Nino Imerlishvili

რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

უნაყოფობის პრობლემის გადაჭრა და თითოეული ახალი სიცოცხლის დაბადება, რომელიც ყველაზე დიდი პოზიტივია ჩემთვის

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

ვამაყობ -ჩემი კლინიკის გუნდით,სწორედ გუნდური მუშაობის პრინციპი გვაძლევს საშუალებას ,რომ ეფექტურობის კოეფიციენტი კლინიკა ინ ვიტროში არის საამაყოდ მაღალი

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

სამედიცინო სფერო ბავშვობიდან მაინტერესებდა, რეპროდუქციული მედიცინა განსაკუთრებულად საინტერესო გახდა ჩემთვის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში,პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე გადავწყვიტე ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება ,ვთვლი რომ სწორი არჩევანია

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

რეპროდუქციული იმუნოლოგია და ემბრიოლოგია-ეს მიმართულებები ყველაზე მეტად საინტერესოა ჩემთვის

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში?

თითოეული ბედნიერი და მადლიერი ოჯახი,თითოეული დადებითი ორსულობის ტესტი და დაბადებული ახალი სიცოცხლე არის ჩემი მიღწევაც და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს აჩუქო ეს ბედნიერება

 

გაგვიზიარეთ რაიმე უნიკალური რაც უმეტესობამ არ იცის თქვენს შესახებ.

ის რაც უმრავლესობამ არ იცის ჩემს შესახებ- მიყვარს სიკეთის კეთება ფარულად) არ ვაკეთებ არასდროს ამის აფიშირებას,ხშირად ოჯახის წევრებმაც არ იციან ამის შესახებ) ბედნიერი ვარ როცა შემიძლია ვიღაცას თუნდაც მცირედით დავეხმარო

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

თავისუფალ დროს -რაც ძალიან მცირეა სამწუხაროდ,ვუთმობ მაქსიმალურად ჩემს პატარა შვილებს და ოჯახს,რომელიც უდავოდ პრიორიტეტულია ჩემთვის,ასევე ჩემს მეგობრებს,

ჰობი-მოგზაურობა ზოგადად და პილიგრიმ ტურები

 

უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი

 

რეზიდენტურა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო დიპლომისშემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი. რეზიდენტურის მოდულების ნაწილი საფრანგეთის ქალაქ პარიზის, მარსელის, ტულუზის საუნივერსიტეტო კლინიკები

 

Doctorate-Postgraduate Studies

საფრანგეთის ქ.პარიზის საუნივერსიტეტო კლინიკის დოქტორანტი