Ani Morchiladze

რა მოგწოთ იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

უშვილობის პრობლების გადაჭრა გარდა უსაზღვროდ დიდი პოზიტივის მონიჭებისა ამავდროულად ძალზედ საინტერესოა - ხშირად რებუსის ამოხსნას ემსგავსება - სადაც თითოეული დეტალის სწორად გაშიფვრა - დაფარული პასუხის ამოსხნამდე მიგიყვანს.

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

რთული და ერთი შეხედვით გამოუვალი შემთხვევების წარმატებული გამოსავლით.

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინა?

გარდა ბავშვობის სურვილისა გავმხდარიყავი ექიმი - გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა ის, რომ რეპროდუქციული მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური დარგია, რაც მრავალი უშვილო წყვილთათვის შვილის ყოლის ერთადერთ რეალური გამოსავალს გვთავაზობს. სიტყვებით ძნელია გადმოცემა იმ დადებითი ემოციებისა, რასაც ახალი სიცოხლის შექმნისას განიცდი, რამეთუ ამ პროცესის უშუალო თანამონაწილე და თანაზიარი ხარ.

 

რას მიიჩნევთ ინტერესესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიას - განსაკუთრებით კი ქალის ორგანიზმში საკვერცხეების ბიოლოგიური საათის მუშაობის ერთგვარ გახანგრძლივებას და ფოლიკულური აპარატის განახლება-გაახალგარდავებას - რაც მომავალში აგვაცილებდა დონაციის პროგრამების გამოყენების აუცილებლობას.

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში?

ვფიქრობ, რომ დღეისათვის ჩემი დასახული მიზნების 50 % თუ იქნება რეალიზებული.თუმცა ყოველდღიურ პრაქტიკაში - თითოეული დადებითი ტესტი ორსულობაზე და ახალი სიცოხლის გაჩენა - ცალკეულ გამარჯვებად და მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

 

გაგვიზიარეთ რაიმე უნიკალური, რაც უმეტესობამ არ იცი ს თქვენს შესახებ?

საკუთარ თავზე გამარჯვება ექტრემალური ატრაქციონებისგან განცდილი შიშის დაძლევის პასუხად.

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს? რა არის თქვენი ჰობი?

ვცდილობ შეძლებისდაგვრად თავისუფალი დრო საკუთარ შვილთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას მოვახმარო. რაც შეეხება ჰობს - უპირატეობას ვანიჭებ მოგზაურობას - დატვირთულს შემეცნებით-გასართობი აქტივობებით.

 

უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი

 

რეზიდენტურა

სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის მეან-გინეკოლოგიის ფაკულტეტი (რუსეთი, ქ. მოსკოვი)

 

დოქტორანტურა-ასპირანტურა

ოტტოს სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტური მეან-გინეკოლოგიაში(რუსეთი, ქ. სანქტ-პეტერბურგი)

 

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რას ურჩევთ ახალ წყვილს/ მომავალ პაცინეტებს

დროულ მიმართვიანობას და უპირველეს ყოვლისა ნდობას - არა მხოლოდ მკურნალი ექიმის არამედ მთელი ინვიტროს გუნდის მიმართ, პოზიტიურ შემართებას და ბრძოლას დასახული მიზნების განხორციელებამდე.