Juna Zimlitski

რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

ექიმობა ეს პროფესია არ არის ! უფრო მოწოდებაა. ბავშობიდან რომ ოცნებობ ისეთი. მომწონს თითოეული წარმატებული შედეგი , რომელიც ახალი სიცოცხლის დაბადებით სრულდება.

რეპროდუქტოლოგია ყველაზე იმედის მომცემი და პოზიტიური მიმართულებაა. ყველა ქალს ეძლევა შანსი იყოს ბედნიერი და განახორციელოს თავის გულისწადილი იყოს დედა! რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება?!

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

ხმამაღალი ნათქვამი იქნება, რომ ვამაყობ. ალბათ დროის საკითხია რომ შევძლო ამ გრძნობის განცდა. თუმცა სიამოვნებას ვიღებ, როდესაც ადამიანებს ვეხმარები. მაბედნიერებს სხვისი კარგად ყოფნა და წარმატებული შედეგი.

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

სიტყვა რეპროდუქცია ახლისწარმოქმანს ნიშნავს. ამაზე საინტერესოდ სხვა სფერო ვერასდროს წარმომედგინა. ბებია, ჯუნა ბაღათურია იყო საქართველოში ერთერთი პირველი რეპროდუქტოლოგი. ეს დარგიც სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში დაარსდა ი. ჟორდანიას თაოსნობით. ბებიის ზეგავლენა, მისი მონათხრობი მედიცინის ამ მიმართულებაში დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. სხვა დარგზე არასდროს მიფიქრია. ვგრძნობდი რომ ეს იყო ჩემი მოწოდება და მიმართულება.

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

ხელოვნური განაყოფიერება, 21 საუკუნის ყველაზე დიდი მიღწევაა მედიცინაში. შეასაბამისად მგონია, რომ მთელი რეპრუდუქტოლოგია მის გარშემო ბრუნავს. ამ დამხმარე ტექნოლოგიამ შანსი მისცა უამრავ წყვილს ჰყოლოდა შვილი. მე მჯერა, რომ კიდევ ბევრი ახალი აღმოჩენაა წინ რეპროდუგტოლოოგის ამ მიმართულებაში. PGD (პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოზი) მრავალი თანდაყოლილი და გენური დაავადების პრევენციის შესაძლებლობას გვაძლევს. ხოლო გენური ინჟინერია, რომელიც კვლევის დონეზეა, არამარტო დაავადებების პრევენციის არამედ მკურნალობის საშულებას მოგვცემს.

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში?

მიღწევებზე ალბათ წლების შემდგომ ვისაუბრებ. ამჯერად მცირე გამარჯვებებზე შემიძლია მხოლოდ საუბარი. ეს გამარჯვება კი მიღებული დადებითი შედეგებია.

 

გაგვიზიარეთ რაიმე უნიკალური რაც უმეტესობამ არ იცის თქვენს შესახებ.

არასდროს მახასიათებს ფარ-ხმალის დაყრა. მუდმივი ბრძოლა გამარჯვებისთვის!

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახის წევრებთან: მეუღლესთან და შვილთან ერთად ვატარებ. ჰობად შეიძლება ჩაითვალოს თხილამურებით სრიალი, რომელიც ზამთარში ყველაზე საყვარელი გართობის საშუალებაა. წიგნების კითხვაც მიტაცებს თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ამის დროს ნაკლებად მრჩება და ძირითადად უახლესი სამედიცინო ლიტერატურის გაცნობას თუ ვუთმობ დროს.

 

უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნისვერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი

 

რეზიდენტურა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურა მეან-გინეკოლოგიასა და რეპროდუქტოლოგიაში, პარარელურ რეჟიმში გავდიოდი სტაჟირებას სხვადსხვა ქვეყნებში: ისრაელი, საფრანგეთი.

 2016 წლიდან ვმუშაობდი, ლონდონის HSFC (Harley Street Fertility Clinic) კლინიკაში, ასევე გავდიოდი ინგლისის სამეფო კოლეჯის ბაზაზე არსებულ სხვადსხავა სტაჟირებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ლონდონის ყველაზე დიდ ჰოსპიტალში (Guy’s and St Thomas’ Hospital) სამედიცინო სტაჟირება რეპროდუქტოლოგიის ცენტრში, სადაც გავეცანი უახლეს ტექნიკებსა და მკურნალობის მეთოდებს ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით.

 

თქვენი გამოცდილებიდან ამომდინარე, რას ურჩევთ ახალ წყვილს/მომავალ პაციენტებს?

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა იქნება დროულად მიმართონ ექიმ-რეპროდუქტოლოგს, არ გადადონ მკურნალობა და საჭორო ჩარევები. რადგან უმეტეს შემთხვევაში სწორედ ქალის ასაკი არის გადამწყვეტი!

სამწუხაროდ ბიოლოგიურ საათს ვერ შევაჩერებთ! ჰქონდეთ იმედი და ყვეფერი წარმატებით დასრულდება!