რა უნდა იცოდნენ პოტენციურმა მშობლებმა?

კლინიკა "ინ ვიტრო" ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კლინიკაა რეპროდუქციის მიმართულებით, იმ ექსპერტთა გუნდთან ერთად, რომელთა კონკრეტული საქმიანობაც კოლაბორაციულ რეპროდუქციას უკავშირდება. ჩვენ ყოველწლიურად კვერცხუჯრედის დონაციის 300-ზე მეტი ციკლს ვახორციელებთ. კლინიკა "ინ ვიტრო"-ში თქვენი ყოფნის პერიოდში თქვენ მხოლოდ ჩვენს გუნდთან ითანამშრომლებთ, ჩვენს ექიმებთან და ჩვენს ექთნებთან, რადგანაც ინვიტრო კლინიკის კვერცხუჯრედის დონორთა პროგრამა მთლიანად ჩვენი სამსახურის ფარგლებში ხორციელდება, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს წარმოგიდგინოთ ყველაზე საიმედო, წინასწარ შერჩეული დონორი კანდიდატები, და ამასთან კვლავაც დავაფიქსიროთ წარმატების მაღალი მაჩვენებელი და კმაყოფილი დავტოვოთ პაციენტები. ჩვენს პროგრამაში მონაწილე ყველა ანონიმურ დონორს ჩვენი გუნდი პირადად არჩევს, ამოწმებს და განსაზღვრავს მათ შესაბამისობას. ჩვენი მონაცემთა ბაზა საშუალებას გაძლევთ დონორთა მონაცემების (პროფილების) მიხედვით შეარჩიოთ ისეთი სპეციფიკური კრიტერიუმები, როგორიცაა მაგალითად, ეთნიკური კუთვნილება, განათლება თუ ფიზიკური გარეგნობა.

 

სწორი დონორის შერჩევა

კვერცხუჯრედის დონორის შერჩევა არაჩვეულებრივი ეტაპია მშობლად ყოფნისკენ მიმავალ გზაზე - ეს არის ნაბიჯი, რომლის გადადგმაც თქვენ პროცედურების გავლის ეტაპზე გადაგიყვანთ. დონორი კვერცხუჯრედის შერჩევისთვის არ არსებობს რაიმე საერთო, სწორი მეთოდი, რადგან თითოეული ადამიანი ან წყვილი ამას სხვადასხვაგვარად უდგება. კვერცხუჯრედის შერჩევისას თქვენ თქვენი პარამეტრები გექნებათ, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იქნება გაესაუბროთ თქვენს რეპროდუქტოლოგს ან კოორდინატორს, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაშიც თუ მტკიცედ ხართ დარწმუნებული თქვენს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებში.

 

თუ თქვენ პოტენციური მშობელი ხართ, გთხოვთ გაეცნოთ, თუ რა მომსახურებას მიიღებთ ჩვენი მხრიდან, თქვენი კონკრეტული მოთხოვნებისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეხვდეთ ჩვენს ერთგულ, გამოცდილ სპეციალისტებს კოლაბორაციული რეპროდუქციის ჯგუფიდან, რომლებიც დახმარებას გაგიწევენ. დასაკავშირებლად გთხოვთ დააჭიროთ აქ.