+995 322 157777, ლუბლიანას ქ. N2/6, Lubliana st.2/6 [email protected]

 

 

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია წარმოადგენს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთ-ერთ,შედარებით მარტივ მეთოდს, რომლის ჩტარების ჩვენებასაც ძირითადად მამაკაცის სპერმატოგენეზის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევები წარმოადგენს.
მოსალოდნელი ეფექტურობა განპირობებულია 2 ფაქტორით:
1. საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ჩატარების ჩვენებაზე ( იმ პათოლოგიაზე, მის სიმძიმეზე რომლის გამოც საჭიროა ამ პროცედურის ჩატარება).

2. სტიმულირებულ თუ ნატურალურ ციკლში ტარდება პროცედურა.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ჩატარების ჩვენებას როგორც წესი წარმოადგენს ცვლილებები მეუღლის სპერმოგრამაში: სპერმატოზოიდების კონცენტრაციის, მოძრაობის ხარისხის, მორფოლოგიის პარამეტრების დაქვეითება. ჩვენებას წარმოადგენს ასევე ეგრეთწოდებული შეუთავსებლობის რამდენიმე ფორმა, როცა არ ხდება საშვილოსნოს ყელის ლორწოში სპერმატოზოიდების გავლა,  აგრეთვე პოტენციის ან ეაკულაციის პრობლემები, სასქესო ორგანოების სხვადასხვა განვითარების მანკები, ეგრეთწოდებული  ვაგინიზმი, როცა სქესობრივი კონტაქტის დამყარება ვერ ხდება, ეგრეთწოდებული იდიოპათიური უშვილობა და სხვა.
აუცილებელ პირობას წარმოადგენს გამტარი საშვილოსნოს მილების, ერთის მაინც, არსებობა, რადგან სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრა ისევე როგორც ჩვეულებრივ, ხდება მილში და განაყოფიერებული ემბრიონი მხოლოდ რამდენიმე დღეში ხვდება საშვილოსნოს ღრუში.
პროცედურის მთავარ ნაწილს წარმოადგენს სპერმის დამუშავება, ეგრეთწოდებული გარეცხვის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება სპერმატოზოიდების საუკეთესო ფრაქციის გამოყოფა და კონცენტრირება. დამუშავებული სპერმა სპეციალური, წვრილი, დრეკადი კათეტერის საშუალებით საშვილოსნოს ყელის გავლით შეგვყავს საშვილოსნოს ღრუში ფუძესთან, მილების სანათურებთან ახლოს. აღსანიშნავია რომ საშვილოსნოსშიგა ინსემინაციის ჩატარებით ორსულობის ალბათობა იზრდება ასევე კლომიფენ-ციტრატით (კლოსტილბეგიტით) სტიმულირებულ ციკლებში, რადგან ამ დროს ოვულაციის მიღწევის აუცილებლობით განპირობებული მედიკამენტის გამოყენებას ცერვიკალურ ლორწოში სპერმის ტრანსპორტისთვის  არასასურველი ცვლილებების წარმოქმნა ახლავს თანს.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ჩატარების დროის შერჩევა ხდება ულტრაბგერითი მონიტორინგის საფუძველზე ოვულაციის –კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების  დღის დადგენის საშუალებით. ზოგჯერ საკმარისია მისი ერთჯერადად ჩატარება ოვულაციის დღეს, ზოგჯერ კი იგი პერიოვულატორულ პერიოდში რამოდენიმეჯერ ტარდება. პროცედურა უმტკივნეულოა და არ ითხოვს ცხოვრების რითმის შეცვლას. ეფექტურობა ინდივიდუალურია ყველა წყვილისთვის და დამოკიდებულია როგორც ქალის ასაკზე, ჰორმონალ Calzoncillos Calvin Klein España სტატუსზე და ა.შ. ასევე სპერმოგრამის მაჩვენებლებზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების მიხედვით პროცედურა 3-4 ჯერ მაინც უნდა ჩატარდეს იმისთვის რომ ითქვას რომ ეს მეთოდი ორსულობის მისაღებად საკმარისი არ არის.