კლინიკა "ინ ვიტრო" აღიარებულია როგორც ქვეყნის, ისე მსოფლიო მასშტაბით, როგორც კლინიკა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მკურნალობას მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენი მომსახურება, მათ შორის, მოიცავს: IVF (ინ ვიტრო განაყოფიერება), ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია), კვერცხუჯრედისა და ემბრიონის ვიტრიფიკაცია, პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ დიაგნოსტიკასა და მესამე მხარის რეპროდუქციას, მათ შორის კვერცხუჯრედის დონაცია და სუროგაცია. ჩვენი მიზანია, ის გზა რომელიც უნდა გაიაროთ უნაყოფობის მკურნალობის პროცესში, რაც შეიძლება კომფორტული გახდეს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს პაციენტებს არა მხოლოდ საუკეთესო სამედიცინო დახმარებას ვთავაზობთ, არამედ ბევრ სხვა მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარ თავში უფრო მეტად დარწმუნებულებმა გაიაროთ თქვენი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი.

 

 

მომსახურება უცხოელი პაციენტებისთვის

ვინც სამკურნალოდ ჩამოდიხართ საქართველოში, იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით ვიქნებით, ჩვენი პროფესიონალები მოგცემენ კვალიფიციურ რჩევებს და გაგიწევენ მეგზურობას, ინდივიდუალურ მზრუნველობას, გაგებით და გულისხმიერებით იმ რთულ, მაგრამ ამაღელვებელ გზაზე, რომელსაც თქვენ შვილის დაბადებამდე გაივლით. ჩვენი სპეციალისტები მოხარული არიან დახმარება გაგიწიონ შემდეგ საკითხებში:

 

  • კვერცხუჯრედის დონაციისა და სუროგაციის შესაძლებლობების შესწავლა
  • კოორდინაცია დიაგნოსტიკური და IVF პროცედურებისთვის, თქვენს ადგილობრივ კლინიკასა და "ინ ვიტრო" კლინიკას შორის
  • მკურნალობის ციკლის დროში გაწერა, მისი კოორდინირება და დახმარება
  • საქართველოსთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები
  • გასაფორმებელი დოკუმენტების მომზადება, როგორიცაა: პასპორტი, დაბადების მოწმობა
  • თქვენი მგზავრობისა და თბილისში განთავსების საკითხის მოგვარების კოორდინირება

 

როგორ მიმდინარეობს პროცესი

ეტაპი 1: პირველი უფასო კონსულტაციის დროს, რომელიც თქვენ უშუალოდ გაგეწვათ Skype/WhatsApp-ის ან ტელეფონის საშუალებით, თქვენი ექიმი წარმოგიდგენთ ვარიანტებს თქვენი მკურნალობის გეგმასთან ერთად. ამის შემდგომ დაგიკავშირდებათ თქვენი კოორდინატორი, რათა მოხდეს თქვენი მკურნალობის გეგმის გადახედვა და სამედიცინო საკითხების შეთანხმება.

ჩვენი კონსიერჟის სამსახური თქვენთან ერთად გადახედავს პროცესის გეგმას და დაგეხმარებათ ვიზიტის დანიშვნასა და თქვენი მგზავრობის დეტალების მოწესრიგებაში.

ეტაპი 2: ეტაპი 2: ჩვენ დახმარებას გაგიწევთ კლინიკა "ინ ვიტრო"-ში თქვენი პირველი ვიზიტის დაგეგმვაში. პირველი ვიზიტი მოიცავს ფიზიკურ შემოწმებას, კონსულტაციას, თანხმობის დოკუმენტების ხელმოწერას, და ასევე სპერმის ჩაბარებას კრიოპრეზერვაციისთვის (გაყინვა).

ეტაპი 3: ეტაპი 3: ამის შემდგომ დაგეხმარებით კლინიკა "ინ ვიტრო"-ში თქვენი მეორე ვიზიტის დაგეგმვაში, თქვენი კვერცხუჯრედის ამოღების ან/და ემბრიონის გადატანის მიზნით. ორი კვირის შემდგომ ჩატარდება ტესტირება ორსულობაზე, რასაც იმედია ცხრა თვის შემდგომ ბავშვის დაბადება მოჰყვება.

როგორ დავიწყოთ პროცედურა?

 

  1. დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის საშუალებით: patients@invitro.ge და გვაცნობეთ უშვილობასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ
  2. გამოგვიგზავნეთ თქვენი ავადმყოფობის ისტორია (ანამნეზი) და სამედიცინო დოკუმენტაცია (ანკეტა)
  3. რამდენიმე დღეში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი თქვენთვის დაგეგმილი სამკურნალო პროცედურები