+995 322 157777, ლუბლიანას ქ. N2/6, Lubliana st.2/6 [email protected]

ულტრაბგერითი გამოკვლევა, მისი მნიშვნელობა და სხვა საინტერესო დეტალები

სამედიცინო ტექნოლოგიების განვითრების თანამედროვე მიღწევები საშუალებას იძლევა ეფექტურად განვახორციელოთ როგორც გინეკოლოგიური ,ასევე სამეანო გამოკვლევა როგორც ფიზიოლოგიური ასევე პათოლოგიური მდგომარეობების პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის მიზნით 2D, 3D და 4D ფორმატში.მოცულობითი 3D ულტრაბგერითი გამოკვლევით მიიღება ისეთი გამოსახულება,რომლის მიღებაც შეუძლებელია 2D ულტრაბგერი მეთოდით გარკვეული ანატომიური შეზღუდვის გამო.საშვილოსნოს სხვადასხვა ჭრილში ნახვა,რაც მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ინფორმაციის მატარებელია,შესაძლოა მხოლოდ სამგანზომილებიანი მიმღებით.იგი საშუალებას იძლევა ერთი ორგანო დავინახოთ და ვაბრუნოთ სხვადასხვა ჭრილში,რაც დაკვირების მაღალ პოტენციალს ქმნის. თუ 3D გამოსახულება სტატიურია, 4D გამოსახულება ობიექტს აჩვენებს რეალურ დროში,მოძრაობის პროცეში, რომლის ჩაწერაც პაციენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია.

3D და 4D ულტრაბგერით გამოკვლევა გამოიყენება გინეკოლოგიურ პრაქტიკაში დიაგნოზის დასმის თვალსაზრისით, ისეთი მდგომარეობებისას, როგორიცაა:

• სასქესო ორგანოების განვითარების მანკების
• საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიური ცვლილებები (პოლიპები, საშვილოსნოს შიდა ტიხარი,შეხორცებები და ა.შ.)
• საშვილოსნოშიდა სპირალის დგომა
• საშვილოსნოდან სისხლდენა
• საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები
• დანამატების მოცულობითი წარმონაქნები
• საშვილოსნოს ყელის წარმონაქმნები
• უშვილობა

ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია საკვერცხეებში ფოლიკულების (ანტრალიური ფოლიკულების) რაოდენობის განსაზღვრა, რასაც მაქსიმალური სიზუსტით ასრულებს 3D ულტრაბგერითი გამოკვლევა. აღნიშნული მაჩვენებლის განსაზღვრა სხვა ბიოქიმიურ მარკერებთან ერთად (AMH, FSH) ორსულობის წარმატების გარანტია.

სამეანო პრაქტიკაში ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა არა მარტო დადგინდეს ორსულობა, არამედ მოხდეს ნაყოფის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვება. ამასთან, დროულად გამოავლენს ორსულობის შეწყვეტას, საშვილოსნოს გარე ორსულობას, სისხლიანი გამონადენის მიზეზს ორსულობის დროს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარების მანკების დიაგნოსტირება.

სამეანო პრაქტიკაში ულტრაბგერითი გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის დაუნის სინდრომისა და სხვადასხვა ქრომოსომული პათოლოგიების გამოვლენის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ულტრაბგერით გამოკვლევას განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ორსულობის განსაზღვრულ ვადაზე.

ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის 11 კვირამდე

11 კვირამდე ორსულობის დროს ულტრაბგერითი გამოკვლევა ტარდება ტრანსვაგინალურად. ამ ვადაზე ულტრაბგერითი გამოკვლევით დგინდება:არის თუ არა არსებული ორსულობა პროგრესირებული და ვითარდება საშვილოსნოს ღრუში, თუ ადგილი აქვს საშვილოსნოს გარე ორსულობას, ამავე დროს შესაძლოა ნაყოფის რაოდენობის განსაზღვრა.
აღნიშნული გამოკვლევა განსაკუთრებით რეკომინდებულია ქალებისათვის, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ორსულობის შეწყვეტა, სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან ან საშვილოსნოს გარე ორსულობა.

ულტრაბგერითი გამოკვლევა 11-13 კვირის ორსულობის ვადაზე.

11-13 კვირის ვადაზე ნაყოფი აღწევს მნიშნელოვან ზომას,რაც საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ მთავარი ანატომიური სტრუქტურების ზედმიწევნითი შეფასება. ამ ვადაზე შესაძლოა განვითარების მანკების დიაგნოსტირებაც, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია ან იწვევს მძიმე ინვალიდიზაციას.ამ ვადაზე გამოვლინდება ულტრაბგერითი მარკერები,რომელიც გამოავლენს ნაყოფის ქრომოსომულ პათალოგიას,ეს მარკერაბია: საყელოს სივრცის სისქე(nuchal translucency) და ცხვირის ძვლის არ არსებობის დადგენა.

ნაყოფის საყელოს სივრცე ( NT) – გამოვლინდება როგორც ნორმალური ნაყოფის ასევე ქრომოსომული პათოლოგიების შემთხვევაში ( მაგ, დაუნის სინდრომი),მხოლოდ ამ უკანასკნელ შემთხვევაში მარკერი გაზრდილია 2,5 მმ-ზე მეტად. NT თავისთავად ქრება ორსულობის 14 კვირის შემდეგ, ამდენად აუცილებელია გამოკვლევის ჩატარება 11-13 კვირის ვადაზე.

ცხვირის ძვალი – განისაზვრება ორსულობის 10 კვირის ვადიდან. ნაყოფს, ქრომოსომული ანომალიით, გაძვალება ეწყება გვიან, ამიტომ ცხვირის ძვლის არ არსებობა ორსულობის ამ ვადაზე, შეიძლება იყოს ნაყოფში ქრომოსომული ანომალიის არსებობის ნიშანი.

invitro

ზემოაღნიშნულ ვადაზე, გარდა ამ ორი მარკერისა მოწოდებულია სხვა მარკერები. კერძოდ, შეფასება სისხლის დინების ტრიკუსპიდალური სარქველზე და ვენურ სადინარზე ,სახის კუთხის განსაზღვრა.

აღნიშნული მარკერების განსაზღვრა საშუალებას იძლევა 65% შემთხვევაში დადგინდეს დაუნის დაავადება, თუმცა შეცდომის თავიდან ასაცილებლად, აღნიშნული მაჩვენებელი აუცილებლად უნდა შეფასდეს ულტრაბგერითი გამოკვლევების სხვა მონაცემებთან კომპლექსურად.

რაც შეეხება ნაყოფის სახის კუთხის შეფასებას, იგი დაუნის მქონე პაციენტებში უფრო ბრტყელი და ფართეა, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებში. ეს მარკერი 60-65% თანმხლებია დაუნის დაავადებისა ორსულობის 1 ტრიმესტრში.
აღნიშნული მარკერების ერთობლივი შეფასება 80% იძლევა ნაყოფის შეფასების საშუალებას და ავლენს დაუნის დაავადებას ან სხვა ქრომოსომულ დაავადებებს, მაგრამ კომპლექსური შეფასება ბიოქიმიური სკრინინგის მარკერებთან ერთად შესაძლებელს ხდის დიაგნოსტიკის ეფექტურობის გაზრდას 85-90%-მდე.

ამდენად, 11-13 კვირის ორსულობის ვადაზე ულტრაბგერითი გამოკვლევა (3D, 4D) დღესდღეობით წარმოადგენს დაუნის ან სხვა ქრომოსომული დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებას.

baby

ულტრაბგერითი გამოკვლევა 18-22 კვირის ვადაზე

18-22 კვირის ორსულობის ვადაზე ნაყოფის მასა 400-500 გრამია და სიგრძე 22-27 სმ.

ამ ეტაპზე შესაძლოა ყველა ანატომიური სტრუქტურის დეტალური დათვალიერება და სხვადასხვა განვითარების მანკის გამოკვლევა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ კორექციას ან მომავალში იწვევს ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. ამ ვადაზე დაუნით დაავადებული ნაყოფის ბევრი ორგანო განსხვავდება ნორმალური განვითარების მქონე ნაყოფის ორგანოებისაგან. ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ანატომიური სტრუქტურის კომპლექსული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში უფრო ინვაზიური დიაგნოსტიკური საშუალებების ჩართვა.

ამ ვადაზე ისაზღვრება ნაყოფის ირგვლივი წყლები და პლაცენტის სტრუქტურა და მდებარეობა, ასევე საშვილოსნოს ყელის სიგრძე და შესაბამისად ისაზღვრება ნაადრევად ორსულობის შეწყვეტის რისკი. ეს გამოკვლევა განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ქალებისათვის, ვისაც ანამნეზში უკვე აღენიშნებოდათ ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს ყელზე ჩარევები,ასევე მრავალნაყოფიანი ორსულობა.

baby-32weeks

ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის 32-34 კვირაზე

ამ ვადაზე ულტრაბგერითი გამოკვლევის ძირითადი დანიშნულებაა თავის და მუცლის გარშემოწერილობის, კიდურების სიგრძის განსაზღვრა და ნაყოფის სავარაუდო მასის გამოთვლა. აღნიშნული მარკერები გარკვეულ პროგნოზს იძლევა იმისას, შესაძლებელია თუ არა ნაადრევი მშობიარობა, არის თუ არა ნაყოფის განვითარებაში ჩამორჩენა ან მისი არაპროპორციული განვითარება. გარდა ამისა, იგი საშუალებას იძლევა:

• შეფასდეს პლაცენტის მდგომარეობა
• განისაზღვროს ნაყოფის ირგვლივი წყლების რაოდენობა და შესაბამისად გამოირიცხოს ჭარბი ან მცირეწყლიანობა.
• განისაზღვროს ნაყოფის მდებარეობა (ნაყოფის თავით წინამდებარეობა, მენჯის წინამდებარეობა ან გარდიგარდმო მდებარება)
• განისაზღვროს ნაყოფის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა დოპლერის საშუალებებით და ამით დავრწმუნდეთ, რომ ნაყოფს მიეწოდება საკმარისი რაოდენობით საკვები ნივთიერება და ჟანგბადი

ულტრაბგერითი გამოკვლევების უსაფრთხოება დამტკიცებულია ამერიკის ულტრაბგერითი ინსტიტუტის მიერ.
ამ მეთოდის გამოყენებისას 30 წელიწადზე მეტია უკვე არ ყოლია შემჩნეული არცერთი შემთხვევა ნაყოფზე მისი უარყოფით ქმედებისა.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ულტრა-თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით კომპანია General Electric-ისგან, კერძოდ კი ულჯტრაბგერითი აპარატი Voluson E8.

დღეისათვის თბილისში მოქმედებს მხოლოდ რამოდენიმე აპარატი ასეთი მაღალი ხარისხის.