17 მაისს კლინიკა ინ ვიტროს ესტუმრნენ „ოტტოს სახელობის მეან-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბ-ნი ვიტალი ბეჟენარი და ამავე ინსტიტუტის მეან….
სიახლეები
ქართული პოპულარული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” გადამღები ჯგუფი სტუმრად ეწვია კლინიკა “ინ ვიტროს”. მოგეხსენებათ უკანასკნელ სერიებში სწორედ ჩვენს კლინიკაში ვითარდება რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი. გთავაზობთ აღნიშნული….
საერთაშორისო სამედიცინო გამოფენები Expomed-ი და Labtech-ი ევრაზიაში ერთ-ერთი უმთავრეს მოვლენებად ითვლება. გამოფენები მასპინძლობს სამედიცინო სფეროში მოღვაწე წამყვან კომპანიებს. 2013 წელს გამოფენები მე-20-დ ჩატარდა. ტრადიციულად სამედიცინო….
რას გთავაზობთ ინ ვიტრო?
დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უმაღლესი სპეციალიზაციის მქონე ექიმების - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის გია ცაგარეიშვილისა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ნატალია ხონელიძის ხელმძღვანელობით, ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრის თანამშრომლები ზედმიწევნით ზრუნავენ პაციენტებისთვის თანამედროვე, უახლეს მიღწევებზე დაყრდნობილი მომსახურების უზრუნველყოფაზე.
ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი თანამედროვე მომსახურეობა, როგორიც არის უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, კერძოდ.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
სპეციალიზირებული პროცედურები –მკურნალობის მეთოდები
• ინ ვიტრო განაყოფიერება IVF და ET
• ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია - ICSI მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული და იდიოპათიური უშვილობის დროს
• ტესტიკულური სპერმის ასპირაცია/ბიოფსია TESA აზოოსპერმიის დროს
• ემბრიონებისა და სპრერმის კრიოპრეზერვაცია და შენახვა
• ბლასტოცისტის კულტივაცია
• დონაციის (კვერცხუჯრედების, სპერმის) პროგრამა
• სუროგაციის პროგრამა
• საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია მეუღლის ან დონორის სპერმით
• გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
• ანდროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
• საკვერცხეების სტიმულაცია ანოვულაციის სხვადასხვა ფორმის დროს
• სკრინინგული გამოკვლევები
გამოკვლევები
• ჰორმონული კვლევის სრული სპექტრი
• ოვარიული რეზერვის შეფასება
• ჰისტეროსკოპია, ლაპარასკოპია
• სონოჰისტეროსალპინგოგრაფია
• სისხლის და შარდის სეროლოგიური, ბიოქიმიური გამოკვლევა
• ქალისა და მამაკაცის ულტრაბგერითი გამოკვლევა
• სამეანო ულტრაბგერითი კვლევა = 3 D და 4D
სხვა მომსახურება მამაკაცებისთვის:
• სპერმოგრამა
• ჰორმონული კვლევა
• ანტისხეულების კვლევა
• სპერმის გაყინვა და შენახვა დაგეგმილი ოპერაციული თუ ქიმიოთერაპიული მკურნალობის წინ
• სპერმატოზოიდების ეპიდიდიმალური ან ტესტიკულური ექსტრაქციის პროცედურები
სპერმის გამოლღობა და დამუშავება საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისთვის
ჩვენთ გთავაზობთ ქალისა და მამაკაცის უშვილობის ყველა ფორმის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, მინიმალურად ინვაზიურ გინეკოლოგიურ ქირურგიულ პროცედურებს, სტანდარტულ გინეკოლოგიურ პროცედურებს –ულტრაბგერით, ჰორმონულ კვლევას, კოლპოსკოპიას, სპერმოგრამას და ა.შ.
თავდაპირველად, 1999 წლიდან, ჩვენ ვფუნქციონირებდით როგორც ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინ-ვიტრო განაყოფიერების განყოფილება და წარმოვადგენდით პირველ და ერთადერთ მსგავსი პროფილის განყოფილებას არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. ჩვენმა სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგი რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და შვედეთში.








