Keti Kakashvili

რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

ზოგადად მიყვარს ექიმის საქმიანობა, განსაკუთრებით - პაციენტის პრობლემის გამოცნობა და მისი მოგვარებისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდის მოძიება. 

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

ძალიან სასიამოვნოა და საამაყოც , როდესაც კმაყოფილია პაციენტი, როდესაც ამართლებ მის იმედს, რითაც იგი მოდის ექიმთან, მნიშვნელობა არ აქვს რა ჩივილით - იქნება ეს უნაყოფობა, თუ სხვა ნებისიერი გინეკოლოგიური თუ ესთეტიური პრობლემა, რითაც საკმაოდ ხშირად მოგმართავენ.

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

რეპროდუქტოლოგია ავირჩიე, რადგან არის ახალი, მუდმივად განვითარებადი, ძალიან საინტერესო დარგი და დაკავშირებულია უდიდეს დადებით ემოციასთან, რაც ნამდვილად აბათილებს მის სირთულეს.

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

დღეისათვის რეპროდუქციულ მედიცინაში ბევრი გამოწვევაა, ერთ-ერთს გამოვყოფდი - ემბრიონსა და საშვილოსნოს შორის კავშირის თავისებურებები, რის გამოც დგება ან არ დგება ორსულობა.

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში?

ვთვლი, რომ ყოველი ახალი გულისცემა, რაც მიმაჩნია საუკეთესო ხმად სამყაროში, ყოველი ახალი სიცოცხლე, რომლის შექმნაშიც ვმონაწილეობდი , რა თმა უნდა, კლინიკს უძლიერეს გუნდთან ერთად, არის ჩემი მიღწევა მედიცინაში, რომელიც არ ხუნდება, არ იჩრდილება სხვა წინამორბედებით. ეს არის ის უდიდესი ბედნიერება, რომელიც გვავიწყებს იმ დიდ შრომას, რომელსაც ყოველდღიურად ვდებთ პაციენტებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად.

 

გაგვიზიარეთ რაიმე უნიკალური რაც უმეტესობამ არ იცის თქვენს შესახებ.

ვერ გეტყვით რამდენად უნიკალურია, მაგრამ ის რაც პაციენტმა არ იცის არის ის, რომ მეც მათთან ერთად განვციდი და ველოდები სანატრელი შედეგის დადგომას.

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

ჩემი თავისუფალი დროის დიდი ნაწილი ჩემს შვილებს და ოჯახს ეძღვნება, თუმცა ვცდილობ თუნდაც მცირე დრო გამოვძებნო მეგობრებისთვის. მიყვარს მოგზურობა ჩემს ქვეყანაშიც და მის საზღვრებს გარეთაც. I love traveling in my country as well as abroad.

რაც შეეხება ჰობს, რა თქმა უნდა კლასიკური მუსიკა - ის უფრო ჩემი მეორე სპეციალობაა ვიდრე ჰობი, თუმცა ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ძალიან მცირე დროს ვუთმობ მას, რასაც იგი არ მპატიობს.

 

უნივერსიტეტი

2002წ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი

 

რეზიდენტურა

2010წ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის რეზიდენტურა რეპროდუქტოლოგის სპეციალობით.

2012წ დავამთავრე ამავე ინსტიტუტის რეზიდენტურა მეან-გინეკოლოგის სპეციალობით

 

აქტივობები:

 

  • დაავადებათა მართვის სახელმწიფო პროტოკოლის “ჰიპერპროლაქტინემიური სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა” თანაავტორი
  •  დაავადებათა მართვის სახელმწიფო პროტოკოლის “ენდომეტრიუმის პოლიპების დიაგნოსტიკა და მკურნალობა” თანაავტორი
  • პრაქტიკული სახელმძღვანელოს “ესთეტიური ენდოკრინოლოგია თანაავტორი
  • პრაქტიკული სახელმძღვანელოს “ კლიმაქტერული სინდრომი” თანაავტორი
  • საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა საზოგადოების თანადამფუძნებელი

 

თქვენი გამოცდილებიდან ამომდინარე, რას ურჩევთ ახალ წყვილს/მომავალ პაციენტებს?

წყვილს, რომელსაც აქვს რეპროდუქციული პრობლემა , უნდა გაათვიცნობიერონ , რომ ეს მათი საერთო პრობლემაა და არა რომელიმე ერთის, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მკურნლობის პროცესში ერთი-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია. გარდა ამისა, ვურჩევდი, რომ დროულად მიმართონ რეპროდუქტოლოგს, რადგან რეპროდუქციული ფუნქცია, განსაკურებით ქალებში 30 წლიდან , ასაკის მატებასთან ერთად მცირდება, რაც პირდაპირ კავშირშია ორსულობის დადგომის ალბათობასთან.

ყველა წყვილს ვუსურვებ წარმატებას!