Giorgi Dolidze

რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

მომწონს ის, რომ ადამიანი (პაციენტი) გენდობა და გაბარებს საკუთარ ჯანრმთელობას, სიცოცხლეს. რამოდენიმე ეპიზოდად შეიძლება დაიყოს ექიმის (ქირურგის) კარიერა. 1. იმის შეგრძნება, გინდა თუ არა ამ პროფესიის არჩევა ნამდვილად (ურთულესი პროფესიაა და აქედან გამომდინარე გიწევს გააკეთო არჩევანი) 2. რეზიდენტურის პერიოდი, უამრავი რამ უნდა ისწავლო გარდა არჩეული განხრისა (პაციენტთან ურთიერთობა). 3. და ბოლოს ის ეპიზოდი როდესაც პაციენტი გენდობა და გაძლევს უფლებას გაუკეთო ოპერაცია, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა და დაუვიწყარი.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროფესიისადმი ინტერესი, ადრენალინი და მიზანსწრაფულობა არ ნელდება, მუშაობის არცერთ მონაკვეთში.

 

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

ვამაყობ? ვფიქრობ ამ სიტყვას (დეფინიციას) გვერდს ავუვლიდი . უსაზღვროდ მაბედნიერებს და მიათმაგებს მოტივაციას, ჩემ პაციენტებში დადებთი შედეგების მიღწევა.

 

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

ქირურგია ავირჩიე იმიტომ, რომ: ზოდადად ექსტრემალი ვარ. გარდა ამისა ოჯახმა დიდი როლი ითამაშა პროფესიის არჩვაში. ჩემი ბებია დასავლეთ საქართველოში ცნობილი მეან-გინეკოლოგი გახლდათ. ბაბუა ოტო-რინო-ლარინგოლოგი.

არ შემიძლია დედაჩემის ფაქტორს გვერდი აუარო და არ გითხრათ ის, რომ ლომის წილია მისი ჩემს პროფესიი არჩევანში და რაც მთავარია წარმატებაში.

 

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

მივიჩნევ, რომ ენდოსკოპია არის საუკეთესო მიდგომა ქირურგიაში. განსაკუთრებით რეპროდიქციულ ქირურგიაში (რომელიც მოთხოვს განსაკუთრებულ სინატიფეს ქირურგიული ტექნიკის და შესრულების).

 

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში?

ვფიქრობ ექიმის მთავარ მიღწევას წარმოადგენს, პაციენტის ნდობა.

 

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

გაგიზიარებთ: მეორე პროფესია მედიცინის გარდა, რომ ამერჩია: მესაათე ვიქნებოდი (ნატიფი სამუშაო, შეცდომას არ გაპატიებს და მექანიზმია რომელსაც თუ სწორად გამართავ, არასოდეს გაჩერდება)

 

 

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევთ ახალ ქირურგებს??

შრომას პირველ რიგში, არავითადი დაღლა, პაციენტის და ადამიენების სიყვარული.

ბევრი კითხვა სამედიცინო ლიტარატურის და არა მარტო (მედიცინა ხელოვნებაა და აქედან გამომდინარე სულს ჭირდება საზრდოობა, რისი წყაროც გახლავთ ლიტერატურა).