დაწყება

Becoming an egg donor is an opportunity to give someone else a way to realize the dream of becoming a parent. Many infertile couples and individuals need the help of donated eggs to have a family. Their dream can become a reality with your help. You will also be paid for your time and selfless generosity. You will be a part of a skilled team of physicians and clinical staff with the same mission. Our team of doctors and nurses manage all your care, exclusively, from start to finish. You will never be referred to an outside facility for your care. We are committed to making your experience positive and rewarding. if you’re interested in becoming an egg donor – Please give us a call at +995 +995 577 03 58 88 or +995 32 2 15 77 77.

 

 

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გახდეთ კვერცხუჯრედის დონორი.

თქვენი საკუთარი კვერცხუჯრედის დონაცია არის ერთ-ერთი ყველაზე პირადი, ყველაზე გულუხვი და ღირებული საჩუქარი, რომელსაც კი ოდესმე ვინმესთვის გასცემდით. კვერცხუჯრედის დონაცია კმაყოფილების ჭეშმარიტ განცდას იწვევს ვინაიდან ეხმარები მეორე ადამიანს, რათა ისიც გახდეს მშობელი. მრავალი ქალი ირჩევს ამ გზას, რათა ხვედრი შეუმსუბუქოს მათ, ვისთვისაც შვილის ჩასახვა სხვისი დახმარების გარეშე შეუძლებელია. გარდა ამისა, სრულიად ფასდაუდებელია ის განცდა, რაც უნაყოფო წყვილისთვის მათი ოცნების ახდენაში დახმარების შედეგად წარმოიშობა. გადაწყვეტილება დონორობის თაობაზე დიდი სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან თქვენ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაძლოა თავისი წვლილი შეიტანოს იმ ოჯახებთან დალაპარაკებამაც, რომლებმაც უკვე გაიარეს მსგავსი გამოცდილება.

 

 

მოთხოვნები კვერცხუჯრედის დონორის მიმართ

კვერცხუჯრედის დონორები თქვენნაირი ქალები არიან, წარმატებული, განათლებული, ახალგაზრდა ქალები, რომელთა სურვილია გაიღონ ყველაზე დიდი საჩუქარი და მისცენ სხვებს მშობლად ყოფნის შანსი. და რაც მთავარია მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული ნაკისრი ვალდებულება, დაეხმარონ სხვებს იმ ოცნების შესრულებაში, რომ იყოლიონ შვილი კვერცხუჯრედის დონაციის მეშვეობით. კვერცხუჯრედის დონორისთვის იდეალური კრიტერიუმებია:

 

  • 21-31 წლამდე ასაკი
  • ჯანსაღი სხეული, მასის ნორმალური ინდექსით
  • ფიზიკურად და გონებრივად ჯანსაღი
  • არამწეველი და ასევე რომელიც თავს იკავებს უკანონო ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებისგან
  • სასურველია უმაღლესი განათლება (მოთხოვნილია საშუალო სკოლის ატესტატი ან GED- ზოგადი უნარების ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა )
  • უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის ისტორია
  • ჰქონდეს ფართო ინტერესები, როგორიცაა უმაღლესი განათლების მიღებისკენ სწრაფვა, ოჯახი, სპორტი, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობა
  • მზადყოფნა, რომ პროცესში მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში

 

 

დონაციის პროცესი

 

კვერცხუჯრედის დონაციის პროცედურა რისკის დაბალ მაჩვენებელს შეიცავს. მთლიანი ციკლი პროცედურის დაწყებიდან კვერცხუჯრედის ამოღებამდე მოიცავს დაახლოებით ორიდან სამ თვემდე პერიოდს. თქვენ დაგჭირდებათ მედიკამენტის მიღება ინექციის სახით, დაახლოებით 10-14 დღის განმავლობაში იმისათვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა განავითაროს და ამოღებისთვის მოამწიფოს კვერცხუჯრედები. გარდა ამისა, თქვენ დაგჭირდებათ ექვსიდან ცხრამდე ოდენობით სისხლის ანალიზი/ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რათა შემოწმდეს თქვენი პროგრესი ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება კვერცხუჯრედის ამოღების პროცედურას, ის დაახლოებით 20 წუთი გრძელდება. დონორებს უკეთდებათ დამამშვიდებლები მთელი პროცედურის განმავლობაში. კვერცხუჯრედის ამოღების შემდეგ თქვენ უნდა დაისვენოთ მიმდინარე დღის განმავლობაში. აღნიშნული პროცედურის შემდგომ თქვენ შესაძლოა იგრძნოთ მცირეოდენი დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან თვლემა. საჭირო იქნება, რომ პროცედურის შემდეგ თქვენმა ოჯახის წევრმა ან მეგობარმა მიგაცილოთ სახლში, გირჩევთ 24 საათიან დასვენებას პროცედურის შემდგომ.