მიზეზები და დიაგნოზი

იმ რთულ მოვლენათა ჯაჭვის გათვალისწინებით, რომლებიც უნდა განვითარდეს ფეხმძიმობისა და შემდგომ ბავშვის მუცლად ტარებისთვის მის დაბადებამდე, გასაკვირი არ არის, რომ უშვილობა საკმაოდ გავრცელებული შემთხვევაა. მრავალი რთული ფაქტორი ერთად უნდა მოქმედებდეს ჰარმონიაში, სწორედ ამიტომ, უამრავი ქალისა და წყვილისთვის პროცესი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ამასთან, არსებობს იმედი: ჩვენი რეპროდუქტოლოგები მიმართავენ წამყვან ტექნოლოგიებსა და მოწინავე სამედიცინო მეთოდს, იმისათვის, რომ გადაიჭრას უნაყოფობის პრობლემა, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება და დახმარება გაეწიოს ადამიანებს ოჯახის დაგეგმვის მიზნის მიღწევაში.

 

მიზეზები და მკურნალობა

 

ქალების შემთხვევაში, არსებობს მრავალი სხვადასხვა ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე, მათ შორისაა:

ოვულაცია: ქალის უნაყოფობის შემთხვევათა მთლიანი რაოდენობიდან დაახლოებით 25% მოდის ოვულაციის პრობლემებზე, და მათი უმრავლესობა გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით, რასაც იწვევს კავშირის დარღვევა იმ ჯირკვლებს შორის, რომლებიც წარმოქმნიან ჰორმონსა და ტვინს. ანომალიური ოვულაცია შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს ისეთი მიზეზებით, როგორიცაა წონის მნიშვნელოვანი მატება ან წონის კლება, ან სხეულის მასის უკიდურესად დაბალი ან მაღალი სხეულის მასის ინდექსი (BMI). მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტების მიღებას, ცვლილებებს ცხოვრების წესში, როგორიცაა დიეტა და ვარჯიში, ან / და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF).

 

დახშული ფალოპის მილები: ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით; ყველაზე ფართოდ გავრცელებულია გადატანილი ინფექციური დაავადებები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) და მენჯის ანთებითი დაავადება (PID). მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს IVF-ს ან შესაძლო ოპერაციულ ჩარევას.

 

საშვილოსნოს ყელის დაავადებები: საშვილოსნოს ყელის დაავადებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს სპერმის შეღწევას საშვილოსნოში. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას (IUI) ან IVF-ს.

 

ასაკი: ქალის ნაყოფიერების თანდათანობით დაქვეითება იწყება 30 წლის შემდგომ და უფრო სწრაფად იმატებს, როდესაც ის 40 წელს უახლოვდება. ქალის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება გენეტიკური მუტაციის ან / და ნაყოფის პათოლოგიების ალბათობა. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს თითოეული ემბრიონის ტესტირებას, რათა დადგინდეს, ნორმაშია თუ არა მისი ყველა ქრომოსომა.

 

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი (PCOS): ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადება აზიანებს შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალების დაახლოებით 10% -ს და იწვევს ოვულაციის არარსებობას ან იშვიათ ოვულაციას, ჰორმონალური დისბალანსის მიზეზით. საერთო სიმპტომებში შედის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი (ოლიგომენორეა), მამრობითი სქესის თმის ზრდა სახეზე და სხეულზე (ჰირსუტიზმი), სიმსუქნე და აკნე. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტების მიღებას, ცვლილებებს ცხოვრების წესში, როგორიცაა დიეტა და ვარჯიში ან / და IVF.

 

ენდომეტრიოზი: უნაყოფობის პრობლემის მქონე ქალების დაახლოებით 35-დან 50 პროცენტს ასევე გამოხატული აქვთ ენდომეტრიოზიც, რაც ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქსოვილი, რომელიც გარს ეკვრის საშვილოსნოს (ენდომეტრიუმი), მის გარეთ იზრდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფალოპის მილებზე ნაჭდევების წარმოქმნა, მენჯის ანთება და ტკივილი, ასევე სხვა გართულებები. სიმპტომებს შორის არის მენსტრუალური ტკივილები, ტკივილი სექსის დროს, ტკივილი შარდვის ან დეფეკაციის დროს, დაღლილობა, გულისრევა და რეგულარული ვაგინალური კანდიდოზი. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქირურგიულ ჩარევას ან IVF- ს.

 

სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევები: სისხლის ზედმეტად შედედება ასოცირდება მუცლის სისტემატურ მოწყვეტასთან, აგრეთვე ნაყოფის შენელებულ ზრდასთან და მაღალ არტერიულ წნევასთან. მკურნალობა უმეტესად მოიცავს მედიკამენტების მიღებას სისხლის გათხევადებისთვის.

 

ადენომიოზი: იმ შემთხევაში წარმოიშვება, თუკი ენდომეტრიუმის ქსოვილი, რომელიც საშვილოსნოს გარს ეკვრის, გარე კუნთოვან ქსოვილთან შეიზრდება, რაც იწვევს სტრუქტურულ პრობლემებს. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტების დანიშვნას და (იშვიათად) ქირურგიულ ჩარევას.

 

ონკოლოგიური დაავადება: თავად დაავადება, მისი მკურნალობის ისეთ მეთოდებთან ერთად, როგორიც არის ქიმიოთერაპია და დასხივება, შესაძლოა გამოიწვიოს სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის მნიშვნელოვნად შემცირება ან დაზიანება. ამის თავიდან ასაცილებლად, მრავალი პაციენტი მიმართავს კვერცხუჯრედის, სპერმის ან ემბრიონის გაყინვას, შემდგომი გამოყენებისთვის, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის დაწყებამდე.

 

ცხოვრების წესი: ყველა სახის ნაყოფიერების პრობლემაზე გარკვეულწილად ზეგავლენას ახდენს ცხოვრების წესი. ჭარბი წონა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ნაკლები მოძრაობა და ზოგიერთ შემთხვევაში პლასტიკური მასალის ზემოქმედებაც კი იწვევს ფერტილურობის შემცირებას. მკურნალობა მოიცავს სათანადო დიეტას, წონის დაკლებას, ზომიერ ფიზიკურ ვარჯიშს და მავნე ნივთიერებების თავის არიდებას.

 

ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა სისტემატურად

ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ დახმარებას მათ, ვინც ორსულობის სისტემატურ ნაადრევ შეწყვეტას ძალიან მტკივნეულად განიცდის. ორსულობის სისტემატური ნაადრევი შეწყვეტა ნიშნავს მუცლის მოშლას ორ ან მეტ შემთხვევაში, რაც შეიძლება განპირობებული იყოს მრავალი მიზეზით, რომლის რისკიც ასაკთან ერთად იზრდება. ჩვენ გულისხმიერებით მოვეკიდებით თქვენს მკურნალობას და გთავაზობთ ჩვენს ფართო გამოცდილებას მათ, ვინც სისტემატურად განიცდის ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ბავშვის დაბადების შანსი.