ შეიქმნა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ქალის საკვერცხეებიდან იღებენ რამდენიმე კვერცხუჯრედს, ანაყოფიერებენ ორგანიზმის გარეთ ანუ სინჯარაში, შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ, ემბრიონი გადააქვთ დედის ორგანიზმში. დღეისათვის, უშვილობის ნებისმიერი სახის მკურნალობა, იგულისხმება ფალოპის მილების არარსებობა, სხვადასხვა სახის ენდოკრინოლოგიური გენესის უშვილობა, უცნობი გენეზის უნაყოფობის შემთხვევები, ამ მეთოდით იკურნება. თანამედროვე მედიცინაში მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. სპერმის ინექციის მეთოდების დანერგვამ, მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა მთლიანად მოხსნა. ამ მეთოდის გამოყენებით, მამაკაცის ორგანიზმიდან ოპერაციული გზით მიღებული თუნდაც ერთი სპერმატოზოიდით შესაძლებელია კვერცხუჯრედის განაყოფიერება. იმ მამაკაცების 80 პროცენტს რომლებსაც დასმული აქვთ აზოოსპერმიის დიაგნოზი, შეიძლება შვილი ეყოლოს. აბსოლუტური აზოოსპერმია ძალიან იშვიათია. ეს მაშინ ხდება, როდესაც მამაკაცს დაბადებიდან აქვს თანდაყოლილი განვითარების მანკი. ბ-ნი გია აღნიშნავს: “ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც უკვე გამოვლილი აქვთ ურთულესი გზა, არ აქვთ დატოვებული არცერთი კლ

ინიკა თუ ექიმბაში. ჩვენ მათი ბოლო იმედი ვართ. ხშირად ექიმებს უჭირთ პაციენტის დათმობა და ნაკლებად აკვალიანებენ თუ სად უნდა მივიდნენ. ასეთი დამოკიდებულება საზიანოა პაციენტისათვის და მას აკარგვინებენ მნიშვნელოვან დროს”.

ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ ცდაზე დაორსულების შანსი 40-45 პროცენტია და ეს მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში ერთნაირია. ბ-ნი გიას თქმით, პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული, მას პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა ჰქონდეს. პაციენტი უნდა მივიდეს პროფილურ კლინიკაში და ნათლად დაინახოს, რომ მასზე ზრუნავენ. უკმაყოფილო პაციენტი ნიშნავს, რომ კლინიკა არ ვარგა. ინ ვინტრო განაყოფიერებას საერთოდ არ ჭირდება კლინიკაში ხანგძლივი წოლითი რეჟიმი. თვითონ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში პაციენტს 2-3 დღეში ერთხელ უწევს კლინიკაში მისვლა. ოპერაციის (პუნქციის) ჩატარების დღეს პაციენტი კლინიკაში ორი საათი რჩება. ემბრიონის გადატანის დღიდან სასურველია ქალი ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრების პასიურ რიტმზე გადავიდეს. კლინიკაში პროფესიონალების გუნდი მუშაობს. მათ შორისაა ექიმი-რეპროდუქტოლოგები ნატალია ხონელიძე, ნანი მარსაგიშვილი და ქეთევან ოსიძე, გოგი ცერცვაძე, მეანგინეკოლოგი და რადიოლიგი მანანა ქოჩიაშვილი, რადიოლოგი თამარ ხეცურიანი..
ახალგაზრდა კადრები, რომლებმაც მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო უნივერსიტეტები დაამთავრეს და სტაჟირება უცხოეთის კლინიკებში გაიარეს.. ემბრიოლოგი მაია ქოიავა. ამასთან, კლინიკა გაფართოვდა. დაემატა ენდოსკოპიური განყოფილება. ქირურგი ლაპარასკოპისტები გიორგი დოლიძე და ზურაბ ვაშაკიძე. რაც იმას ნიშნავს,რომ კლინიკა სრულად უზრუნველყოფს რეპროდუქციისთვის აუცილებელ ყველა მომსახურებას.
კლინიკა ინ ვიტროს მისამართია ლუბლიანას 2/6. ტელ: 2157777. www.Invitro.ge

წყარო: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/105478-in-vitro-ganayofierebith-saqarthveloshi-11-tslis-ganmavlobashi-3-000-ze-meti-bavshvi-daibada.html

No Comments

Post a Comment