მიზეზის განსაზღვრა

პრობლემის გადასაწყვეტად დაგვეხმარება პრობლემის მიზეზის გარკვევა. ქვემოთ ჩვენ გამოვყავით რამდენიმე, იმ მრავალრიცხოვანი დიაგნოსტიკური პროცედურიდან, რომლებიც დანერგილია კლინიკა ''ინ ვიტრო'' - ში. თითოეული მათგანი გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას და იმის საშუალებას იძლევა, რომ უნაყოფობის გავრცელებული მიზეზები ზუსტად განვსაზღვროთ ან აღმოვფხვრათ.

 

ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა

ეს პროცედურა შესაძლებელს ხდის, გავაკეთოთ საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების პირველადი შეფასება, ამასთან ის გამოიყენება მენსტრუალური პრობლემების, ფიბროიდების, ანომალიური სისხლდენის დიაგნოსტირებისა და სხვა შემთხვევებისთვის.

 

სისხლის ანალიზი

ეს არაოფიციალური ტერმინი შესაძლოა გამოყენებული იქნას ნებისმიერი სახის სისხლის ტესტირებისთვის. კლინიკა „ინ ვიტრო“-ში ჩვენ ხშირად ვატარებთ სისხლში სხვადასხვა ჰორმონების (FSH, LH, AMH და ესტრადიოლი) დონეების ტესტირებას, რაც გვეხმარება განვსაზღვროთ საკვერცხეების რეზერვი - მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საჭიროა მკურნალობის გეგმის შესამუშავებლად.

 

ჰისტეროსალპინგოგრამა (HSG)

ეს არის კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ულტრაბგერის კონტროლით ხდება კვერცხსავალი მილების გამტარიანობის დადგენა. აღნიშნული პროცედურა ტარდება ციკლის მე-7-ე, მე-10-ე დღეს. პროცედურის წინ ქალი აბარებს ყველა საჭირო ანალიზს.

პროცედურის ჩატარების დროს, მცირე რაოდენობით თხევადი საღებავი შეჰყავთ საშვილოსნოში, რათა მოხდეს საშვილოსნოს ღრუსა და ფალოპის მილების ნებისმიერი სტრუქტურული დარღვევების გამოვლენა. სონოჰისტეროგრამა ფიზიოლოგიური ხსნარით (SIS ან SHG) ეს არის პროცედურა ულტრაბგერის გამოყენებით. კერძოდ, სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი შედის საშვილოსნოს ღრუსა და ფალოპის მილებში გამოსაკვლევად. პროცედურის მიზანია ნებისმიერი ანომალიის გამოვლენა.

 

სპერმის ანალიზი

მამაკაცებში უნაყოფობის შეფასება ხდება სპერმის ანალიზის საშუალებით. სპერმის ანალიზით ჩვენს ექიმებს შეუძლიათ განსაზღვრონ პრობლემები, რაც უკავშირდება სპერმის მოცულობასა და კონცენტრაციას, მოძრაობის უნარსა და მორფოლოგიას. ამ პარამეტრებიდან ნებისმიერმა ანომალიამ შეიძლება ხელი შეუწყოს უნაყოფობის განვითარებას.