ზოგადი მიმოხილვა

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI) წარმოადგენს მაღალი ეფექტის მქონე ტექნოლოგიას. ეს არის ერთ-ერთი მრავალმხრივ შემოწმებული მკურნალობის მეთოდთაგან, რომელსაც ხშირად ვიყენებთ კლინიკა „ინ ვიტრო“-ში, რითაც ვეხმარებით ჩვენს პაციენტებს დაორსულებაში.

როგორც ჩვენს პაციენტს, თქვენ ყოველ ნაბიჯზე გვერდით გეყოლებათ ჩვენი რეპროდუქტოლოგების გუნდი იმისათვის, რომ ზედმიწევნით აგიხსნან თქვენი პერსონალური მკურნალობის გეგმის დეტალები. ეს ზოგადი მიმოხილვა კი წარმოადგენს საერთო მეგზურს IUI- ის შესახებ. ჩვენ სიხარულით გიპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვაზე, რაც გაგიჩნდებათ IUI- თან დაკავშირებით და აგიხსნით, არის თუ არა ის შესაბამისი პირადად თქვენთვის.

 

რა არის IUI?

IUI არის პროცესი, რომლის დროსაც ქალი ყოველდღიურად იღებს ჰორმონალურ მედიკამენტებს, მრავალი კვერცხუჯრედის ზრდის სტიმულირებისთვის, და არა მხოლოდ ერთი ტიპიური კვერცხუჯრედისთვის, რომელიც ბუნებრივად განვითარდებოდა მედიკამენტების გარეშე. მას შემდეგ, რაც კვერცხუჯრებმა სწორ ეტაპამდე მიაღწიეს, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ხდება პარტნიორის ან დონორისგან სპეციალურად დამუშავებული სპერმის გამოყენებით.

 

IUI -ის უპირატესობები

IUI არის მეტად ეფექტური გზა გარკვეულ გარემოებებზე სამუშაოდ, რაც ართულებს ბავშვის ბუნებრივი გზით ჩასახვას. ამ გარემოებებს შორისაა:

  • ნაჭდევები საშვილოსნოს ყელზე
  • საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ანომალია
  • ძლიერი ტკივილი სექსის დროს
  • ერექციის ან ეაკულაციის პრობლემები
  • აუხსნელი უნაყოფობა

IUI– ს გაკეთება ასევე შეიძლება აირჩიოს ქალმა, რომელსაც არ ყავს პარტნიორი, დონორის სპერმის გამოყენებით. მამაკაცს, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება აქვს, შეუძლია გაყინოს სპერმა მკურნალობის დაწყებამდე და ეს სპერმა ასევე გამოყენებული იქნებოდა IUI- ში.

 

ოვულაციის ინდუქციის პროგრამა

თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება შეარჩიოთ ოვულაციის ინდუქცია ინექციის საშუალებით. ამ პროგრამას აქვს ხუთი ეტაპის შესაძლებლობა, თუმცა ყველა პაციენტი ყველა ეტაპს არ გამოცდის.

  1. მედიკამენტური მკურნალობა ისეთი მედიკამენტების გამოყენებით, როგორიცაა კლომიფენის ციტრატი და გონადოტროპინები, რომლებიც ასტიმულირებენ კვერცხუჯრედების ზრდას და მომწიფებას
  2. ოვულაცია სტიმულირდება პრეპარატი hCG (ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი) გამოყენებით
  3. საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI), პარტნიორის ან დონორის უკვე მომზადებული სპერმით
  4. ინსემინაციის შემდგომი ჰორმონალური მხარდაჭერა პროგესტერონით, თუკი რეკომენდირებულია თქვენი მკურნალი ექიმის მიერ
  5. შემდგომი სისხლის ანალიზი და ჩაწერა მეან-გინეკოლოგთან.

 

რისკები

გონადოტროპინების მოხმარებისას არსებობს ორი თანდაყოლილი რისკი, კერძოდ, მრავალჯერადი ორსულობა და საკვერცხეების გადიდება ამ ციკლის მეორე ნახევრის პერიოდში (ე.წ. ჰიპერსტიმულაცია).

ეს რისკები იზრდება მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ფოლიკული ერთდროულად მწიფდება და სისხლში ესტროგენის დონე ძალიან მაღლა იწევს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა და დონეების გასინჯვა სისხლში, რათა ყურადღებით დავაკვირდეთ პაციენტის პროგრესს.

 

წარმატების მიღწევა ოვულაციის ინდუქციის პროგრამით

წარმატებული ფეხმძიმობა დგება ჩვენს მიერ წარმოებული ციკლის დაახლოებით 15-20 პროცენტ შემთხვევაში.

იმ უზარმაზარი წარმატების გამო, რომელსაც ჩვენ IVF- თან ერთად მივაღწიეთ, ოვულაციის ინდუქცია ნაკლებად პოპულარული ვარიანტი გახდა. რისკების შესამცირებლად, ჩვენ გარკვეული კრიტერიუმები გვაქვს, რომლის ზემოთაც გირჩევთ რომ გააუქმოთ ეს ციკლი. თუ ასე მოხდა, hCG არ გაიცემა და რეკომენდებული იქნება აბსტინენცია.

მოგმართავთ, დაგვიკავშირდეთ ყველა დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, ან დანიშნოთ შეხვედრა, რომ გაარკვიოთ, იქნება თუ არა თქვენთვის IUI ის კარგი ვარიანტი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ ბავშვის დაბადების ოცნების ასრულებაში.