+995 322 157777, ლუბლიანას ქ. N2/6, Lubliana st.2/6 [email protected]

საერთაშორისო სამედიცინო გამოფენები Expomed და Labtech 2013

International Medical Fairs Expomed and Labtech 2013

International Medical Fairs Expomed and Labtech 2013

საერთაშორისო სამედიცინო გამოფენები Expomed-ი და Labtech-ი ევრაზიაში ერთ-ერთი უმთავრეს მოვლენებად ითვლება. გამოფენები მასპინძლობს სამედიცინო სფეროში მოღვაწე წამყვან კომპანიებს. 2013 წელს გამოფენები მე-20-დ ჩატარდა. ტრადიციულად სამედიცინო გამოფენებში მონაწილე 41 ქვეყნის 1200-ზე მეტი კომპანიის მასპინძელი 4 დღის განმავლობაში ქალაქი სტამბული იყო, გამოფენები 4 აპრილს საზეიმოდ გახსნა თუქრეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბ-ნ მეჰმეტ მუეზზინოღლუმ. გამოფენებში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ლიდერმა კომპანიებმა, რომლებმაც წარმოადგინეს სამედიცინო სფეროში არსებული უახლესი პროდუქცია და აპარატურა. აღსანიშნავია რომ გამოფენებს ესწრებოდნენ სამედიცინო სექტორში მოღვაწე ინვესტორები, კლინიკების მენეჯერები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და ექიმები თანამედროვე სამედიცინო ტენდენციების გასაცნობად და კონტაქტების დასამყარებლად.

Expomed-სა და Labtech-ს საქართველოდან კლინიკა „ინ ვიტროც“ დაესწრო, რომელიც მუდმივად ჩართულია სამედიცინო სფეროში მიმდინარე მოვლენებში. გამოფენების ფარგლებში, კლინიკამ წარადგინა საკუთარი სერვისები, კლინიკის ხელმძღვანელობამ გამართა საინტერესო და ეფექტური მოლაპარაკებები და დაამყარა კონტაქტები წამყვან კომპანიებთან.

აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში მოღვაწე ნებისმიერი კომპანიისათვის, რადგან სწორედ ასეთ გამოფენებზე ეძლევათ მათ განვითარების, საკუთარი თავის წარდგენის, კონტაქტების დამყარებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობის შესაძლებლობები.