კვერცხუჯრედის გაყინვა

ბიოლოგიური საათის გაზრდა

 

კვერცხუჯრედის გაყინვა ანუ ადამიანის ოოციტის კრიოპრეზერვაცია არის პროცესი, რომლის დროსაც საკვერცხიდან ხდება კვერცხუჯრედების აღება და მათი გაყინვა შემდგომ გამოყენებისთვის. ბოლო წლებში კვერცხუჯრედის გაყინვის ტექნოლოგიამ სარეკორდო და რევოლუციურ წარმატებას მიაღწია. ეს მეთოდი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გახლავთ ყველა იმ ქალისთვის, ვისაც სხვადასხვა პირადი თუ პროფესიონალური მიზეზების გამო შვილის გაჩენის მოგვიანებით გადადება სურს. სწორედ ამ ქალბატონებს ეძლევათ რეკომენდაცია, იქამდე ვიდრე მათ ორგანიზმს ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი კვეცხუჯრედის წარმოქმნა შეუძლია, ჯანსაღი კვერცხუჯრედი გაყინვის ტექნოლოგიის დახმარებით შეინახონ. ვერცხუჯრედის გაყინვა ზრდის წარმატებული ორსულობის შესაძლებლობას უფრო გვიან ასაკშიც. კვერცხუჯრედის გაყინვისას ხდება კვერცხუჯრედების ხარისხის შენარჩუნება. კლინიკა „ინ ვიტრო“-ში, ჩვენ ვიყენებთ კვერცხუჯრედის გაყინვის უახლეს ფორმას, რომელსაც კვერცხუჯრედის ვიტრიფიკაცია ეწოდება. ვიტრიფიცირებული კვერცხუჯრედი ინახება თხევად აზოტში, ჩვენს ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში, სანამ ქალი არ იქნება მზად მათი გამოყენებისთვის.

 

კვერცხუჯრედის გაყინვის პროცესი

  • პირველი ნაბიჯი არის ვიზიტი ჩვენს რომელიმე ექიმთან პროცესის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად - ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას.
  • თქვენი შემდეგი ვიზიტი გულისხმობს ტესტირებას - სისხლის ანალიზსა და ულტრაბგერის ჩატარებას, რაც დახმარებას გაგვიწევს ჩასახვის მიზნით თქვენი საკვერცხის რეზერვისა და პოტენციალის დასადგენად.
  • ტესტირების შემდეგ, შედეგები გადახედვა ხდება თქვენი ექიმის მიერ, თქვენი უნიკალური პროტოკოლის განსაზღვრისთვის, გადაისინჯება კვერცხუჯრედების მოსალოდნელი რაოდენობა და ასევე განხილული იქნება იდეალური რაოდენობა.
  • ამის შემდეგ დაიწყებთ მედიკამენტების მიღებას. თქვენი საკვერცხეების სტიმულირების მიზნით, 8-14 დღის მანძილზე, გაკეთდება 3 სხვადასხვა პრეპარატის (საშუალოდ) ინექცია, წვრილი ნემსით, მუცლის არეში. ჩვენი პერსონალი გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩაიტაროთ ეს ინექციები; ბევრი პაციენტი აღნიშნავს, რომ ამ ნემსის გაკეთება პატარა ”ბწკენას” გავს და ადვილად გადააქვთ ეს პროცესი. ასევე ხელმისაწვდომია მომსახურება, ექთნებმა ჩაგიტარონ ინექციები თქვენი სახლის კომფორტულ პირობებში - ამის თაობაზე დეტალების შესახებ მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • მედიკამენტური მკურნალობის პერიოდის განმავლობაში კეთდება თქვენი სისხლის ანალიზისა და ულტრაბგერის მონიტორინგი, რათა განისაზღვროს თქვენი ორგანიზმის რეაქცია და მოხდეს მედიკამენტების კორექტირება. საშუალოდ, ამ ორკვირიან შუალედში ქალები ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს მოდიან ჩვენთან. ამ ეტაპზე თქვენ უკვე მზად უნდა იყოთ კვერცხუჯრედის ამოსაღებად.
  • კვერცხუჯრედის ამოღება მოითხოვს მსუბუქ სედატირებას, რომელსაც ხშირად „ბინდის“ ანესთეზიას უწოდებენ, 15-30 წუთიანი პროცედურისთვის. პროცედურის დასრულების შემდეგ, თქვენ დაგჭირდებათ, ადამიანი, რომელიც გაგაცილოთ სახლში. ქალების უმეტესობა უკვე მეორე დღეს გადის სამსახურში. ამის შემდეგ შესაძლოა იგრძნოთ შებერილობა, გქონდეთ მცირე სისხლიანი გამონადენი ან იგრძნოთ უმნიშვნელო დისკომფორტი, მაგრამ ეს სიმპტომები, როგორც წესი, მალევე ქრება.
  • კვერცხუჯრედები უსწრაფესად იყინება (უსწრაფესი (ფლეშ) გაყინვა) და ინახება ჩვენს კრიო რეზერვუარებში მანამ სანამ მზად იქნებით მის გამოსაყენებლად.

 

საკვერცხის რეზერვის ბიოლოგია

ქალის ასაკთან ერთად მისი განაყოფიერების უნარი ყოველდღიურად კლებულობს. მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ რეპროდუქციულ ცხოვრებაში ახალ სპერმას ყოველდღე გამოიმუშავებენ, ქალები იბადებიან იმ რაოდენობის კვერცხუჯრედით, რაც კი მათ ოდესმე ექნებათ, მაგრამ ამ კვერცხუჯრედებს თანდათანობით, ყოველთვიურად კარგავენ. კვერცხუჯრედის რაოდენობასა და ხარისხზე ერთნაირად, ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ქალის ასაკის მატება და შედეგად იკლებს ქალის ნაყოფიერების კოეფიციენტი (ორსულობის შესაძლებლობა მხოლოდ ერთი რომელიმე მენსტრუალური ციკლის განმავლობაში). ასევე იზრდება მუცლის მოშლის ალბათობაც.

 

კვერცხუჯრედების გაყინვის ტექნოლოგია

ტექნოლოგიაში რადიკალური წინსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1986 წელს პირველად დაფიქსირდა ორსულობა კვერცხუჯრედის გალღობის მეთოდით. ადრე კვერცხუჯრედის გაყინვისთვის გამოიყენებოდა გაყინვის უფრო ნელი პროცესი, რომელიც ზოგჯერ კვერცხუჯრედებს აზიანებდა, რადგან შესაძლებლობას იძლეოდა წარმოქმნილიყო ყინულის კრისტალები, რასაც პოტენციურად შეეძლო გავლენა მოეხდინა კვერცხუჯრედის დაზიანების თვალსაზრისით. ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიის, ვიტრიფიკაციის დროს კვერცხუჯრედი ძალიან სწრაფად იყინება (უსწრაფესი (ფლეშ) გაყინვა), რაც ხელს უშლის ყინულის კრისტალების განვითარებას. გაყინული კვერცხუჯრედები ინახება ჩვენს საცავში, 30-ზე მეტ კრიო კონტეინერში, სადაც ამჟამად 40,000-ზე მეტი გაყინული ემბრიონის, კვერცხუჯრედისა და სპერმის ნიმუშები ინახება.

 

რატომ უნდა გავყინო ჩემი კვერცხუჯრედები?

მოძრავი ცხოვრების წესი, კარიერული მიზნები ან შესაბამისი პარტნიორის ძებნა, ერთობლიობაში ის მიზეზებია, რომელიც მშობლად ყოფნას აყოვნებს. თუმცა, როდესაც ქალი გადაწყვეტს ოჯახის შექმნას, არ არსებობს გარანტია, რომ ის დაფეხმძიმებას შეძლებს. კვერცხუჯრედების გაყინვას შეუძლია ამ სტრესის შემსუბუქება.

თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ამჯობინებენ შვილის გაჩენას გვიან ასაკში. ზოგჯერ ამან შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები დაფეხმძიმებასთან დაკავშირებით, რადგან კვერცხუჯრედის რეზერვი ქალის ასაკთან ერთად მცირდება, შესაბამისად იზრდება ნაყოფიერების პრობლემებიც. კვერცხუჯრედის გაყინვა ახალგაზრდა ასაკში საშუალებას აძლევს ქალებს მოგვიანებით დაფეხმძიმდნენ და ასევე ჰქონდეთ ის უპირატესობა, რომ გამოიყენონ ახალგაზრდა კვერცხუჯრედი, რადგანაც ეს ამცირებს მუცლის მოშლის და დაუნის სინდრომის მაჩვენებლის ალბათობას.

ზოგიერთი ქალი პირველ ჯერზე ბუნებრივი გზით ფეხმძიმდება, თუმცა მეორე და მესამე შვილის გასაჩენად ამჯობინებს გაყინული კვერცხუჯრედების გამოყენებას, ან ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ადგილი აქვს მეორად უნაყოფობას.

დააჭირეთ აქ, მეტი ინფორმაციის მისაღებად ნაყოფიერების შენარჩუნების თაობაზე ქიმიოთერაპიის ან ისეთი სამედიცინო მკურნალობის დაწყებამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.

 

რამდენად ვარ შესაფერისი კანდიდატი?

კვერცხუჯრედის გაყინვის ოპტიმალური ასაკია 32-36 წელი, ამასთან ნებისმიერ ქალს, რომელსაც ჰორმონების დონე წესრიგში აქვს, შეუძლია 30-40 წლის ასაკში გაითვალისწინოს კვერცხუჯრედის გაყინვა, თუ ისინი გეგმავენ ორსულობის გადადებას. კვერცხუჯრედის რაოდენობა, რომელიც ქალს ესაჭიროება მათი გაყინვისას, დამოკიდებულია ქალის ასაკზე, მაგრამ ასაკი მხოლოდ ცალკეული ფაქტორია. 35 ან 40 წლის ყველა ქალი ერთნაირი არ არის. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არ არის მაქსიმალურად ზედა ასაკის გათვალისწინება, მიუხედავად იმისა რომ 40 წლისა და 40 წლამდე ასაკის ქალები უკეთეს შედეგებს აღწევენ, ხოლო კვლევები გვიჩვენებს, რომ რომ კვერცხუჯრედის გაყინვა უფრო მეტად ეფექტურია 38 წლამდე.

ასევე მნიშვნელოვანია დროის მოქნილობის ფაქტორი. თქვენ უნდა შეძლოთ ყოველდღიურად მისვლა ექიმთან, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში.

 

რა რისკები ახლავს თან?

არ არსებობს არანაირი გარანტია წარმატებისთვის და არც იმისთვის, რომ კვერცხუჯრედები, გალღობის შემდეგ იქნება ჯანსაღი და შექმნის ჯანმრთელი ბავშვის დაბადების წინაპირობას, თუმცა რომ ამ ტექნოლოგიით 200-ზე მეტი ბავშვი დაიბადა და მათ შესახებ არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია, რომ რომელიმე მათგანში აღმოჩენილი ყოფილიყო რაიმე სახის მზარდი გენეტიკური ან თანდაყოლილი ანომალია. კვერცხუჯრედების გაყინვა ეს არის ახალი ტექნოლოგია და ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია.

დაწყებულია მონაცემების სრულად შეგროვება და მომავალში ჩატარებული კვლევები კიდევ უფრო მეტად მოფენს ნათელს ამ პროცესს. გარდა ამისა, მკურნალობა შეიძლება იყოს სტრესული, როგორც ემოციურად, ასევე ფინანსურად. ჩვენი ექსპერტთა გუნდი თქვენს გვერდითაა რათა გაგიძღვეთ ამ პროცესში და პრობლემები შეგიმსუბუქოთ.

 

რა ხდება, თუკი უკვე მზად ვარ ფეხმძიმობისთვის?

თქვენ შეხვდებით თქვენს ექიმს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხართ ჯანმრთელი და მზად ხართ ფეხმძიმობისთვის. თქვენს მამაკაც პარტნიორს (ან სპერმის წყაროს) ასევე დასჭირდება ლაბორატორიული ტესტირების გავლა. როგორც კი მზად იქნებით პროცედურის გასავლელად, დაიწყებთ მედიკამენტების მიღებას, რათა მოამზადოთ თქვენი საშვილოსნო ორსულობისთვის.

როდესაც შესაბამისი დრო დადგება, მოხდება კვერცხუჯრედების გალღობა და სპერმატოზოიდის შეყვანა. ეს პროცესი ICSI- ის (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია) სახელით არის ცნობილი. შედეგად მიღებული ემბრიონების გადატანა თქვენს საშვილოსნოში მოხდება, როდესაც მათ 3 ან 5 დღე შეუსრულდებათ. ნებისმიერი დამატებითი ემბრიონის გაყინვა და შენახვა შესაძლებელია. თქვენ გააგრძელებთ ჰორმონების მიღებას ორსულობის ხელშეწყობისთვის საწყის პერიოდში. ემბრიონის ტრანსფერის შემდგომ დაახლოებით 10-12 დღეში, თქვენ შეიტყობთ ხართ თუ არა ორსულად. ორსულობის დაწყებიდან 8 კვირის შემდეგ, თქვენზე ზრუნვა გადავა მეან-გინეკოლოგთან, რომელთანაც შემდგომ იმშობიარებთ.

 

თუ არსებობს სხვა ალტერნატივები?

არსებობს სხვა მრავალი ალტერნატივა იმ ქალებისთვის, რომლებსაც შვილის გაჩენის უფრო მეტი შანსი აქვთ.

ქორწინებაში ან თანაცხოვრებაში მყოფ წყვილებს შესაძლოა სურვილი გაუჩნდეთ ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) საშუალებით გაყინონ ემბრიონი მოგვიანებით იმპლანტაციის მიზნით, რადგან როგორც აღმოჩნდა, ემბრიონს გაყინვას უფრო მეტი უნარი აქვს, ვიდრე კვერცხუჯრედს.

ქალები, რომლებიც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე დგანან, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადება, შესაძლოა სურვილი გამოთქვან რომ ამ ეტაპზე გაიარონ ქიმიოთერაპია/გაიკეთონ ქირურგიული ოპერაცია და გამოჯანმრთელების შემდგომ განიხილონ საკითხი, რაც კვერცხუჯრედების დონაციასთან არის დაკავშირებული, თუკი მათი საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს. იმ შემთხვევაში თუ მათ აღარ აქვთ საშვილოსნო, მაგრამ საკვერცხეები განაგრძობს ფუნქციონირებას, მათ შეუძლიათ განიხილონ სუროგაციის (გესტაციური კურიერის) ალტერნატივა, IVF– ის საშუალებით.

თუ ქალებს გადაწყვეტილი აქვს დაელოდონ "სწორად შერჩეულ დროს" და შემდგომ აღმოჩნდება, რომ მათი ასაკი ხელისშემშლელი ფაქტორია ბავშვის გაჩენისთვის, მათთვის კვერცხუჯრედის დონაცია და შვილად აყვანა ყოველთვის არის ვარიანტი.

 

როგორ დავიწყო?

ჩვენი ექიმები და პერსონალი გაგიძღვებათ პროცესის ყველა ეტაპზე და უზრუნველყოფენ, რომ თქვენ სრულად გააცნობიეროთ სარგებელი, რისკი, ხარჯები და წარმატებული ფეხმძიმობის შანსები. მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა დაგეხმაროთ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თქვენს მკურნალობას დღეს, თქვენი ხვალინდელი შედეგისთვის.

 

შეავსეთ საკონტაქტო ფორმა პროცედურის დასაწყებად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად