გვერდი Array – In Vitro Fertilization in Georgia http://wporigins.invitro.ge In Vitro Fertilization in Georgia Fri, 09 Feb 2018 07:18:28 +0000 ka-GE hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.4 რა ფაქტორები განაპირობებს ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალს? http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91/ http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91/#respond Mon, 08 Jan 2018 14:56:32 +0000 http://invitro.ge/?p=332 რა ფაქტორები განაპირობებს ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალს?
კლინიკა’’ინ ვიტრო’’ არის ლიდერი ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ინ ვიტრო განაყოფიერებას 20 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ბ-ნი გია ცაგარეიშვილისა და ქ-ნი ნატალია ხონელიძის გუნდის მიერ და დღემდე ათასობით იმედგადაწურული ოჯახისათვის ბედნიერების მოტანის საწინდარი გახდა. რა ფაქტორები განაპირობებს ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალს – ამასთან დაკავშირებით კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’-ს მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნათია ფოფხაძე ისაუბრებს:

ინ ვიტრო განაყოფიერება – უშვილობის მკურნალობის უალტერნატივო მეთოდია, როდესაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით ხდება სინჯარაში. პროცედურა ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა სხვა მეთოდით მკურნალობა უშედეგოა და მოიცავს რამდენიმე ეტაპს, თითოეულ ეტაპზე პაციენტის სწორი მართვა განსაზღვრავს საბოლოო წარმატებულ შედეგს.
საწყის ეტაპზე ხდება პაციენტის მომზადება.
– რას მოიცავს პაციენის მომზადების პროცესი?
მოსამზადებელი პერიოდი გულისხმობს წყვილის სრულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევას, როდესაც ფასდება:
ქალის ჰორმონალური პროფილი, ფარისებრი, თირკმელზედა, კუჭუკანა და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქცია

* საკვერცხეების ფოლიკულური რეზერვის შემაფასებელი მარკერის – ანტიმიულერის დონე

* იმუნოლოგიური, სეროლოგიური, ბიოქიმიური პროფილი

* საჭიროების შემთხვევაში თრომბოფილიის სკრინინგი, სხვა გენეტიკური კვლევებიც

^ გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკველვა საშუალებას იძლევა შეფასდეს საკვერცხეში ანტრალური ფოლიკულების რაოდენობა და ასევე ყველა ის გინეკოლოგიური პათოლოგია, რომელიც გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციაზე.

მოსამზადებელ პერიოდში ზოგჯერ დგება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის საკითხი, ამა თუ იმ ჩვენებით, გინეკოლოგიური პათოლოგიის კორექციის მიზნით საჭიროა ჰისტეროსკოპიის და ლაპაროსკოპიის ჩატარება.
– კერძოდ რა შემთხვევებშია საჭირო ჰისტეროსკოპიისა და ლაპაროსკოპიის ჩატარება?

1. ჰისტეროსკოპიის ჩატარება აუცილებელია საშვილოსნოს ღრუს შიდა პათოლოგიებზე ეჭვის არსებობისას (პოლიპი, მიომა, ჰიპერპლაზია, ღრუსშიდა შეხორცება და სხვა). მისი საშუალებით შესაძლებებლი ხდება საბოლოო დიაგნოზის დასმა და შესაბამისი პრობლემის კორექცია, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინ – ვიტრო განაყოფიერების გამოსავალს.

2. ლაპაროსკოპიის რუტინულად გამოყენება არ არის მოწოდებული, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელია მისი ჩატარება, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო თვალსაზრისით.

– რაც შეეხება მამაკაცის უშვილობას….

უშვილობის დაახლოებით 30% მამაკაცის ფაქტორითაა განპირობებული. განაყოფიერების პროცესი დამოკიდებულია სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობაზე, მათი მოძრაობის უნარზე და მორფოლგიაზე. ინ ვიტრო განაყოფიერებამ გადაჭრა მედიცინაში უშვილობის პრობლემა ისეთი დიაგნოზებისას, როგორებიცაა ასთენოზოოსპერმია, ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია. დღევანდელ დღეს არსებობს შესაძლებლობა ჩატარდეს მიკრომანიპულაციები სათესლე ჯირკვალზე, TESA, TESE. აზოოსპერმიის ( სპერმაში სპერმატოზოიდების არსებობა) დროს აღნიშნული ჩარევით სათესლე ჯირკვლიდან ხდება მასალის აღება, საიდანაც ემბრიოლოგი გამოყოფს ერთეულ ჯანსაღ სპერმატოზოიდებს, რომელიც საკმარისია ინ ვიტრო განაყოფიერების ჩასატარებლად.

არანაკლებ მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის მოტივაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, რაც გულისხმობს სწორ კვებას, ძილის რეჟიმის მოწესრიგებას, სტრესის მოხსნას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას და ა.შ. კვლევებით დადგენილია, რომ როგორც ჭარბი წონა, ისე სხეულის მასის დეფიციტი უარყოფით ზეგავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ორსულობის მიმდინარეობასა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე.

მოსამზადებელ პერიოდში საჭიროა პაციენტის პრეთერაპია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაკეთილსაიმედო პროგნოზის მქონე პაციენტებისათვის.

რას გულისხმობს არაკეთილსაიმედო პროგნოზის პაციენტი და ტერმინი ,,პრეთერაპია’’?

ცალკე ჯგუფად შეიძლება გამოვყოთ ის პაციენტები, რომელთაც აქვთ მწირი ოვარიული (საკვერცხის) რეზერვი და ასევე წარსულში სტიმულაციაზე სუსტი პასუხი. ხშირ შემთხვევაში ასეთ პაციენტებში არაკეთილსაიმედო პროგნოზის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს ე.წ. DHEA-ს პრეპარატების, ტესტოსტერონის, სხვადასხვა საკვები დანამატის დანიშვნა.

– კიდევ რა ეტაპების გავლა უწევს პაციენტს საბოლოო შედეგამდე?

სწორად მომზადებული პაციენტის შემდგომი მართვისათვის მნიშვნელოვანია სტიმულაციის პროტოკოლის სწორად შერჩევა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინ ვიტროს ემბრიოლოგიურ ლაბორატორიას, გამოცდილ, კვალიფიციურ ემბრიოლოგს და შემდეგ ასპექტებს: სპერმის დამუშავება და სელექცია, ემბრიონების საკულტივაციო ნიადაგები, გადასატანი ემბრიონების სელექცია (შერჩევა), საჭიროების მიხედვით, ჩვენების არსებობის დროს ტარდება ასევე ,,დამხმარე ჰეჩინგი’’( Assested Hatching) ,PGS, PGD.

ზოგიერთ სიტუაციაში საჭიროა ემბრიონების გაყინვა ე.წ. ვიტრიფიკაციის მეთოდით და მომდევნო ციკლებში მათი გალღობა – გადატანა საშვილოსნოს ღრუში. აღნიშნული ტექნიკის დაარსებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგები.

ემბრიოტრანსფერი (ემბრიონების საშვილოსნოს ღრუში გადატანა) ინ ვიტრო განაუოფიერების ბოლო ეტაპია და რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ პროცედურის დროში სწორად დაგეგმვას, ტექნიკურად სწორად ჩატარებას, შესაბამისი მასალის( კათეტერის) გამოყენებით.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას2/6
ქ.ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 159ბ
ტელ: +995 32 2 15 77 77
www.invitro.ge
Facebook: In Vitro Clinic.კლინიკა ინ ვიტრო

]]>
http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91/feed/ 0
რა უწყობს ხელს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარებას http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c/ Sun, 10 Sep 2017 08:14:25 +0000 http://invitrowp.softvivarium.com/?p=133 საშვილოსნოს ყელის პათლოგიები მიეკუთვნება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს. და მიუხედავა იმისა,რომ საშვილოსნოს ყელი არის სასქესო სისტემის ერთადერთი ორგანო,რომელიც ექიმთან ვიზიტისას უშუალოდ თვალიერდება,საშვილოსნოს ყელის კიბო ქალის სასქესო ორგანოების ყველაზე გავრცელებულ კიბოდ რჩება,სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ.საშვილოსნოს ყელის კიბოს საშუალო ასაკად მიჩნეულია 52,2წ, რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნება 35-39წ და 60-64წ ასაკობრივი ჯგუფები.

– რა უწყობს ხელს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარებას?
შორენა გოგოჭური ( მეან – გინეკოლოგი): დღეს შეგვიძლის ვთქვათ,რომ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება, სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა,მრავლობითი მშობიარობებისა და ხშირი აბორტები( შედეგად განვითარებული ყელის ტრავმატიზმი) ,სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებები,საშოსა და საშვილოსნოს ყელის ბიოცენოზის დარღვევები,ჰორმონალური დარღვევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია პაპილომავირუსული ინფექციის როლი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარებაში,რომელიც გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს . HPV ვირუსი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვირუსია სქესობრივი გზით გადამდებ დავადებებს შორის. ინფიცირების საშიშროება დგება სქესობრივი ცხოვრების დაწყების მომენტიდან,ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებით რეინფიცირებაც. პაპილომა ვირუსი წარმოადგენს ვირუსების ჯგუფს,რომელშიც გაერთიანებულია 130 სახეობაზე მეტი ტიპი.მათ შორის არსებული 13 ტიპი კი გამოირჩევა განსაკუთრებული ავთვისებიანობით და მათ ონკოშტამები ეწოდებათ.16 და 18 ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოსა და კიბოსწინარე დაავადების 70% შემთხევაშია აღმოჩენილი.
– რა სიმპტომები აქვს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებს?
-საშვილოსნოს ყელის დაავადებებს არ ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული სიმპტომები და უმეტეს შემთხვევაში ,სწორედ ეს წარმოადგენს საშიშროებას.მას ახასიათებს პათოლოგიური პროცესებისა და კანცეროგენეზის ერთგვარი სტადიურობა.
– საშვილოსნოს ყეელის რა და რა დაავადებები არსებობს?

– საშვილოსნსო ყელის დაავადებებს მიეკუთვნება : ფონური დაავადებებ,კიბოსწინარე დაავ-ები და საშვილოსნოს ყელის კიბო.
ფონური დაავადებებია: ჭეშმარიტი ეროზია, ექტოპია ანუ ე.წ. ფსევდო ეროზია, ექტროპიონი, საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზი,მარტივი ლეიკოპლაკია.  აღსანიშნავია ,რომ ფონური დაავადებები შესაძლებელია შეგვხვდეს ისევე როგორც მოზარდთა, ასევე კლიმაქტერულ ასაკში,რადგან ხშირად საშვილოსნოს ყელის დაავადების განვითარების Comprar Calzoncillos Calvin Klein Baratos მიზეზი შესაძლოა გახდეს ამ ასაკობრივი ჯგუფებისათვის დამახასიათებელი ჰორმონალური ცვლილებები.
საშვილოსნსო ყელის კიბოსწინარე დაავადებებს მიეკუთვნება დისპლაზიები. ეს მდგომარეობები უკვე გულისხმობს ისეთ პათოლოგიურ ცვლილებებს,რომელთა დროსაც მაღალია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი. დისპლაზიები იყოფა 4ჯგუფად:
1) კეთილთვისებიანი ატიპია,რომელის დაკავშირებულია ანთებით პროცესებთან;
2) LSIL (Low-grade Squamous Intraepithelial Lesion) — მსუბექი ხარისხის დისპლაზია
3) HSIL (High-grade Squamous Intraepithelial Lesion) – – საშუალო ხარისხის დისპლაზია
4) გამოხატული დისპლაზია ან ინტრაეპითელიალური კიბო – CIN III ან CIS.

-საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკის რა მეთოდები არსებობს?

თანამედროვე კლინიკურ გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დიაგნოსტირების საფუძვლია ჩივილები,ანამნეზური მონაცემები, ზოგადი კლინიკური და გინეკოლოგიური გამოკვლევები,აგრეთვე კვლევის სპეციალური მეთოდები და მათი კომპლექსური გამოყენება. კვლევის ძირითად მეთოდებს მიეკუთვნება : 1) საშვილოსნოს ყელისა და საშოს ვიზუალური დათვალიერება და ზოგადი მდგომარეობის შეფასება; 2) ციტოლოგიური მეთოდი —- რომელიც საშუალებას გვაძლევს უჯრედულ დონეზე განისაზღვროს არსებული ცვლილებები;
3) კოლპოსკოპია — ამ მეთოდით, მრავალჯერადი ოპტიკური გადიდების ქვეშ დგინდება პათოლოგიური პროცესის ხასიათი,საზღვრები და ლოკალიზაცია. შესაბამისად, ხდება მკურნალობის მეთოდის ოპტიმიზირება და დინამიკაში დაკვირვება. მეთოდი არაინვაზიური,უმტკივნეულო და ინფორმაციულია. აღნიშნული მეთოდები მოწოდებულია ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ,როგორც ერთ-ერთი ძირითადი სკრინინგული მეთოდი საშვილოსნის ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში.
4)მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდი — საშუალებას იძლევა დადგინდეს პაპილომავირუსის არსებობა და მისი კონკრეტული ტიპი.
5)საშვილოსნოს ყელის ბიოპტატის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

– როგორ უნდა დავიცვათ თავი საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან?

-საშვილოსნოს ყელის კიბო ყოველთვის შედეგია კიბოსწინარე მდგომარეობისა. სწორედ ამიტომ,საშვილოსნოს ყელის დაავადებების პროფილაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ექიმთან დროულ და რეგულარულ ვიზიტებს,საშვილოსნოს ყელის ფონური და კიბოსწინარე მდგომარეობების, სასქესო ორგანოების ინფექციური და ვირუსული დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას. აუცილებელია ქალბატონებმა რეგულარულად ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები. დროულად დასმული დიაგნოზი და სწორად ჩატარებული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს,თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს მრისხანე დიაგნოზი.

მისამაართი:ლუბლიანას2/6
ტელ:(032) 2 15 77 77

Facebook : In Vitro Clinic. კლინიკა ინ ვიტრო

]]>
უშვილობის გამომწვევი მიზეზები http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96/ http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96/#respond Sun, 10 Sep 2017 08:13:37 +0000 http://invitrowp.softvivarium.com/?p=131 მეან – გინეკოლოგი , რეპროდუქტოლოგი თეონა ანთია
_როდის შეიძლება ჩაითვალოს ქალი უნაყოფოდ?რა არის უშვილობის გამომწვევი მიზეზები და რა პრევენციულ ზომებს უნდა მივმართოთ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად?
_ ქალი ითვლება უნაყოფოდ, როდესად 1 წელზე მეტი დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე არ დგება ორსულობა. ამ შემთხვევაში, წყვილმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევები, დაისვას დიაგნოზი და შეირჩეს ინდივიდუალური მკურნალობის სქემა. უნაყოფობის მიზეზი შესაძლებელია იყოს ქალის ან მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული ან აუხსნელი გენეზის ( იდიოპათიური), ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა, რომელთა შედაგადაც არ ვითარდება ან ნაადრევად წყდება ორსულობა. საბედნიეროდ, უშვილობის დასაძლევად მრავალი უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის მეთოდი არსებობს. ამ მკურნალობის შედეგად თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს, საგრძნობლად იზრდება დაორსულების შანსი.
ქალის უშვილობის მიზეზები
ორგანული ,იმუნური,გენეტიკური,უცნობი გენეზის (იდიოპათიური)
ფალოპის მილების პათოლოგია 
ენდომეტრიოზი
ჰორმონალური დარღვევები – ანოვულატორული ციკლი, ოვულაციის დარღვევები
ასაკი: ქალის ასაკის მატებასთან ერთად იკლებს ოვარიული რეზერვი და კვერცხუჯრედების ხარისხი
სხვა მიზეზები: საკვერცხის ფუნქციის ნაადრევი დაქვეითება, საშვილოსნოს ფაქტორები, მოწევა, ალკოჰოლის მიღება, სხივური თერაპია, როგორიცაა, ქიმიოთერაპია
ორგანული მიზეზები: ანატომიური ანომალიები , რომლებიც გავლენას ახდენს ქალის უშვილობაზე.
მამაკაცების შემთხვევაში:
სპერმის ცუდი მაჩვენებელი (სპერმატოზოიდების დაბალი შემცველობა, სპერმატოზოიდების დაქვეითებული მოძრაობა, მორფოლოგიურად არასრულფასოვანი სპერმატოზოიდი)
გარკვეული ჰორმონალური პრობლემები
_ როდის უნდა მიმართოს წყვილმა ექიმს?
_ დაფიქრდით ექიმთან კონსულტაციაზე თუ თქვენ ერთ წელზე მეტია ცდილობთ ორსულობის მიღებას უშედეგოდ, უფრო მალე ეწვიეთ ექიმს, თუ თქვენ ხართ ქალი და: 

ხართ 35წლის ზემოთ და დაორსულებას ცდილობთ 6 თვეზე მეტია
გაქვთ არარეგულარული მენსტრუაცია
დასმული გაქვთ ენდომეტრიოზის ან მენჯის ანთებითი დაავადების დიაგნოზი
ანამნეზში თვითნებითი აბორტი
ქირურგიული ჩარევები.
ფალობის მილები გაუვალია ან ფუნქციურად არააქტიურია
მამაკაცის ფაქტორი(სპერმის ცუდი მაჩვენებლები )
მკურნალობის მეთოდის შერჩევისას უპირატესობა ყოველთვის ენიჭება იმ მეთოდს, რომელიც კონკრეტული პათოლოგიის დროს არის ნაჩვენები:-მედიკამენტოზურს, ქირურგიულს. ( ფერტილოსკოპია,ლაპარასკოპია,ჰისტეროსკოპია)იმ შემთხვევაში, როცა კონსერვატიული ან ქირურგიული მკურნალობა უშედეგოა, გამოიყენება თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია ან In-Vitro განაყოფიერება ,რომლის დროსაც კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ , შემდგომში მიღებული ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში. 
იმ პაციენტებთან , სადაც დიაგნოსტირებულია მყარი ორგანული დაზიანებები ან სახეზეა იმუნური და უცნობი გენეზის უნაყოფობა , დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები— (In-Vitro ( ხელოვნური ) განაყოფიერება, საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია ,  არჩევის მეთოდს წარმოადგენს.პაციენტთან შეთანხმებით, დროულად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ხელოვნურ განაყოფიერებაზე, ვინაიდან ასაკთან ერთად საკვერცხის რეზერვი და კვერცხუჯრედის ხარისხი იკლებს რომელიც ორსულობის დადგომის წინაპირობაა.
სამწუხაროდ,ხშირია შემთხვევა, როდესაც ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, ვინაიდან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქალის საკვერცხის რეზერვი ასაკთან ერთად ამოწურვადია. იგივე შეიძლება ითქვას მამაკაცის ფაქტორით გამოწვეულ უშვილობასთან,დრო ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, დრო თქვენიწარმატების საწინდარია.
მისამართი : ლუბლიანას2/6
ტელეფონი: + 995 32 2 15 77 77
WWW.INVITRO.GE
Facebook – In Vitro Clinnic . კლინიკა ინ ვიტრო

]]>
http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96/feed/ 0
რა კავშირი აქვს აკნეს გინეკოლოგიასთან? http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9c/ Sun, 10 Sep 2017 08:12:49 +0000 http://invitrowp.softvivarium.com/?p=129 ვისაც არ აწუხებს აკნეს პრობლემა , მათთვის რთულია წარმოდგენა თუ რაოდენ დიდ ემოციურ სტრესსთან არის იგი დაკავშირებული, რამდენად აქვეითებს პიროვნების თავდაჯერებულობას და რას ნიშნავს მუდმივი, დაუსრულებელი ბრძოლა “გლუვი, ლამაზი კანისთვის”. კოსმეტიკური სამყარო თითქოს გვთავაზობს ფართო არჩევანს აკნეს სამკურნალოდ, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ… რადგან აკნე არ არის მხოლოდ კანის ადგილობრივი პრობლემა და მას ბევრად უფრო ღრმა ფესვები აქვს… ამ თემაზე გვესაუბრება ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ‘’ინ ვიტროს’’ რეპროდუქტოლოგი, მეან – გინეკოლოგი ქეთევან კაკაშვილი
რას წარმოადგენს აკნე?
აკნე კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანთებითი დაავდებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანისა და თმის ცხიმიანობის მატება, კანზე შავი და თეთრი (დახურული და ღია) ფერიმჭამელებისა და ჩირქიანი გამონაყარის არსებობა.
აკნე განსაკუთრებით მოზარდთა პრობლემაა, თუმცა მოზრდილების – როგორც ქალების, ასევე მამაკაცების, არც თუ მცირე ნაწილი უჩივის აღნიშნულ დაავადებას.
რატომ ვითარდება აკნე – მითი და რეალობა და რა კავშირი აქვს მას გინეკოლოგიასთან?
ხშირ შემთხვევაში აკნე კანის იზოლირებული დაავადება ჰგონიათ და არც თუ იშვიათად უკავშირებენ გარკვეული საკვების (მაგ.თხილეულის და ა.შ. ) მიღებას, Burberry Cashmere Scarf კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის დარღვევას, თუმცა რეალურად მისი განვითარება დაკავშირებულია სასქესო ჰორმონებთან , კერძოდ ანდროგენების (მამაკაცის ტიპის ჰორმონები) მატებასთან, რომლებიც წარმოადგენენ აკნეს განვითარების მთავარ და გამშვებ მექანიზმს. სწორედ ამიტომ აკნე გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის ჭრილში განიხილება.
როგორ ვითარდება აკნე ?
კანის თმის ფოლიკულები შეიცავენ დიდი რაოდენობით ცხიმოვან ჯირკვლებს, რომლებიც ნორმაში გამოიმუშავებენ ცხიმს, რაც განაპირობებს კანის სირბილესა და სინოტივეს ; აღნიშნული ცხიმოვანი ჯირკვლები ანდროგენებით ჭარბი სტიმულაციის შედეგად, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, იწყებენ ცხიმის გაძლიერებულ გამომუშავებას, რაც იწვევს კანის ფოლიკულის გაფართოვებას, ცხიმოვან სეკრეტში გარქოვანებული უჯრედების დაგროვებას, შედეგად ფოლიკულის არხში “საცობის” წარმოქმნას, რაც იწვევს კომედონის ანუ ფერიმჭამელას ჩამოყალიბებას, რომლის დაჩირქების შედეგად ვითარდება ჩირქოვანი გამონაყარი ანუ აკნე . დაავადებას ახასიათებს გამწვავება-რემისიებით მიმდინარეობა და ხშირ შემთხვევაში კანზე ტოვებს არასასურველ, ძნელად მოსაშორებელ ნაწიბურებს.
რა არის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანდროგენებით (მამაკაცის ტიპის ჰორმონებით) ჭარბი სტიმულაციის მიზეზი?
მიზეზი გახლავთ ანდროგენების ჭარბი რაოდენობით გამომუშავება და/ ან კანის ფოლიკულების მომატებული მგრძნობელობა ანდროგენების მიმართ.
ანდროგენების ჭარბი წარმოქნა აღინიშნება საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯირკვლების გარკვეული დაავდებების დროს, ვინაიდან ქალის ორგანიზმში ანდროგენები ძირითადად ამ ორ ენდოკრინულ ჯირკვლაში გამომუშავდება. ხოლო კანის ფოლიკულების მომატებული მგრძნობელობა ანდროგენების მიმართ გენეტიკურად არის განპირობებული და დაკავშირებულია ანდროგენული რეცეპტორების რაოდენობის მატებასთან.
რა უნდა გავაკეთოთ აკნეს სამკურნალოდ?
პირველ რიგში აუცილებელია დროულად მივმართოთ ექიმს, რომ ავიცილოთ ნაწიბურების წარმოქმნა კანზე;
ეფექტური მკურნალობის აუცილებელი წინაპირობაა სწორი დიაგნოზის დასმა, რათა დადგინდეს აკნეს გამომწვევი მიზეზი, რისთვისაც ძირითადად ტარდება სისხლის ჰორმონული ანალიზი და ულტრასონოგრაფიული კვლევა, საჭიროების შემთვევაში ხორციელება დამატებითი კვლევები.
სასურველი ეფექტის მიღებისთვის კი აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა, რომელიც მოიცავს:
ანდროგენების ჭარბი სეკრეციის ნორმალიზებას
ანდროგენებისადმი კანის მგრძნობელობის დაქვეითებას
ანთების საწინააღმდეგო მკურნალობას, როგორც სისტემურად ასევე ადგილობრივად
გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ადგილობრივი ატიბიოტიკოთერაპია, რასაც მიმართვას აკნეთი დაავადებული ადამიანების უმრავლესობა ექიმთან მისვლამდე , არაეფექტურია, სწორედ ამიტომ, იგი არ ახდენს გავლენას აკნეს გამომწვევ მიზეზზე და შესაძლოა გაართულოს კიდეც მდგომარეობა ანტიბიოტიკებისადმი კანის მგრძნობელობის დაქვეითების გამო.
ასე, რომ აკნეს პრობლემა სრულად დაძლევადია, თუ მას მივუდგებით სწორად და დროულად!
მისამართი : ლუბლიანას2/6
ტელეფონი: + 995 32 2 15 77 77
WWW.INVITRO.GE

]]>
მითი და რეალობა ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ http://wporigins.invitro.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%92/ http://wporigins.invitro.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%92/#respond Sun, 10 Sep 2017 08:11:56 +0000 http://invitrowp.softvivarium.com/?p=127 ქალისა და მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა დღესდღეობით ერთ – ერთი აქტუალური პრობლემაა და რეპროდუქციული ასაკის წყვილთა 13 – 15 % შეადგენს. სდამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წყალობით ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში 6,5 მილიონამდე ახალი სიცოცხლე გაჩნდა. მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით და კერძოთ საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებას 20 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ბ-ნი გია ცაგარეიშვილისა და ქ-ნი ნატალია ხონელიძის გუნდის მიერ და დღემდე ათასობით იმედგადაწურული ოჯახისათვის ბედნიერების მოტანის საწინდარი გხადა.თუ რა მითი არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ, როგორია ჭეშმარიტი რეალობა და რომლებია ყველაზე შირად დასმული კითხვები – ამაზე რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში – ანი მორჩილაძე გვიპასუხებს.

– ქალბატონო ანი, რითი განსხვავდება IVF ორსულობა ბუნებრივი გზით შემდგარი ორსულობისაგან?
– განსხვავებულია მხოლოდ ჩასახვის პროცესი. ინ ვიტროს შემთხვევაში გამეტების – ანუ ქალისა დ მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ლაბორატორიის პირობებში ხდება და მიღებული ემბრიონის გადატანაც საშვილოსნოს ღრუში სპეციალური რბილი კათეტერით ხორციელდება. სანაყოფე პარკის მიმაგრებიდან დაწყებული ემბრიონის და შემდგომში ნაყოფის განვითარების ყველა ეტაპი ორივე შემთხვევაში იდენტურია.

– აუცილებელია თუ არა, ორსულობის დასრულება საკეისრო კვეთით IVF – ის შემთხვევაში?
– არა, ხშირ შემთხვევაში IVF ბავშვები ბუნებრივი მშობიარობის გზით ჩნდებიან. საკეისრო კვეთის განხორციელებისათვის ერთნაირი აუცილებელი ჩვენებაა , როგორც IVF ასევე ბუნებრივი გზით შემდგარი ორსულობის დროს.

– იწვევს თუ არა , ჰორმონალური სტიმულაცია საკვერცხეებში არსებული ფოლიკულების მარაგის ამოწურვას?
– არა. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს ფოლიკულების მოსამწიფებლად, მოქმედებს კვერცხუჯრედების განვითარების მხოლოდ ფინალურ – 20 დღიან სტადიაზე, რომელსაც ვაკვირდებით ულტრაბგერით კვლევაზე. ბუნებრივად, ჯანმრთელი რეპროდუქციული ქალის ორგანიზმში ყოველთვიურად მწიფდება და განაყოფიერებისათვის მზადდება მხოლოდ 1 ფოლიკული, იმ ეტაპზე არსებული 15 – 20 ფოლიკულიდან. ზოგადად კვერცხუჯრედების განვითარება ეტაპობრივი პროცესია და მოიცავს 180 – 220 დღიან პერიოდს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კვერცხუჯრედების ეს განსაზღვრული რაოდენობა ისედაც იღუპება. სტიმულაციისას კი ჩვენ საშუალება გვეძლევა მოვამწიფოთ და ავითოთ ის დანარჩენი კვერცხუჯრედებიც, რომლებიც ისედაც განწირულნი არიან დაღუპვისათვის.

– ინ ვიტრო განაყოფიერებისას დაფეხმძიმების 100 % – იანი გარანტია არსებობს?
– ცხადია, არა. ინ ვიტრო განაყოფიერება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ყველა შემთხვევაში დადებითი შედეგით არ სრულდება. დაფეხმძიმების და შემდგომში ბავშვის გაჩენის ინდექსი განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა 25 – 37 წლის ქალბატონებში ორსულობის სიხშირე, რაც 45 – 50 პროცენტს შეადგენს. 38 – 40 წლის ასაკის შემდეგ იწყება კვერცხუჯრედების ‘’ დაბერების’’ პროცესი – რაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ორსულობის დადგომაზე და იწვევს დაფეხმძიმების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებას 42 – 44 წლის ასაკში 15 – 20% მდე და 45 ასაკის ზემოთ ეს ციფრი შეადგენს 5 – 8 %.

– ჰორმონალური სტიმულაციის ფონზე ნებისმიერ ასაკსა და შემთხვევაში შეიძლება ფოლიკულების მომწიფება?
– არა. სტიმულატორი არის ჰორმონალური საშუალება, რომელიც მოქმედებს საკვერცხეებში ამ კონკრეტულ ეტაპზე უკვე არსებულ ‘’მარცვლებზე’’ – ანუ ფოლიკულებზე. სტიმულატორებს თავისთავად ამ მარცვლების წარმოქმნის უნარი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, საკვერცხეებში რეზერვის გამოფიტვის შემთხვევაში ჰორმონალური მედიკამენტების გამოყენება ემსგავსება სიტუაციას, როდესაც ნიადაგს, რომელშიც მარცვალი არ ჩაგვიგდია და მხოლოდ ინტენსიურად ვრწყავთ და ვანოყიერებთ, შევყურებთ იმ ფუჭი იმედით, რომ იდესმე მისგან მცენარე აღმოცენდება.

– ყველა ფოლიკულშია კვერცხუჯრედი?
– რა თქმა უნდა არა. არსებობს ცარიელი ფოლიკულების სინფრომიც. ფოლიკული ხომ მხოლოდ სითხით სავსე ბუშტუკია, რომელიც ულტრაბგერაზე იდენტიფიცირდება , არის თუ არა მასში კვერცხუჯრედი და როგორი ხარისხისაა, რა თქმა უნდა წინასწარ არ იცი, სანამ ფოლიკულს ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში არ აიღებ. ზუსტად ეს არის ერთ – ერთი ხშირი მიზეზი პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობის რაც დიდი ხნის განმავლობაში პაციენტს უქმნის ილუზიას დაფეხმძიმების პოტენციალის არსებობის.

– ემბრიოტრანსფერამდე რაც უფრო მეტია ემბრიონის უჯრედების რაოდენობა, მით უკეთესია მისი ხარსიხი?
– რა თქმა უნდა არა. ემბრიონის უჯრედების რაოდენობა დამოკიდებულია მისი განვითარების სტადიაზე და არა ხარისხზე. მე- 2 – ე დღის ემბრიონი შედგება 3 -4 უჯრედისაგან, მე – 3 -ე დღის 7 – 8 უჯრედიანია, ემბრიონი ზოგადად 5 დღის განმავლობაში შეიძლება დაყოვნდეს ლაბორატორიის პირობებში, ამის შემდგომ იგი უნდა იქნას გადატანილი საშვილოსნოს ღრუში ან შენახული – კრიოპრეზერვაციის (გაყინვის) გზით. მე – 5- ე დღის განვითარების ემბიონს – ბლასტოცისტა ეწოდება და ის ემბრიონალური განვითარების უმაღლეს საფეხურს შეადგენს.

– რა ვადითაა შესაძლებელი ემბრიონების კრიოპრეზერვაციაა (გაყინვა)?
– ემბრიონების შენახვა შესაძლებელია იმ ვადით, რა ვადითაც სურს პაციენტს და ამით მათი ვარგისიანობა არ იცვლება. ჩვენს კლინიკაში დღესდღეობით გამოიყენება გაყინვის სწრაფი მეთოდი – ვიტრიფიკაცია – ამ მეთოდის უპირატესობა მის წინამორბედებთან განსხვავევბით ხასიათდება ემბრიონების შენახვით ჟელესებრი კონსისტენციის მასაში ყინულის კრისტალების წარმოქმნის გარეშე. ზოგადად შესაძლებელია არა მხოლოდ ემბრიონების, არამედ კვერცხუჯრედების და სპერმატოზოიდების გაყინვაც, რაც ძალზედ აქტუალურია განსაკუთრებით ონკოპაციენტებში, ქიმიო და სხივური თერაპიის განხორციელებამდე. დღეისათვის არსებული მონაცემებით კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’ – ში რამოდენიმე ათასი ბიოლოგიური მასალაა დარეზერვებული.

– არსებობს მოსაზრება, რომ IVF – ის შედეგად უპირატესად ტყუპები იბადებიან?
– ორი ან მეტი ემბრიონის გადატანის შემთხვევაში რათქმა უნდა იზრდება ტყუპების გაჩენის ალბათობა. თუმცა, ევროპის მრავალ და განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში უპირატესობა ენიჭება სელექტიურად ერთი ემბრიონის გადატანას საშვილოსნოს ღრუში, რამეთუ თუნდაც ორნაყოფიანი ორსულობა მიეკუთვნება პათოლოგიურ ფეხმძიმობას, რომლის შემთხვევაშიც კი იზრდება , როგორც მუცლადყოფნის პერიოდში ასევე მშობიარობის შემდგომ ახალშობილთა დაავადებების და გართულებების ალბათობა.

– კრიოემბრიონები(გაყინული ემბრიონები) გადატანის შედეგად იშვიათად დგება ორსულობა?
– კრიოპროტოკოლებში ორსულობათა სიხშირე არამც თუ ჩამორჩება არამედ 5 – 10 % – ით აღემატება კიდეც ნატიურ ციკლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. ეს სხვაობა აისახება როგორც გაყინვის თანამედროვე მეთოდების ვარგისიანობით, ასევე ენდომეტრიუმის ‘’მიმღებლობის’’ – რეცეფციულობის გაუმჯობესებით არასტიმულირებად ციკლებში.

– ემბრიოტრანსფერის შემდგომ აუცილებელია წოლითი რეჟიმი?
– ცხადია არა, ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ ჩვეული ცხოვრების რიტმით ცხოვრებას და მხოლოდ მძიმე ფიზიკური დატვირთვისაგან თავშეკავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დადებით ფსიქო – ემოციურ გარემოს და რწმენას იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

– განსხვავდებიან თუ არა IVF ბავშვები ბუნებრივი გზით გაჩენილი თანატოლებისაგან?
– რა თქმა უნდა არა, მათი როგორც გონებრივი პოტენციალი ასევე ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების არსებობა არ განსხვავდება მათ თანატოლებში დაფიქსირებული მსგავსი მაჩვენებლებისაგან.

– შესაძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად განვითარდეს საშვილოსნოს გარე ორსულობა?
– დიახ, სამწუხაროდ შესაძლებელია. ინ ვიცტრო განაყოფიერების ციკლების 0,8 – 2,8 % ვითარდება საშვილოსნოს გარე ოსრულობა მიუხედავად იმისა, რომ ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში ხდება ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ. ერთ- ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს მილების ანთებითი დაავადებები, რაც წინაპირობას ქმნის გადატანილი ემბრიონების მიგრაციის ანთებითი კერის მიმართულებით. საინტერესო ფაქტია, რომ კლინიკა ‘’ ინ ვიტრო’’ – ში IVF პროცედურის შემდგომ 5 სიმულტანურად მიმდინარე საშვილოსნოს, როგორც შიდა ასევე გარე ორსულობაა დაფიქსირებული. თითოეული მათგანის შემთხვევაში ფეხმძიმობის პერიოდში ჩატარდა ლაპარასკოპიული მიდგომით საშვილოსნოს მილის ამოკვეთა, რამაც საშუალება მისცა ღრუში არსებულ ორსულობას პროგრესირების და 4 შემთხვევაში დასრულდა ცოცხლადშობადობით, 1 ორსულობა კი ჯერ – ჯერობით მიმდინარეობს.

– შესაძლებელია თუ არა ლაბორატორული ტესტებით უკვე დიაგნოსტირებული შემცირებული ფოლიკულური რეზერვის გაზრდა?
– სამწუხაროდ ქალებს მამაკაცებისაგან განსხვავებით სასქესო უჯრედების კვლავ წარმოქმნის უნარი არ გააჩნიათ. ქალი იბადება ფოლიკულების უკვე განსაზღვრული რაოდენობით, რაც დაბადებიდან სქესობრივ სიმწიფემდე, 1 000 000 – დან 400 – 500 000 – მდე მცირდება და შემდგომშიც ყოველთვიურად ათეულობით ფოლიკული გაიხარჯება ისე, რომ ახალი არ წარმოიქმნება.
დღესდღეობით ჩვენს არსენალში საკმაოდ მწირე შესაძლებლობებია, რაც არა იმდენად რაოდენობრივ, რამდენადაც კვერცხუჯრედების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზეა მიმართული. თუმცა, რეპროდუქტოლოგია ძალზედ სწრაფად განვითარებადი დარგია, რაც პირველი ‘’სინჯარის ბავშვის’’ – ლიზა ბრაუნის გაჩენიდან დღემდე კოლოსალური თემპებით ვითარდება, პროგრესირებს და ეჭვს არ ბადებს, რომ ახლო მომავალში ქალის საკვერცხეების ბიოლოგიური საათის მუშაობის ხანგრძლივობა გაიზრდება და ეს მოხდება საკვერცხეებში უკვე იდენტიფიცირებული ღეროვანი უჯრედების წყალობით, რაც მაღალ ასაკში მყოფ ქალს საკუთარი ბიოლოგიური შვილის ყოლის საშუალებას მისცემს.

მის: ქ.თბილისი : ლუბლიანას 2/6
ქ.ბათუმი : ვახტანგ გორგასლის 159 ბ
ტელ: 2 15 77 77
www.invitro.ge
Facebook – In Vitro Clinic . კლინიკა ინ ვიტროani_morchiladze

]]>
http://wporigins.invitro.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%92/feed/ 0
18 წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება http://wporigins.invitro.ge/18-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90/ http://wporigins.invitro.ge/18-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90/#respond Sun, 10 Sep 2017 08:10:55 +0000 http://invitrowp.softvivarium.com/?p=125 კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’ – 18 წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება

უკვე 18 წელია, რაც ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’-ს ძირითადი ბირთვი ქართულ სამედიცინო სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. კლინიკის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდის წყალობით არაერთ უშვილო ოჯახში გაჩნდა ბავშვი. მრავალწლიანი გამოცდილება, მაღალი პროფესიონალიზმი და უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო კავშირი კლინიკა ‘’ინ ვიტროს’’ წარმატების გარანტია.რატომ უნდა ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა’’ინ ვიტრო’’-ს მედპერსონალს და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებით განხორციელებ, ამ და ინ ვიტრო განაყოფიერების ირგვლივ არსებული ყველა საინტერესო თემის შესახებ გვესაუბრა კლინიკა ‘’ინ ვიტროს’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი – ნატალია ხონელიძე.

ნატალია ხონელიძე (მეან – გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, თსსუ კლინიკის პროფესორი)

-ჩვენ პირველები ვიყავით, ამ ბუმბერაზ საქმეს, კერძოდ – ინ ვიტრო განაყოფიერებას რომ შევეჭიდეთ და ამ გზით პირველი ბავშვის დაბადების ამბავი მაშინ საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ვემსახურებით უდიდეს საქმეს – უშვილობის მკურნალობას. სწორედ დაგეგმილი სტრატეგია, პაციენტებთან განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულება და მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს კლინიკა ‘’ინ ვიტროს’’ წარმატებას. აღსანიშნავია, რომ ‘’ინ ვიტროს’’ პაციენტები არ არიან მხოლოდ უშვილო წყვილები. მშობლები, მოზარდთა რეპროდუქციული და ენდოკრინოლოგიური რისკების დაცვის მიზნით, ადრეულ ასაკშივე მიმართავენ კლინიკას. გაზრდილია მომართვიანობა არასასურველი ორსულობისაგან თავის დაცვის მიზნით. ასევე გაზრდილია ინტერესი ოჯახის შექმნისა და სექსუალური ცხოვრების დაწყების წინ, საჭირო გამოკვლევების მიმართ.

-დიდია დღეს უშვილო ოჯახების რაოდენობა და რა იწვევს ამ პრობლემას?
– მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემებით, მამაკაცის პრობლემებით გამოწვეული უნაყოფობა უკვე უტოლდება ქალის უნაყოფობის პროცენტულ მაჩვენებელს, რაც , ძირითადად, გამოწვეულია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებით ,სოციალური გარემოს სტრესული მდგომარეობით და ასე შემდეგ.ქალის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები მრავალია: სასქესო ორგანოს ინფექციები, განვითარების მანკები, რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიები – პოლოკისტოზი, ენდომეტრიოზი, იმუნოლოგიური და გენეტიკური ფაქტორი და სხვა.
– ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების რა გზები არსებობს?
– ყველა ჩამოთვლილი მიზეზის აღმოფხვრა მედიკამენტების ჩარევით თუ ვერ მოხერხდა , ამ შემთხვევაში , ინ ვიტრო განაყოფიერება მაღალი პროცენტით პრობლემის მოგვარების გარანტია. ნორმალური რეპროქუქციული ასაკის პაციენტებთან, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში არ დადგა ორსულობა, მაშინ მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და დროულად ჩაიტარონ დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 35 წლის ასაკში ოჯახის შექმნის შემთხვევაში პაციენტების სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან 6 თვეში თუ არ მოხდა ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.
-რატომ უნდა აირჩიონ უშვილო წყვილებმა კლინიკა’’ინ ვიტრო’’?

– კლინიკისა და შესაბამისი სპეციალისტის არჩევა პაციენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, პაციენტი ირჩევს სპეციალისტს, რომელთანაც თავს იგრძნობს კომფორტულად, ვინც ყურადღებით მოუსმენს და მისი დაორსულების შანსს გაზრდის. კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’-ში ყველა ეს პირობაა შექმნილი. ჩვენი გუნდის წყალობით გაჩნდა არა მარტო პირველი სინჯარის ბავშვი, არამედ პირველი სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვიც. სწორედ ჩვენი დიდი მონდომებით და შრომით დაინერგა ემბრიონებისა და სპერმის გაყინვის მეთოდი, რასაც მოჰყვა ოოციტების(კვერცხუჯრედების) გაყინვის უახლესი მეთოდის დანერგვა.
-როგორ დაახასიათებთ კლინიკა ‘’ინ ვიტროს’’ მედპერსონალს?

– ჩვენი კლინიკა დაკომპლექტებულია სანდო და პაციენტების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ექიმებით. ჩვენ ვართ ლიდერი ამ საქმეში და ჩვენი გუნდის წყალობით ათასობით წყვილი გაბედნიერდა, რაც უდიდესი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების დასტურია .. ყველასთვის ცნობილია, რომ უშვილლობის პერიოდი წყვილისთვის ძალიან ემოციური და სტრესულია. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კლინიკაში არსებული მშვიდი გარემო და ექიმების პროფესიონალიზმი. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პაციენტებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან – არ ალოდინონ ვიზიტების დროს და მკურნალობის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნოს.
– უცხოელ პარტნიორებთან თუ გაქვთ კავშირი?
– ისრაელის ყველაზე ცნობილი კლინიკების პროფესორებმა კლინიკა ‘’ინ ვიტრო’-ს კაშკაშა პროფესიული ელფერი შესძინეს. ცვენი ერთობლივი კოლაბორაციით გაფართოვდა პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომის დიაპაზონი, უფრო დაიხვეწა უმნიშვნელო ნიუანსებიც კი პაციენტთა მკურნალობის საქმეში, რამაც ორსულობის მაღალი პროცენტი განაპირობა. ჩვენი 18 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით , კლინიკას თავისი წარმატების ინდექსი აქვს, რაც წარმატებულ ორსულობას ნიშნავს. აღნიშნული ინდექსი იდენტურია იმ მონაცემებისა, რაც მთელ მსოფლიოში არსებობს, მათ შორის ისრაელში, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების მხრივ განსაკუთრებით წარმატებულია.
– ინ ვიტრო განაყოფიერების დროს რა ფაქტორი ასრულებს ყველაზე დიდ როლს?
-ინ ვიტრო განაყოფიერებისას, წარმატებული შედეგის მისაღებად, ძალიან ძნელია ვთქვათ, თუ ვის უფრო დიდი როლი ეკისრება, ექიმის მომზადებას, განათლებას, პრაქტიკულ ჩვევებს თუ ემბრიოლოგის სტატუსს. ემბრიონის ხარისხზე აბსოლიტურად დამოკიდებულია ორსულობის შედეგი. ემბრიონის ხარისხს განაპირობებს როგორც ექიმის კვალიფიკაცია,ასევე ემბრიოლოგის მიერ ჩატარებული სამუშაო. ემბრიოლოგთან მიდის კვერცხუჯრედი , რომელიც მივიღეთ ქალის საკვერცხედან. კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის ერთმანეთთან შერწყმა და ემბრიონის ჩამოყალიბება კი მიდის ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში. გარდა ემბრიოლოგის კვალიფიკაციისა , რათქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ აღჭურვილობას და იმ ნიადაგს, რაზეც მუშაობს ემბრიოლოგი. ჩვენი ემბრიოლოგი პირველი იყო საქართველოში და 18 წელია რაც ამ საკითხზე მუშაობს. გვაქვს ზუსტად იგივე შედეგები, რაც არის ევროპის ყველაზე განვითარებულ ინ ვიტრო ლაბორატორიებში. ემბრიოლოგის მომზადება ვერ მოხდება 2 – 3 თვეში . ჩვენ ყოველი ახალი პაციენტისგან მიღებულ მონაცემებს ვაჯერებთ ემბრიოლოგთან ერთად. ემბრიოლოგი აუცილებლად უნდა იყოს ადგილზე და ხშირი შეხება ჰქონდეს ექიმთან და ხშირ შემთხვევაში, პაციენტთანაც.

მისამართი: ქ, თბილისი, ლუბლიანას2/6
ქ.ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 159 ბ
ტელ: 032 2 15 77 77
www.invitro.ge

]]>
http://wporigins.invitro.ge/18-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90/feed/ 0
“დამხმარე ჰეჩინგის” მეთოდი კლინიკა “ინვიტროში” http://wporigins.invitro.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%93/ http://wporigins.invitro.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%93/#respond Sun, 10 Sep 2017 08:09:32 +0000 http://invitrowp.softvivarium.com/?p=123

ძალიან საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია “დამხმარე ჰეჩინგის” მეთოდის შესახებ, რომელიც კლინიკა ”ინ ვიტრო”-ში გამოიყენება 2013 წლიდან!!!
აღსანიშნავია ისიც, რომ კლინიკაში უკვე ორი თვეა რაც დავაინსტალირეთ უახლესი მოდელის ლაზერი და სწორედ ლაზერის მეშვეობით ხორციელდება აღნიშნული მანიპულაცია ემბრიონზე, ცხადია ჩვენების მიხედვით.
თუ ადრე მექანიკურად ხდებოდა ეგრეთწოდებული „ჰეჩინგის“ მანიპულაციის განხორციელება, დღეს უკვე ლაზერითა და განახლებული ტექნიკით არის შესაძლებელი ამ მნიშვნელოვანი მანიპულაციის ჩატარება.
მას შემდეგ, რაც მოხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება, უჯრედები იწყებენ დაყოფას.
სწორედ ამ განვითარების საწყის ეტაპზე, ემბრიონი შემოგარსულია ცილოვანი ფენებით, რომლებსაც ეწოდებათ “zona pellicuda”. ჩვეულებრივ, იმისათვის რომ, ემბრიონმა წარმატებით მოახდინოს საშვილოსნოს ღრუში იმპლანტაცია ანუ მიმაგრება, ემბრიონი უნდა გამოვიდეს ცილის გარსიდან და მიემაგროს საშვილოსნოს კედელს.
ეგრედ წოდებული „დამხმარე ჰეჩინგის“ (AH) მეთოდი შედარებით ახალი ლაბორატორიული ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც უშვლობის მკურნალობის სფეროში მოღვაწე ექსპერტებმა რიგი კვლევების შედეგად დაასკვნეს, რომ იმ ემბრიონების წარმატებით იმპლანტაციის დონე, რომელთა ეგრეთ წოდებული “zona pellicuda“ თხელია, გაცილებით მაღალია.
„დამხმარე ჰეჩნგის“ (AH) დროს ემბრიოლოგი ახდენს მიკრომანიპულაციას მიკროსკოპის ქვეშ, რომლის დროსაც ხორციელდება „zona pellicuda“-ს ჩხვლეტა სპეციალური პიპეტების საშუალებით. ეს პროცედურა ტარდება ემბრიონის განვითარების სტადიის მეოთხე/მეხუთე დღეს.
აღნიშნული მანიპულაციის დასრულების შემდგომ (იმავე დღეს) ხდება ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში.
როდესაც პაციენტის ანამნეზი დატვირთულია სხვადასხვა ენდოკრინული პრობლემებით მიმართავენ
დამხმარე ჰეჩინგს AH.
დამხმარე ჰეჩინგი წარმოადგენს დამატებით ეფექტურ მეთოდს.
ეს მანიპულაცია არ იწვევს განვითარების პათოლოგიებს ემბრიონის გადატანის შემდეგ ახალშობილ ბავშვებში.

ემბრიონებში სქელი „zona pellicuda >15მმკ AH აუმჯობესებს ორსულობის სიხშირეს
კარგი პროგნოზის პაციენტებში AH არ ზრდის გამოსავალს
AH არ არის ბენეფიტი კარგი ასაკობრივი ჯგუფისათვის 35 წლამდე
უკეთესი პროგნოზია თუ AH სრულდება წინა რამოდენიმე უშედეგო ცდების პაციენტებში
უკეთესი გესტაციის და იმპლანტაციის მაჩვენებლები, როდესაც AH კეთდება გამლღვალ ემბრიონებზე
უარესი გესტაციის და იმპლანტაციის ინდექსი თუ AH წარმოდგენილია რევიტრიფიცირებულ ემბრიონებზა
ვიტრიფიცირებულო ოოციტების პროგრამაში AH აუმჯობესებს იმპლანტაციის სიხშირეს, მაგრამ არ ზრდის გესტაციის სიხშირეს
Assisted Hatching – დამხმარე „ჰეჩინგის“ ჩვენებებია:
– გვიანი რეპროდუქციული ასაკი (38 წელზე მეტი)
– დაბალი ხარისხის ემბრიონი
– ინ ვიტრო განაყოფიერების რამოდენიმე უშედეგო ცდა
მთავარი ემბრიოლოგი – მაია ქოიავა
ემბრიოლოგი – ლალიკო ხარაბაძე

]]>
http://wporigins.invitro.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%93/feed/ 0
კლინიკა ინვიტრო უკვე ბათუმშია! http://wporigins.invitro.ge/%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97/ Sun, 10 Sep 2017 08:08:24 +0000 http://invitrowp.softvivarium.com/?p=121 Burberry Uk Outlet

 

გვიხარია გაცნობოთ, რომ კლინიკა ინ ვიტრო უკვე ბათუმშია! გვეწვიეთ ვახტანგ გორგასლის 159 ბ, 4 სართულზე.  ან დაგვიკავშირდით ტელეფონის მეშვეობით: (+995 322) 15 77 77

batumi-web

 

[res_map address=”41.641613 41.622914″ description=”<img src=”> {br} ვახტანგ გორგასლის 159 ბ, 4 სართული, ბათუმი, საქართველო {br} ტელ:  +995 32 2 15 77 77″ directionstext=”(გადადით Google maps -ზე)” icon=”blue” color=”classic” pancontrol=”no” scalecontrol=”no” typecontrol=”no” streetcontrol=”no” zoom=”16″ zoomcontrol=”yes” draggable=”yes” scrollwheel=”no” width=”100%” height=”500px” maptype=”roadmap” popup=”yes” center=”” refresh=”yes”]

]]>
პრენატალური დიაგნოსტიკა კლინიკა ინ ვიტროში http://wporigins.invitro.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90/ http://wporigins.invitro.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90/#respond Sun, 10 Sep 2017 08:07:02 +0000 http://invitrowp.softvivarium.com/?p=119 რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი „ინ ვიტრო“ – აღიარებულია, როგორც უმაღლესი ხარისხის ცენტრი თანამედროვე პრენატალურ მედიცინაში.

ჩვენს ცენტრში ხელმისაწვდომია პრენატალური დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებით ჩატარება, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებით, უახლოესი თაობის აპარატურის გამოყენებით.  ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პლიუსი არის ის რომ, ჩვენთან შეგიძლიათ გამოიკვლიოთ თქვემი მომავალი ბავშვი, ყველა თანამედროვე მეთოდის მეშვეობით, რომელიც კი არის სამედიცინო გენეტიკაში.

inv1

ჩვენს ცენტრში ტარდება კომბინირებული ნაყოფის გენეტიკური დაავადებების სკრინინგი  და ეს ყველაფერი ერთი ვიზიტის დროს.

 

ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, რათა უკეთ გაიგოთ თუ რისთვის ვახორციელებთ ჩვენ ამ სკრინინგს და რატომაა მნიშვნელოვანი მისი  ფეხმძიმობის ზუსტად 11 დან 14 კვირამდე ჩატარება.  ჩვენს ცენტრში გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ერთდროულად გაიაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა და სისხლის ბიოქიმიური ანალიზები, და სულ რაღაც ერთ დღეში მიიღოთ პასუხები დაუნის დაავადების თუ სხვა ქრომოსომული პათოლოგიების რისკის შესახებ.

unnamed (3)

ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ულტრაბგერითი მარკერები (ნიშნები) ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიის შესახებ- ნაყოფის საყელოს სივრჩის სისქის და ცხვირის ძვლის არ არსებობის შესახებ, ასევე სხვა მარკერების, რომლებიც სიცოცხლესთან შეუთავსებელნი არიან, ან იწვევენ ინვალიდობას.  ადრეული ფეხმძიმობის შეწყვეტა, რათქმაუნდა უფრო ნაკლებად ტრავმატულია ვიდრე ამისი მეორე ტრიმესტრში გაკეთება.  საჭირო სტანდარტების გათვალისწინებით, ულტრაბგერითი გამოკვლევა რომელიც ტარდება ფეხმძიმობის 11-14 კვირებზე, საშუალებას იძლევა იმ ნაყოფთა 80%-მდე გამოვლენას რომლებსაც ასეთი ქრომოსომული პათოლოგიები გააჩნია.

გამოკვლევები ტარდება უახლეს ულტრაბგერით აპარატზე Voluson E8 BT13.  ჩვენ საქმე გვაქვს მთლიანად ციფრულ, 3D/4D ულტრაბგერით აპარატთან, რომელიც სპეციალურად იქნა შექმნილი, რათა ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევები მეან-გინეკოლოგიაში.

unnamed (2)

3D/4D მატრიქსული-მიმღების (გადამწოდი) დახმარებით, შესაძლებლობა გვაქვს მივიღოთ ნატურალურად მოძრავი სივრცისეული სურათი.  ამ მიმღების გამოყენება, საუკეთესო საშუალებას გვაძლევს რათა გამოვიკვლიოთ გულის სტრუქტურები და ნაყოფის სისხლის მიმოქცევა, ამასთანავე არის შესაძლებლობა რომ აღმოვაჩნოთ იშვიათი დეფექტები ნაყოფის გულში და მისი მდგომარეობის შეფასება.  ეს მიმღები გვაძლევს საშუალებას გამოვიკვლიოთ ტვინის სტრუქტურeები, რაც ჩვეულებრივი მიმღებით შეუძლებელია.  ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს ქრომოსომური მარკერების უფრო ადრეულ ეტაპზე შეფასებაში და ადრეული სკრინინგის ჩატარებაში, ნაყოფის გულში დეფექტების დიაგნოსტიკისაში.

ფეხმძიმე ქალბატონის სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა  , საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ სხვადასხვა ცილის კონცეტრაცია, რომლებიც გამომუშავდება პლაცენტაში. PAPP-A და Beta-HGCH. ფეხმძიმობის ყოველი კვირისათვის არსებობს დასაშვები მაჩვენებელი ამ ცილებისა, ხოლო თუ ადგილი გვაქვს ქრომოსომულ პათოლოგიასთან, მაშინ ეს მაჩვენებლები განიცდიან ცვლილებას.  აღნიშნულია რომ ყველაზე საგრძნობი განსხვავება ცილების კონცეტრაციაში შეიმჩნევა ფეხმძიმობის 10-12 კვირაზე.

unnamed (1)

ულტრაბგერითი გამოკვლევის და ბიოქიმიური გამოკვლევის კომბინირება საშუალებას გვაძლევს რათა გავზარდოთ ეფექტურობა დაუნის დაავადებიანი ნაყოფების აღმოჩენისა 85%მდე.  დღესდღეობით, სწორედ გამოკვლევის ასეთი მეთოდი ითვლება ყველაზე ეფეკტურ ხერხად ამ დაავადებების აღმოჩენისა და შესაბამისი პროფილაქტიკის ჩატარებისათვის.

ჩვენს კლინიკაში ტარდება უახლესი მეთოდით ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიების დიაგნოსტიკა, დედის სისხლით ფეხმძიმობის 9 კვირიდან არაინვაზიური პრენატალური ტესტი, ეს არის ყველაზე თანამედროვე მეთოდი ნაყოფის პათოლოგიების დიაგნოსტიკისათვის, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბრაზილია და სხვა.)

დედის სისხლში ცირკულირებს 5-10% ნაყოფის დნმ.  არაინვაზიური პრენატალური ტესტი დაფუძნებულია ფეხმძიმე ქალბატონის სისხლიდან ნაყოფის დნმ-ის გამოყოფაზე და მის შემდგომ ანალიზზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ფეხმძიმობის მე9 კვირიდან დაწყებული.

არაინვაზიური პრენატალური ტესტი რეკომენდირებულია ამერიკის მეან გინეკოლოგთა ასოციაციის მიერ.

ამ ტესტის უპირატესობებია:

  • უსაფრთხოება. არ არსებობს არანაირი რისკი არც ქალბატონის ჯანმრთელობისათვის და არც მომავალი ბავშვისათვის! არ იწვევს თვითნებურად ფეხმძიმობის შეწყვეტის საფრთხეს, განსხვავებით „ინვაზიური“ პროცედურებისა. (ამნიოცენტეზი)
  • მაღალი დიაგნოსტიკური სიზუსტე. სხვა გამოკვლევებთან შედარებით (კომბინირებული პრენატალური სკრინინგი), არაინვაზიური პრენატალური ტესტი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ უფრო ზუსტი ინფორმაცია და ავლენს ქრომოსომულ პათოლოგიებს 99,9%ზე უფრო მაღალი მაჩვენებელით
  • ინფორმაციულობა. იძლევა სრულ ინფორმაციას ქრომოსომების რაოდენობის ცვლილების შესახებ შემდეგი სინდრომებისას
    • დაუნის სინდრომი (ტრისომია 21 წყვილი ქრომოსომა)
    • ედვარდის სინდრომი ( ტრისომია 18 წყვილი ქრომოსომა)
    • პატაუს სინდრომი (ტრისომია 13 წყვილი ქრომოსომა)
    • X და Y – სქესსთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი პათოლოგიები.

ამასთან ერთად, ამ ტესტის გამოყენებით საშუალება გვაქვს გამოვავლინოთ სქესი და რეზუს-ფაქტორი ნაყოფისა უფრო ადრეულ ეტაპზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმ პაციენტტათვის რომელთაც გააჩნიათ რეზუს-უარყოფითი სისხლის ჯგუფი.

  • სიმარტივე. ტესტი ტარდება მომავალი მშობლის ვენიდან სისხლის აღების მეშვეობით.
  • ტესტის ადრეული ჩატარება ( მკაცრად! თხემ კუდუსუნის ზომა არამცირე 32 მმ., რაც შეესაბამება ფეხმძიმობის მე10 კვირას). არაინვაზიური პრენატალური ტესტის ფეხმძიმობის მე-10 კვირაზე ჩატარებისას, პასუხი უკვე 10-14 დღის შემდეგ იქნება ცნობილი
  • მთელი ორსულობის პერიოდში ჩატარების საშუალება. განსხვავებით კომბინირებული პრენატალური სკრინინგისაგან (11-14 კვირები) და ინვაზიური პროცედურებისაგან.

ასეთი კომპლექსური მიდგომა საშუალებას აძლევს  ფეხმძიმე ქალბატონების უმრავლესობას, უკვე პირველსავე ტრიმესტრში (მე14 კვირამდე) დარწმუნდეს იმაში, რომ ნაყოფისქრომოსომული პათოლოგიის რისკი არის მცირე, ხოლო ჯანმრთელი ბავშვის დაბადების ალბათობა- მაღალი.

ავტორი: თამარ ხეცურიანი

]]>
http://wporigins.invitro.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90/feed/ 0
შეწყვეტილი ორსულობა – ნანი მარსაგიშვილი ჟურნალ ‘ავერსში’ http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90/ http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90/#respond Sun, 10 Sep 2017 08:05:28 +0000 http://invitrowp.softvivarium.com/?p=117

აბორტი – ეს სიტყვა უმეტესობას ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას აგონებს, თუმცა მედიცინის ენაზე მუცლის მოშლასაც აბორტი ეწოდება, ოღონდ თვითნებითი. ეს ის შემთხვევაა, როცა დედას არც კი უფიქრია შვილის მოშორება, მაგრამ ორსულობა სავალალო შედეგით დასრულდა. ალბათ თქვენ გარშემოც ბევრია ისეთი წყვილი, რომელიც წლებია უშედეგოდ ცდილობს შვილის გაჩენას. სამწუხაროდ, ხშირად იმის დადგენაც კი ვერ ხერხდება, რა იწვევს ორსულობის ვადამდე მიუტანლობას. მართლა ასეთი ძნელია ‘დამნაშავის’ პოვნა თუ ეს ექიმების არაპროფესიონალიზმის ბრალია? შეწყვეტილი ორსულობის მიზეზებსა და მათი აღმოფხვრის საშუალებებზე კლინიკა ‘ინ ვიტროს’ გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნანი მარსაგიშვილი გვესაუბრება.

nani-marsagishvili

ქალბატონო ნანი, ყველაზე ხშირად რა იწვევს ორსულობის შეწყვეტას?
– ორსულობათა ნახევარი მანამდე წყდება, სანამ ქალი გაიგებს, რომ ორსულადაა. ასეთ დროს მენსტრუაციულ გამონადენთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება განაყოფიერებული კვერცხუჯრედიც. ციკლის რამდენიმედღიანი გადაცდენა ან უხვი, ჭარბი მენსტრუაციული გამონადენი ზოგჯერ სწორედ შეწყვეტილი ორსულობის ნიშანია. დანარჩენი 50%-დან ორსულობის შეწყვეტაში უმთავრესად ქრომოსომულ დარღვევებს, გენეტიკურ პათოლოგიებს მიუძღვის ბრალი. აქ განასხვავებენ დარღვევათა ორ ჯგუფს. აბორტების უმეტესობა განაყოფიერებისას დაშვებული შეცდომების, ე.წ. შემთხვევითი ქრომოსომული დარღვევების, წილად მოდის და ასეთი შეცდომების შედეგად წარმოქმნილი ემბრიონი არასიცოცხლისუნარიანია. შედარებით იშვიათად, 5-10%-ში, ჩანასახს მშობლებისგან გადაეცემა მუტანტური, პათოლოგიური გენი. გენეტიკასთან ერთად ორსულობის შეწყვეტაში დიდ როლს ასრულებს ინფექციური დაავადებები. მათ შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია წითურა, ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმა, ქლამიდია და მისი ჯგუფის ინფექციური აგენტები – ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა. ეს ინფექციები, გარდა იმისა, რომ ხშირად იწვევს ორსულობის შეწყვეტას, მეტად რთული გამოსავლენიცაა, რაც პროცესის მართვას ერთიორად ართულებს. ორსულობის ვადამდე მიუტანლობის მიზეზად შესაძლოა იქცეს ენდოკრინული დაავადებაც. შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების (უმეტესად – მისი ფუნქციის დაქვეითების), თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების – ადრენოგენიტალური სინდრომის, საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ვითარდება ენდოკრინული ცვლილებები, რომლებსაც პროგესტერონის უკმარისობამდე მივყავართ, პროგესტერონი კი ჰორმონია, რომელიც ორსულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ მდგომარეობას ხალხში ყვითელი სხეულის ნაკლებობას უწოდებენ, რადგან პროგესტერონს სწორედ ყვითელი სხეული გამოიმუშავებს.

ორსულობის ვადამდე მიუტანლობის მიზეზი შესაძლოა იყოს საშვილოსნოს ორგანული დაზიანებაც – პოლიპი ან სუბმუკოზური კვანძი. შესაძლოა, მიომური კვანძი ინტრამურალურად ანუ კუნთში მდებარეობდეს, მაგრამ ჰქონდეს ცენტრისკენული ზრდა და ამგვარად იწვევდეს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას. ზოგჯერ მიზეზი საშვილოსნოს თანდაყოლილი დეფექტია – ძგიდე საშვილოსნოს ღრუში, ორრქიანი საშვილოსნო და სხვა. ორსულობის შეწყვეტა ხდება მაშინაც, როდესაც ვითარდება საშვილოსნოს ყელის უკმარისობა: საშვილოსნოს ყელი მოკლდება, ფართოვდება ყელის არხი და ნაყოფს საშვილოსნოში, ფაქტობრივად, აღარაფერი აკავებს. სარისკოა სისხლის შედედების დარღვევაც: როცა სისხლის შედედების უნარი მომატებულია, პლაცენტაში ჩნდება თრომბები, რაც პლაცენტის და, შესაბამისად, ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

ძნელია მიზეზის გამოვლენა?
– ძალიან ძნელი. ლიტერატურაში მითითებულიც კია, რომ ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენა უმეტესად ვერ ხერხდება. ცხადია, როდესაც დასტურდება კვანძი ან საშვილოსნოს ანატომიური დეფექტი ან ვიცით, რომ პაციენტს აქვს ესა თუ ის ენდოკრინული დაავადება, რომელსაც სათანდოდ არ მკურნალობდა, ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ნათელია; საქმე ერთიორად რთულდება, როდესაც საუბარია ინფექციურ პათოლოგიაზე ან გენეტიკურ დარღვევებზე (არადა, შეწყვეტილი ორსულობები უმეტესად მათ წილად მოდის). მეტიც – შესაძლოა ქალს ჰქონდეს ანატომიური დეფექტი, მაგრამ ორსულობის შეწყვეტა სულ სხვა პათოლოგიამ გამოიწვიოს.
საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ვირუსებს პროცესის გაქრონიკულება ახასიათებს. ინფექცია მწვავედან ქრონიკულ ფორმაში გადადის, ვირუსი რჩება ნერვულ განგლიებში და როდის გააქტიურდება, ვერავინ იტყვის. შესაძლოა, იმ პერიოდში, როდესაც ორსულობა შეწყდა, ინფექცია გამწვავებული ყოფილიყო, მაგრამ გამოკვლევის დროს ის უკვე ქრონიკულ ფაზაში იყოს გადასული და ლაბორატორიული გამოკვლევითაც ვერ მოხერხდეს გამწვავების გამოვლენა.

შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ მომდევნო ორსულობის ვადამდე შეწყვეტა?
– ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. განმეორებითი ორსულობის ვადამდე მიუტანლობის რისკი ძალიან რთული შესაფასებელია. როდესაც ორსული არასწორად და არასრულყოფილად არის გამოკვლეული და ნამკურნალევი, ალბათობა, ცხადია, იმატებს, მაგრამ ზოგჯერ ხდება თვითგანკურნება და მომდევნო ორსულობა მკურნალობის გარეშეც კი სასურველი შედეგით მთავრდება. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა მკურნალობაზე უარი უნდა თქვას – თვითგაჯანსაღება ხდება, მაგრამ ძალზე იშვიათად. ასე რომ, როცა საქმე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, სრულყოფილი გამოკვლევა და მკურნალობაა საჭირო.

შესაძლოა, ორსულობა ისე შეწყდეს, რომ ქალმა ამის შესახებს ვერ შეიტყოს?
– დიახ, ასე საკმაოდ ხშირად ხდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მე-6 კვირაზე შეწყვეტილი ორსულობა მე-11 კვირაზე აღმოუჩენიათ. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ორსულობა დადგინდება, მე-12 კვირამდე ექოსკოპიური გამოკვლევა აუცილებელი აღარ არის. თუ ორსულობა ამ პერიოდში შეწყდა, შესაძლოა, დედამ განმეორებით ვიზიტამდე ვერც კი შეიტყოს ამის შესახებ.

ეს დედის ორგანიზმისთვის საშიში არ არის?
– საშიშია მაშინ, როდესაც მიზეზი სერიოზული ინფექციაა. სხვა შემთხვევები დედისთვის დიდ საფრთხეს არ შეიცავს. ნაყოფის ევაკუაცია კი, ცხადია, აღმოჩენისთანავე უნდა მოხდეს.

რა ნიშნები მიუთითებს ორსულობის მოსალოდნელ შეწყვეტაზე?
– ვიდრე ორსულობა შეწყდება, ექოსკოპიური კვლევით შესაძლებელია ზოგიერთი ისეთი ნიშნის გამოვლენა, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაზე მიუთითებს. მაგალითად, სანაყოფე პარკის უსწორმასწორო კიდეებისა, თხელი ენდომეტრიუმისა, ყვითრის პარკისა და სანაყოფე პარკის ზომების დარღვევისა (ნორმაში სანაყოფე პარკი დიდია, ყვითრის პარკი კი პატარა). ასეთ დროს გარკვეულწილად უკვე შესაძლებელია ორსულობის შეწყვეტის პროგნოზირება.
რაც შეეხება თვითნებითი აბორტის კლინიკურ გამოვლენას, მისი პირველი ნიშანია ტკივილი და`ან სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში და სისხლიანი ჩამონაშალი. პროცესის პროგრესირებასთან ერთად იმატებს ტკივილის ინტენსივობა და ჩამონაშალის ოდენობა. მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. საბედნიეროდ, ორსულობის შენარჩუნება შესაძლებელია.

Pages from AVERSI_N115

როგორ მკურნალობენ და რამდენად ეფექტურია ეს?
– მკურნალობა, რასაკვირველია, ეფექტურია. როგორც აღვნიშნეთ, ორსულობის შეწყვეტის მიზეზი უმეტესად პროგესტერონული უკმარისობაა, ამიტომ მის მარაგს ხელოვნურად ვავსებთ. არსებობს პროგესტერონის პრეპარატების რამდენიმე ფორმა: დასალევი, ვაგინალური, ინტრამუსკულარული. ფორმას პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად ვარჩევთ. ცხადია, ყველაზე ეფექტურია საშოში მოთავსება, რადგან პრეპარატს სამიზნე ორგანომდე მცირე მანძილი აქვს გასავლელი და გვერდითი მოვლენებიც ნაკლებად იჩენს თავს. ზოგჯერ ქალს პრეპარატის საშოში მოთავსება არ შეუძლია. ამ შემთხვევაში დასალევ ფორმას ვიყენებთ.
აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობაც საშვილოსნოს სპაზმის მოსახსნელად. ხშირად ინიშნება დამამშვიდებლებიც, რადგან ქალი ასეთ დროს ძლიერ სტრესს განიცდის.
ორგანულ დაზიანებებს ქირურგიული გზით ვმკურნალობთ.
მეტად ბანალური პროცედურაა საშვილოსნოს პოლიპის მოცილება – პაციენტი ორიოდე საათში ბრუნდება შინ და პროგნოზიც კეთილსაიმედოა. ქირურგიულად აშორებენ მიომურ კვანძს, საშვილოსნოს ძგიდესაც. სამწუხაროდ, ორრქიანი საშვილოსნოს მკურნალობის ქირურგიული მეთოდი არ არსებობს, თუმცა არც ეს არის განაჩენი – თუ ერთ-ერთი ღრუ მაინც არის დიდი, იქ თავისუფლად ვითარდება ორსულობა.

რა შემთხვევაში ადებენ საშვილოსნოს ყელზე ნაკერს?
– ამ მანიპულაციას მიმართავენ საშვილოსნოს ყელის უკმარისობის დროს. როგორც მოგახსენეთ, მეტად საშიშია, თუ ორსულობის დასაწყისში საშვილოსნოს ყელის არხი გახსნილია და თითს ატარებს ან დამოკლებულია. ამ შემთხვევებში საშვილოსნოს ყელზე იდება ნაკერი, რომელსაც ხსნიან მშობიარობის წინ. საკმაოდ ეფექტური მანიპულაციაა, თუმცა მისი ჩატარება არ შეიძლება მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს.

რამდენად ეფექტურია წოლითი რეჟიმი?
– წოლითი რეჟიმი ყოველთვის ეფექტური არ არის. ის განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც დასტურდება პლაცენტის კიდითი მიმაგრება – პლაცენტის ქვედა კიდე საშვილოსნოს არხთან
მდებარეობს ან ფარავს მას. სხვა შემთხვევებში მოძრაობის მკაცრად შეზღუდვა საჭირო არ არის. თუმცა, ცხადია, იკრძალება სიმძიმის აწევა, გადაძაბვა. გარდა ამისა, ამგვარ შემთხვევებში წყვილს მე-12 კვირამდე სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავებას ვურჩევთ.

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სქესობრივი კავშირი ისედაც საფრთხეს უქადის ორსულობას…
– ეს მცდარი შეხედულებაა. მეტიც – როგორც ლიტერატურაშია მითითებული, ნორმალურად მიმდინარე ორსულობისთვის დავარდნა, ფიზიკური ტრავმაც კი არ წარმოადგენს საფრთხეს. მით უმეტეს მასზე არ მოქმედებს სქესობრივი კავშირი. ის იზღუდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აბორ-

ორსულობის შეწყვეტიდან რამდენი ხნის შემდეგ არის რეკომენდებული განმეორებით დაორსულება?
– დაახლოებით 6 თვის შემდეგ. ეს დრო საჭიროა პრობლემის აღმოჩენისა და მისი ლიკვიდაციისთვის. თუმცა გვქონია შემთხვევები, როცა ქალს არ დაუცავს მითითებული ვადა, მეორე თვესვე დაორსულებულა და სავსებით ჯანმრთელი ნაყოფიც გაუჩენია. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ლიტერატურაშია მითითებული.

ძნელია განმეორებით დაორსულება? როგორია შედეგი?
– ცხადია, შედეგი წინა ორსულობის შეწყვეტის მიზეზზეა დამოკიდებული. თუ მიზეზი დადგინდა და აღმოიფხვრა, ანუ სრულყოფილად ჩატარდა ინფექციური, ორგანული თუ ენდოკრინული პათოლოგიის მკურნალობა, პროგნოზიც კეთილსაიმედოა. პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ქალს გადატანილი აქვს რამდენიმე თვითნებითი აბორტი, ზოგჯერ – ხუთი-ექვსიც კი. ასეთ დროს საშვილოსნოდან გამოძევებულ ნაყოფს (მას აბორტუსს ვუწოდებთ), წესისამებრ, ქრომოსომული პათოლოგიები აქვს. მსგავს შემთხვევებში რეკომენდებულია ციტოგენეტიკური გამოკვლევა, რაც მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება. ეს კვლევა აჩვენებს, რომელ ქრომოსომაში რა ტიპის დარღვევაა. გენეტიკური დარღვევების მკურნალობა და მათი განვითარების პრევენცია კი, ინფექციური ან ენდოკრინული პათოლოგიებისგან განსხვავებით, ფაქტობრივად შეუძლებელია. ასეთ დროს ბავშვის ყოლა უკვე დამხმარე ტექნოლოგიებით, ინ ვიტრო განაყოფიერებით არის შესაძლებელი.

სტატია მოამზადა გვანცა გოგოლაძემ ჟურნალი “ავერსისთვის”

]]>
http://wporigins.invitro.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90/feed/ 0