Natia Pokhadze

რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

დავაზუსტებ, რომ არა მხოლოდ მომწონს, არამედ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ყოველი ახალი სიცოცხლე, რომლის დაბადებაშიც გარკვეული წვლილი შემაქვს...

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

ჩემსა და პაციენტებს შორის ურთიერთსიყვარულით და პატივისცემით. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ცდება ექიმ-პაციენტს შორის ჩვეულებრივ დამოკიდებულებას, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ვიზიტით. ჩვენ, საქმიანობის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, შედარებით მეტ დროს ვატარებთ ერთმანეთთან, ერთი მიზანი გვაქვს, ერთად ვიბრძვით, ერთად გვიხარია...

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

მედიცინა, კონკრეტულად კი მეან-გინეკოლოგია, ოjახური ტრადიციიდან გამომდინარე ბავშვობიდან მქონდა არჩეული პროფესიად. ჩემს ოjახში მეოთხე თაობა ვარ ექიმების. უშუალოდ რეპროდუქციული მედიცინის სფერომ ცოტა მოგვიანებით, ნელნელა თითქმის სრულად მოიცვა ჩემი საექიმო საქმიანობა.

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

ყველა სფერო თავისებურად საინტერესოა, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, გენეტიკა.... ვერ გამოვარჩევ.

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში?

თითოეული ჯანმრთელი ახალშობილი ყოველი ახალი გამარვებაა უშვილობასთან ბრძოლაში....

 

გაგვიზიარეთ რაიმე უნიკალური რაც უმეტესობამ არ იცის თქვენს შესახებ.

არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მიყვარს ფიქრი, სულ ვფიქრობ

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

მაქვს დიდი ოჯახი, მყავს მეუღლე და ოთხი შვილი, აქედან გამომდინარე თავისუფალი დრო ფაქტიურად არ მაქვს ... ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მეგობრები... ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ლიტერატურა, მუსიკა, განსაკუთრებით ფორტეპიანოზე დაკვრა, რასაც ძალიან იშვიათად ვახერხებ.

 

უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიო სამედიცინო უნივერსიტეტი

 

რეზიდენტურა

თსსუ, რეზიდენტურა სპეციალობაში მეანობა-გინეკოლოგია, შემდგომ რეპროდუქტოლოგია.

 

თქვენი გამოცდილებიდან ამომდინარე, რას ურჩევთ ახალ წყვილს/მომავალ პაციენტებს?

ახალ წყვილს ვურჩევ jანსაღი წესით ცხოვრებას, პრობლემების არსებობის შემთხვევაში კი მომართონ ჩვენს კლინიკას - ადგილს, სადაც მთელი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს, რომ პაციენტებს ყველაზე დიდი ოცნება-დედობა აუსრულოს.