+995 322 157777, ლუბლიანას ქ. N2/6, Lubliana st.2/6 [email protected]

სანკტ-პეტერბუგში მოღვაწე ექიმები სტუმრად კლინიკა ინ ვიტროში

Cheap Shoes for Women

17 მაისს კლინიკა ინ ვიტროს ესტუმრნენ „ოტტოს სახელობის მეან-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბ-ნი ვიტალი ბეჟენარი და ამავე ინსტიტუტის მეან გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ქ-ნი მაკა კახიანი, ისინი საქართველოში იმყოფებოდნენ ენდოკრინოლოგიის თანამედროვე ასპექტების სემინარზე, რომელსაც ჩვენი კლინიკის ექიმებიც დაესწრნენ.

ბ-ნმა ვიტალი ბეჟენარმა და ქ-ნმა მაკა კახიანმა დაათვალიერეს ჩვენი კლინიკა და კლინიკის ის ნაწილი რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ჩატარდება ენდოსკოპიური, გინეკოლოგიური და პლასტიკური ქირურგია. ისინი აღფრთოვანებულები დარჩნენ ჩვენს კლინიკაში არსებული გარემოთი, ინფრასტრუქტურით, მომსახურების ხარისხითა და გუნდის კვალიფიკაციით. მათ წარმატება გვისურვეს ჩვენს საქმიანობაში და გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი.

No Comments

დისკუსია დახურულია.