თქვენი ალტერნატივების გაგება

მრავალი ადამიანი შვილის გასაჩენად იყენებს გესტაციურ კურიერს (ანუ სუროგატს), ქალს, რომელიც მუცლად ატარებს ბავშვს იმ ქალისთვის ან წყვილისთვის, რომელსაც ეს არ შეუძლია. მრავალი ქალი იღებს გადაწყვეტილებას გახდეს სუროგატი, იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც სურთ აიხდინონ ოცნება, რაც შვილის ყოლას უკავშირდება.

სუროგაციის შემთხვევაში ორსულობა მიიღება IVF მეთოდის მეშვეობით, ეს არის პროცესი, რომლის თანახმადაც, პაციენტის ან კვერცხუჯრედის დონორისა და მიმღების (სუროგატი) პროცედურული ციკლები სინქრონიზებული უნდა იყოს. IVF პროცედურის დროს ხდება პოტენციური მშობლების საკუთარი სპერმის და კვერცხუჯრედის (ან ზოგიერთ შემთხვევაში, დონორის სპერმის ან / და კვერცხუჯრედის) შეერთება, რათა წარმოქმნას ერთი ან მეტი ემბრიონი. ეს ემბრიონები იზრდება ლაბორატორიაში 3-6 დღის განმავლობაში და ამის შემდგომ ხდება მათი გადატანა (ემბრიო ტრანსფერი) სუროგატის საშვილოსნოს ღრუში. თუ ორსულობა დადგა, სუროგატი მუცლად ატარებს და აჩენს შვილს პოტენციური მშობლებისთვის.

 

სუროგატის გამოყენების მიზეზები: თქვენი რეპროდუქტოლოგი დახმარებას გაგიწევთ იმისათვის, რომ განისაზღვროს თუ რამდენად საჭიროა სუროგატი თქვენს შემთხვევაში, თქვენი კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით, თქვენი ავადმყოფობის ისტორიისა და მიმდინარე დიაგნოზის შესაბამისად. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ფაქტორი:

  • საშვილოსნოს ანომალიები, მათ შორის ფიბრომა, თანდაყოლილი ანომალიები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია, ძლიერ ნაწიბუროვანი ან დაზიანებული ქსოვილი ან გადატანილი ოპერაცია- ანომალიები, რაც პრობლემურს ან შეუძლებელს ხდის ორსულობას.

  • ქალები, რომლებსაც საშვილოსნო არ აქვთ ან დაბადებიდან, ან იმ მიზეზით, რომ იგი ქირურგიულად იქნა ამოკვეთილი

  • არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, საერთო სისტემური დაავადებები, როგორიცაა მძიმე ფორმის დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, გართულებული გულის დაავადებები - ის დაავადებებია, რომლებიც შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს ორსულობამ და სერიოზული რისკი შეუქმნას დედას და ბავშვს

  • ქალები, რომლებსაც არასასურველი შედეგებით დასრულებული ორსულობის ისტორიის აქვთ (მრავალჯერადი მუცლის მოშლა, საშვილოსნოს ყელის უუნარობა, ნაადრევი მშობიარობა, მწვავე პრეეკლამფსია)

  • წყვილები, რომელთაც სურთ ჰყავდეთ საკუთარი ბიოლოგიური შვილი
  • წყვილები, რომლებიც არ განიხილავენ შვილის აყვანის საკითხს

 


კლინიკა "ინ ვიტრო"-ში ჩვენ სუროგატის არჩევის საშუალებას ვაძლევთ პაციენტ(ებ)ს, თუმცა კლინიკაში ხდება სუროგატის შემოწმება შეთანხმების საბოლოო პროცედურის დაწყებამდე.

 

თქვენი ალტერნატივები სუროგაციის გამოსაყენებლად

კოლაბორაციული რეპროდუქციის ცენტრი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას და გეხმარებათ სუროგაციის პროცესის წარმართვაში. ჩვენი მიზანია გაგიმარტივოთ სუროგაციის მთელი პროცესი - დაწყებული შერჩევიდან პროცედურების გავლის ჩათვლით. იდეალური სუროგატი არის ქალი, რომელსაც უკვე ჰქონდა ორსულობა და მშობიარობა გართულებების გარეშე. სუროგატი დედა უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი, არამწეველი, არ უნდა იყოს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. მან უნდა გაიაროს სრული სამედიცინო შემოწმება და ასევე უნდა მოხდეს მისი კრიმინალური წარსულის გადამოწმება, იმ პერიოდისთვის, როდესაც ის შეძლებს ოჯახების დახმარებას. როგორც პოტენციური მშობლები, ასევე გესტაციური კურიერი, ექვემდებარებიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას და ასევე გადიან იურიდიულ კონსულტაციას, საბოლოო შეთანხმების დადებამდე.

თუ თქვენ პოტენციური მშობელი ხართ, გთხოვთ გაეცნოთ, თუ რა მომსახურებას მიიღებთ ჩვენი მხრიდან, თქვენი კონკრეტული მოთხოვნებისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეხვდეთ ჩვენს ერთგულ, გამოცდილ სპეციალისტებს კოლაბორაციული რეპროდუქციის ჯგუფიდან, რომლებიც დახმარებას გაგიწევენ. დასაკავშირებლად გთხოვთ დააჭიროთ აქ.