Natia Kipiani

რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

დარგი, რომელშიც ვმოღვაწეობ სწრაფადგანვითარებადია და ჩემთვის ძალზედ საინტერესო.

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

რეპროდუქციულ მედიცინაში უშვილობის პრობლების გადაჭრა აქტუალურია და ამ პრობლემის სხვადასხვა ტიპის ასპექტებზე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დავინტერესდი.

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

მიმაჩნია,რომ უშვილობის პრობლება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა - გახდეს მშობელი. ექიმისთვის კი აზარტული და საინტერესოა დაეხმაროს უშვილო ადამიანებს ამ ოცნების ასრულებაში.

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში?

ჩემთვის ისე, როგორც ყველა ექიმისთვის საამაყოა თითოეული წარმატებული შემთხვევა და აძლევს ექიმს მეტ მოტივაციას.

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

თავისუფალ დროს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა მოგზაურობა, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე სხვა ქვეყანაში,სადაც ეცნობი სხვადასხვა ხალხს და მათ კულტურას-ტრადიციებს.

 

უნივერსიტეტი

მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტურა მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობით.

 

რეზიდენტურა

რეზუდეტურაში სწავლის პერიოდში ვსწავლობდი თურქეთის ,,ონდოკუზ მაის’’ - ,,ჩუკუროვას უნივერსიტეტში’’ და ვმუშაობდი ამ უნივერსიტეტების კლინიკებში, როგორც ექიმი-რეზიდენტი.