კლინიკა "ინ ვიტრო"-ს ფარგლებში, რეპროდუქციის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილია სამსახური, რომელიც ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი სამსახურია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ნაცვლად იმისა, რომ დაუკავშირდეთ ერთ კონკრეტულ ექიმს ან სპეციალისტს, თქვენ საშუალება გეძლევათ კონტაქტი გქონდეთ მთელს ჩვენს გუნდთან, რომლის შემადგენლობაშიც არიან ექიმები, რეპროდუქტოლოგები, პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორები და სხვა სპეციალისტები - რომლებიც დახმარებას გაგიწევენ იყოლიოთ შვილი და აისრულოთ ოცნება.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მარტივი გავხადოთ წყვილებისთვის ბავშვის გაჩენა, იქნება ეს კვერცხუჯრედის დონაციის, სპერმის დონაციისა თუ გესტაციური კურიერის (სუროგაცია) საშუალებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ და თქვენთან შევათანხმებთ ყველა იმ მომსახურებას, რომელიც თქვენთვის საჭირო გახდება. მათ შორისაა სამედიცინო, ფსიქოლოგიური, იურიდიული, და ფინანსური რეკომენდაციები. თქვენი ერთგული გუნდი თქვენთან ერთად იმუშავებს მთელი გასავლელი გზის ყოველ ეტაპზე და უზრუნველყოფს ჩაგიტარდეთ საუკეთესო მკურნალობა და მიიღოთ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მიმართულებას მოგცემთ მთელი ამ გზის მანძილზე - დასაწყისიდან ბოლო ეტაპამდე და ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ ყოველი დეტალი ეფექტურად და მარტივად წარიმართოს.

 

სხვადასხვა ალტერნატივა

ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ იმისათვის, რომ თქვენ გახდეთ მშობელი, მათ შორისაა:

კვერცხუჯრედის დონაცია - ჩვენი სააგენტო გთავაზობთ კვერცხუჯრედის დონორებს, საკუთარი დონორთა პროგრამისა და ასევე კვერცხუჯრედის ბანკის დახმარებით.

სპერმის დონაცია

გესტაციური კურიერი (სუროგაცია)

უცხოელი პაციენტის საყურადღებოდ: გთხოვთ გაეცნოთ, თუ რა მომსახურება გაგეწევათ ჩვენი მხრიდან, თქვენი კონკრეტული მოთხოვნების გასათვალისწინებლად. ასევე თქვენ საშუალება გაქვთ შეხვდეთ ჩვენს ერთგულ, გამოცდილ სპეციალისტებს კოლაბორაციული რეპროდუქციის ჯგუფიდან, რომლებიც დახმარებას აღმოგიჩენენ.

 

ჩვენ ყოველთვის თქვენს მხარეს ვართ

მომავალი მშობლების, დონორებისა და სუროგატების კეთილდღეობა, უსაფრთხოება და შედეგიანი მკურნალობა კლინიკა "ინ ვიტრო"-სთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. კოლაბორაციული რეპროდუქციის მიმართულებით მუშაობს მეტად გამოცდილი, თავისი საქმის ერთგული გუნდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ მთელს იმ გზაზე, რომლის საბოლოო მიზანია იყოლიოთ შვილი. ჩვენთვის საამაყოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს მეგზურობა გაგიწიოთ სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ამასთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ექიმებთან და ჩვენი გუნდის წევრებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ წარმატების ალბათობა და უზრუნველვყოთ, რომ თქვენ ყოველთვის იგრძნოთ ეს მხარდაჭერა, იყოთ მუდმივად ინფორმირებული და შემართებით გაიაროთ ეს მნიშვნელოვანი გზა.

 

თანამშრომლობა ჩვენს გუნდთან

ჩვენი ინვესტირება ხმარდება მესამე მხარის კანდიდატების განთავსებასა და მომავალი მშობლებისთვის სამსახურის გაწევას მთელი პროცესის განმავლობაში, რისთვისაც ძალისხმევას არ ვიშურებთ. როგორც წესი, კვერცხუჯრედის დონორები სამედიცინო დახმარებას ჩვენს კლინიკაში იღებენ, კვერცხუჯრედის ამოღების პროცედურის შემდეგაც, მათი ჯანმრთელობის ოპტიმალური მდგომარეობისთვის, რათა მომავალ მიმღებ-ბენეფიციარებისთვის სრულიად ჯანსაღი და ყოველმხრივ გამოკვლეული დონორი კანდიდატი იქნას შერჩეული. გვესმის, რომ თითოეული დონორის შესაბამისობა უნიკალურია. ამიტომ, ყოველი კანდიდატის მონაცემების ზედმიწევნით შესწავლით ჩვენი სპეციალისტები ყველანაირად შეეცდებიან დაკმაყოფილებული იქნას მომავალი მშობლების მოთხოვნები.

 

როგორ დავიწყოთ პროცედურა?

  1. დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის საშუალებით: patients@invitro.ge და გვაცნობეთ უშვილობასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ
  2. გამოგვიგზავნეთ თქვენი ავადმყოფობის ისტორია (ანამნეზი) და სამედიცინო დოკუმენტაცია (ანკეტა)
  3. რამდენიმე დღეში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი თქვენთვის დაგეგმილი სამკურნალო პროცედურები

ან გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა: