სხვადასხვა გზები თქვენი ოჯახის სრულყოფისთვის

თქვენი ოცნება ჩვენი მისიაა

კლინიკა „ინ ვიტრო“-ში ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება გავუმარტივოთ ჩვენს პაციენტებს ბავშვის გაჩენის ოცნების ასრულება. როგორც უნაყოფობის მკურნალობის საკითხში ქვეყნის ერთ - ერთი წამყვანი პრაქტიკა, ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა და კოლაბორაციული რეპროდუქციის სააგენტო შეიქმნა სპეციალურად იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ოჯახის დაგეგმვის მიზნით მიმართავენ კვერცხუჯრედის დონაციას, სპერმის დონაციას ან სუროგაციას (გესტაციური კურიერი). კოლაბორაციული რეპროდუქციის სააგენტო ამ სახის ერთ - ერთი პირველი სააგენტოა ქვეყანაში, რომელიც თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა. როგორც ჩვენ პაციენტს, თქვენ გექნებათ წვდომა კვერცხუჯრედების დონორთა უნიკალურ შიდა პროგრამაზე, სადაც ექსკლუზიურად ჩვენი პაციენტებისთვის წინასწარ შერჩეულია ათობით დონორი კანდიდატი. ჩვენი კოლაბორაციული რეპროდუქციის ექსპერტთა ჯგუფი გაგიძღვებათ დონორობისა და სუროგაციული მკურნალობის მთლიანი რთული პროცესის მანძილზე, საწყისი ეტაპიდან დასასრულამდე, რათა ყველა დეტალის მართვა ეფექტურად და მარტივად იქნას უზრუნველყოფილი.

 

კვერცხუჯრედის დონორის გამოყენება

კლინიკა „ინ ვიტრო“ და კოლაბორაციული რეპროდუქციის სააგენტო მოგაწვდით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და დახმარებას გაგიწევთ, რაც საჭირო იქნება თქვენთვის კვერცხუჯრედის დონორის გამოყენების გზაზე. ჩვენი გამოცდილი გუნდის წევრები დაგეხმარებიან კვერცხუჯრედის დონორების შერჩევის პროცესში.

არსებობს სხვადასხა ვარიანტები იმ კანდიდატის შესარჩევად, რომელიც ყველაზე მეტად შესაბამისია თქვენთვის. კლინიკა „ინ ვიტრო“-ს საკუთარი უნიკალური პროგრამა აქვს იმ დონორი კანდიდატების, რომლებმაც სამედიცინო და ფსიქოლოგიური წინასწარი შემოწმება გაიარეს თქვენი მკურნალობისთვის. ჩვენი მარტივი მონაცემთა ბაზა საშუალებას მოგცემთ დონორთა პროფილების მიხედვით შეარჩიოთ ისეთი სპეციფიკური კრიტერიუმები, როგორიცაა მაგალითად, განათლება და ფიზიკური გარეგნობა.

 

დონორი სპერმის გამოყენება

ჩვენი კოლაბორაციული რეპროდუქციის სააგენტო გთავაზობთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ შერჩევისა და ოჯახის დაგეგმვისთვის სპერმის დონაციის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ დონორი სპერმა ლიცენზირებული კრიობანკის მეშვეობით, ან შეგიძლიათ აირჩიოთ ის ადამიანი, რომელსაც უკვე იცნობთ. სპერმის ყველა დონორი დონაციამდე გადის სრულყოფილ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ გამოკვლევას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აკრედიტებულ სპერმის ბანკებთან, რომელთა უმეტესი ნაწილი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ ან მოძებნოთ დონორები მათი ფიზიკური მახასიათებლებით, ეთნიკური ნიშნით და მიღებული განათლების შესაბამისად.

 

სუროგატის (გესტაციური კურიერის) გამოყენება

კოლაბორაციული რეპროდუქციის სააგენტო გთავაზობთ სრულ მეგზურობას და მომსახურებას თქვენი სუროგაციული (გესტაციური კურიერით) მკურნალობის გზაზე. სუროგატები ყოველთვის ცნობილი კანდიდატები არიან. შეიძლება თქვენ უკვე გყავთ სუროგატი (გესტაციური კურიერი), რომლის გამოყენებაც გსურთ თქვენი მკურნალობისთვის, ან შეგიძლიათ ის შეარჩიოთ სუროგაციის სააგენტოს დახმარებით. ჩვენ გთავაზობთ ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ კონსულტაციას თქვენი სუროგაციული მკურნალობისთვის. ჩვენ გულისხმირებითა და თანაგრძნობით გაგიწევთ მეგზურობასა და დახმარებას მშობლად გახდომისკენ მიმავალი მთელი გზის მანძილზე.