ოვულაციური დარღვევები ქალის უნაყოფობის ყველაზე ხშირ მიზეზს წამოადგენს და უნაყოფო ქალთა 40%-ში გვხვდება.
ანოვულაცია გულისხმობს ოვულაციის არ არსებობას. როდესაც ოვულაცია ხდება, მაგრამ არარეგულარულად - საქმე გვაქვს ოლიგოოვულაციასთან. ანოვულაცია და ოლიგოოვულაცია ოვულაციური დარღვევების ნაირსახეობაა.
რა იწვევს ოვულაციურ დარღვევებს?
- ასაკი
ასაკი წარმოადგენს პირველად ფაქტორს რომელის უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე. ასაკის მატებასთან ერთად იშვიათდება ოვულაცია და უარესდება კვერცხუჯრედების ხარისხი. საკვერცხის რეზერვის შეფასება საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს საკვერცხეების ნაადრევი განლევა, ნაადრევი მენოპაუზა ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც არასასურველ გავლენს ახდენენ ოვულაციაზე.
- ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები
ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა აბები, პლასტირები, რგოლები და ინექციები თრგუნავენ ოვულაციას და იცავენ ქალს არასასურველი ორსულობისაგან. უმეტესი ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შეწყვეტიდან ოვულაცია აღდგება 2-3 თვეში, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ე.წ „დეპო“ პრეპარატები, რომლებსაც გააჩნიათ გახანგრძლივებული მოქმედება.
- პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
Polycystic Ovarian Syndrome is characterized by the presence of two or three clinical signs: irregular menstrual cycle which is revealed by delayed periods; excess amounts of androgens (male hormones), which causes excessive hair growth and acne; ultrasound image is showing multiple ovarian inclusion cysts, that do not ovulate. In Polycystic Ovarian Syndrome, carbohydrate metabolism is disturbed, high insulin levels increase the release of androgens, which in turn have a negative effect on ovulation.
- ენდომეტრიოზი
ენდომეტრიოზი გინეკოლოგიური პათოლოგიაა, რომლის დროსაც აღინიშნება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) გავრცელება საშვილოსნოს ღრუს გარეთ. ენდომეტრიოზის დროს აღინიშნება ანთებითი რეაქცია, მცირდება კვერცხუჯრედების ხარისხი, მცირდება საკვერცხის მარაგი - რაც არასასურველ ზეგავლენას ახდენს ოვულაციაზე.
- სხეულის ჭარბი წონა
კვლევების თანახმად, არსებობს მჭიდრო კავშირი სიმსუქნესა და უნაყოფობას შორის. სხეულის ჭარბი წონის დროს ირღვევა ნორმალური მენსტრუაციულიი ციკლისთვის საჭირო ჰორმონალური ბალანსი, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ოვულაციაზე.
სიმსუქნე ასევე ასოცირდება ინსულინ რეზისტენტობასთან და საკვერცხეების პოლიცისტოზის სინდრომთან, რომელიც ასევე დაკავშირებულია ოვულაციურ დარღვევებთან.
- სხეულის მასის დეფიციტი
ასევე იწვევს ოვულაციურ დარღვევებს. ოვულაცია და მენსტრუაცია მოითხოვს დიდი რაოდენობით ენერგიას ქალის ორგანიზმიდან. როდესაც ქალი ძალზე მცირე წონაშია, მისი სხეული ცდილობს ენერგიის დაზოგვას გარკვეული ფუნქციების დაპაუზების გზით, მაგალითად, ოვულაციის.
- გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა
გადაჭარბებულმა ვარჯიშმა (კვირაში 7 საათზე მეტი) შესაძლოა გამოიწვიოს ოვულაციური დარღვევები ნორმალური წონის ქალებში. გადაჭარბებული ვარჯიშით გამოწვეული უნაყოფობის მიზეზია რეპროდუქციული სისტემის რეგულაციაში მონაწილე ჰორმონების (GnRH, FSH, LH და ესტრადიოლი) გამოყოფის დარღვევა - რაც მჭიდრო კავშირშია ოვულაციურ დარღვევებთან.
- ენდოკრინული დარღვევები
ცნობილია, რომ ენდოკრინული სისტემის დარღვევებმა ( მაგ. ჰიპოთალამუსის, ფარისებრი ჯირკვლის ან ჰიპოფიზის) შეიძლება გავლენა იქონიოს ოვულაციაზე და საკვერცხის სხვა ფუნქციებზე. მაგალითისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერ ან ჰიპოფუნქცია იწვევს ოვულაციისა და მენსტრუაციული ციკლის დარღვევას და უნაყოფობას. პროლაქტინის ჭარბი გამოყოფა ჰიპოფიზიდან ანუ ჰიპერპროლაქტინემია ასევე იასოცირებულია ანოვულაციას და უნაყოფობას.
- ძილის დარღვევები
ძილის დარღვევები (მაგ. ინსომნია) უარყოფითად მოქმედებს ქალის ოვულაციურ ფუნქციაზე, ვინაიდან ძილი არეგულირებს ისეთი ჰორმონების ბალანსს, როგორიცაა თირეოტროპული ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი (აუცილებელია ოვულაციისთვის), ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (მნიშვნელოვანია ფოლიკულის მომწიფებისთვის), პროგესტერონი და სხვა. ამდენად, ჯანსაღი ძილი მნიშვნელოვანია ნორმალური რეპროდუქციული ფუნქციისთვის.
ბლოგი მოამზადა მეან - გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა, აკადემიურმა დოქტორმა მედიცინაში, თსუ ასისტენტ პროფესორმა ლუდა ბარბაქაძემ