უსაფრთხოდ დაცული თქვენთვის ძვირფასი კვერცხუჯრედები, ემბრიონები, სპერმის ნიმუშები

როგორც თქვენ შესაძლოა შეიტყვეთ ახალი ამბების საშუალებით, სულ ცოტა ხნის წინ ხელოვნური განაყოფიერების რამდენიმე კლინიკაში აპარატურის გაუმართაობის მიზეზით პოტენციური დაზიანება განიცადა მათ კრიო საცავში შენახულმა კვერცხუჯრედებმა, ემბრიონებმა ან / და სპერმის ნიმუშებმა. ჩვენ ღრმად ვწუხვართ ამ პაციენტების გამო და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ვისარგებლოთ შემთხვევით და დავარწმუნოთ ჩვენი კლინიკის პაციენტები, რომ თქვენი ძვირფასი კვერცხუჯრედები, ემბრიონები და სპერმა სათანადოდ დაცული იქნება კლინიკა „ინ ვიტრო“ს მიერ.

 

ჩვენი ლაბორატორიები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რომლებიც ხარისხის უზრუნველყოფის მაღალ დონეს მუდმივად ინარჩუნებენ. ეს კი შემდეგნაირად ხდება:

  • ჩვენ ადგილზე გვაქვს 30 თხევადი აზოტის რეზერვუარი, რომლებიც ამჟამად 40,000-ზე მეტ ემბრიონს ინახავს.
  • ყოველდღიური ხარისხის შემოწმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ ჩვენ ვამოწმებთ თხევადი აზოტის დონეს ჩვენს სათავსო რეზერვუარებში. კვირაში ერთხელ ჩვენ პირამდე ვავსებთ რეზერვუარებს.
  • თხევადი აზოტის მიწოდება ხდება კვირაში ორჯერ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის იმ რაოდენობით გვქონდეს, რაც გვესაჭიროება რეზერუარების იმ სათანადო დონეზე შესანარჩუნებლად, რაც საჭიროა მათი შენახვისთვის.
  • ჩვენ გვაქვს 4 განგაშის სასიგნალო სისტემა, რომლებიც მიმაგრებულია ჩვენს რეზერუარებზე. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, თუ ლაბორატორია დაკეტილი იქნება, სიგნალიზაცია დისტანციურად შეატყობინებს პერსონალს და ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოეხმაურებიან ლაბორატორიას
  • განგაშის ყველა სასიგნალო სისტემა კვების სარეზერვო ბლოკს უკავშირდება, ეს უზრუნველყოფს, რომ სიგნალიზაცია არ გამოირთოს ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.
  • და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ემბრიოლოგთა პერსონალი ადგილზეა სამუშაო დღეებშიც, შაბათ-კვირასაც და დასვენების დღეებშიც, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვაკონტროლოთ და დავრწმუნდეთ, რომ ყველა ლაბორატორიული მოწყობილობა სათანადოდ მუშაობს.

კლინიკა „ინ ვიტრო“ ამაყია იმით, რომ აქვს პატივი იზრუნოს თქვენს კვერცხუჯრედებზე, ემბრიონებსა და სპერმის ნიმუშებზე. გსურს კვლავაც დაგარწმუნოთ, რომ თქვენ საიმედო ხელში ხართ.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები შენახვის პოლიტიკასა და პროცედურებთან დაკავშირებით, გთხოვთ ნუ დააყოვნებთ ჩვენთან დაკავშირებას. ჩვენ შევძლებთ თქვენი შეკითხვები ან მოსაზრებები გადავუგზავნოთ შესაბამის თანამშრომლებს, პასუხის გასაცემად.