"მრავალი მიზეზია იმისათვის, რომ ქალმა პირველი შვილი გვიან ასაკამდე არ იყოლიოს. ზოგისთვის ეს პირადი არჩევანია, სხვებისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ორსულობის გადავადებას მოითხოვს. ზოგს უბრალოდ ბედი არ გაუღიმებს ადრეულ ასაკში. თუ თქვენ ის ქალი ხართ, რომელიც შვილის გაჩენას გეგმავს გვიან ასაკში, თქვენთვის არსებობს მრავალი ტექნოლოგია, რომელიც დაგეხმარებათ ნაყოფიერების შენარჩუნებაში."

 

ნაყოფიერების შემცირება

35 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს, ვისაც დაფეხმძიმების იმედი აქვთ, გასამხნევებლად შევახსენებთ, რომ ქალები ისტორიულად ყველა დროში აჩენდნენ შვილებს 30 წლის ზემოთ და 40 წელს გადაცილებულებიც (თუმცა, როგორც წესი, არა პირველ შვილს) და ამ ასაკში ბავშვის გაჩენა სავსებით ბუნებრივია. მაგრამ ნაყოფიერება ასაკთან ერთად კლებულობს, ეს პროცესი იწყება 32 წლის ასაკიდან და უფრო სწრაფად და მკვეთრად გრძელდება 37 წლის ასაკს ზემოთ. ნაყოფიერების ვარდნის მთავარი ფაქტორი განპირობებულია არა ასაკით, არამედ კვერცხუჯრედების დაბერებით. ყველა ქალს დაბადებიდან აქვს კვერცხუჯრედების ის რაოდენობა, რომელიც ნარჩუნდება, ხოლო კვერცხუჯრედების დაბერებასთან ერთად ჯანსაღი კვერცხუჯრედების რაოდენობა მცირდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობის, მუცლის მოშლის ან ისეთი გენეტიკური დარღვევების უფრო დიდი ალბათობა, როგორიცაა მაგალითად, დაუნის სინდრომი.

 

ტექნოლოგიები იმედს გვისახავენ

საბედნიეროდ, მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები, რომლებიც გამოყენებულია კლინიკა „ინ ვიტრო“-ში, შესაძლებლობას გვაძლევს, მრავალი ქალისთვის გავახანგრძლივოთ ბიოლოგიური საათი. სულ უფრო იზრდება იმ საშუალებათა რაოდენობა, რომელთა სხვადასხვა ვარიანტები შეგიძლიათ განიხილოთ თქვენ ექიმთან ერთად, და რომლებიც დაგეხმარებათ ასაკთან დაკავშირებული ნაყოფიერების პრობლემათა გადაწყვეტასა და დედობის შანსის გაზრდაში. ამ საშუალებათა შორისაა:

მედიკამენტები ფერტილურობისთვის

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI)

ინ ვიტრო განაყოფიერება

დონორი კვერხუჯრედები

კვერცხუჯრედის გაყინვა

ამ მეთოდის გამოყენებით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ოოციტების კრიოპრეზერვაცია, ხდება პაციენტის კვერცხუჯრედების გაყინვა, მოგვიანებით კი მათი გალღობა და განაყოფიერება, რაც ეფექტურად აჩერებს კვერცხუჯრედის დაბერების პროცესს. ჩვენ სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ვიყენებთ ამ მეთოდის ყველაზე მოწინავე და ეფექტურ ფორმას, რომელსაც ეწოდება ვიტრიფიკაცია. ვიტრიფიკაციის დროს კვერცხუჯრედი თავსდება მცირე მოცულობის ვიტრიფიკაციის გარემოში, მოცულობაში და ძალიან დიდი სიჩქარით იყინება. სწრაფი გაყინვა გამორიცხავს კვერცხუჯრედში ყინულის კრისტალების წარმოქმნას (ეს პრობლემა ჩნდებოდა კვერცხუჯრედის გაყინვის უფრო ძველ ვერსიებში), რის გამოც ვიტრიფიკაცია ყველაზე ეფექტურია ჩვენს ხელთარსებულ ტექნოლოგიებს შორის.

 

როდის უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს?

თუ თქვენ ხართ 35 წელზე მეტი ასაკის და ექვს თვეზე მეტი ხნის სქესობრივი კავშირი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ დროა, რომ კონსულტაციისთვის მიმართოთ სპეციალისტს განაყოფიერების საკითხებში. თუ თქვენ 40 წელს გადააბიჯეთ, მნიშვნელოვანია რომ დახმარებისთვის რაც შეიძლება მალე მიმართოთ სპეციალისტს. გიწვევთ ჩვენთან, კონსულტაციის მისაღებად ექიმ-რეპროდუქტოლოგთან.