Kate Kantaria

 რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

დადებითი გამოსავალი , რომელიც დიდ შრომის შედეგია, ვფიქრობ ეს არის მამოძრავებელი ძალა ექიმის ყოველდღიურ სტრესულ საქმიანობაში.

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

საქმისადმი ერთგულებით და შინაგანი პასუხისმგებლობით.

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

მედიცინის სფეროსა და უშუალოდ რეპროდუქციულ მედიცინაზე არჩევანის გაკეთება ჩემს შემთხვევაში ძალიან ადრეულ ასაკში მოხდა, რაც ერთის მხრივ ჩემი უშუალო სურვილის, ხოლო მეორეს მხრივ დედის კომპეტენტური რეკომენდაციების დამსახურებაა, რომელიც თავადაც 40 წელია ამ დარგში მოღვაწეობს.

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

რეპროდუქციული ენდოკრიოლოგია და ემბიოლოგია.

 

გაგვიზიარეთ რაიმე უნიკალური რაც უმეტესობამ არ იცის თქვენს შესახებ.

უნიკალური ამაში არაფერია, მაგრამ ბოლო დროს ვკითხულობ იმ თანამედროვე წიგნებს, რასაც ჩემი თინეიჯერი შვილები, რათა უკედ გავიგო რა მოსწონთ , რაზე ფიქრობენ და უფრო საინტერესო გავხადო მათთან ურთიერთობა.

 

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

 ოჯახური ურთიერთობები -- მთავარი რამ , რასაც ყველაზე დიდ დროს ვუთმობ! მიყვარს მოგზაურობა და აქტიურად ვაგროვებ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ სუვენირებს , დიდ სიამოვნებას მანიჭებს საოჯახო ალბომების კეთება, მიუხედავად ელექტრონული ალბომების არსებობისა. გარკვეული პერიოდის შემდგომ ვაპირებ დავინტერესდე მარტივი კულინარიული საიდუმლოებებით.

 

უნივერსიტეტი

თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი

 

რეზიდენტურა

ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი

 

დოქტორანტურა- ასპირანტურა

მაგისტრის წოდება ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ბიოტექნოლოგიაში,ვალენსიის უნაყოფობის ინსტიტუტი, ესპანეთი
University of Valencia- Valencia, Spain

 

თქვენი გამოცდილებიდან ამომდინარე, რას ურჩევთ ახალ წყვილს/მომავალ პაციენტებს?

დროული მომართვა , მკურნალობის პროცესში სრული ჩართულობა და ექიმის ნდობა --- დადებითი შედეგის მისაღწევად აუცილებელი კომპონეტები!