Teona Antia
რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?
მეან გინეკოლოგია - რეპროდუქტოლოგია მიმაჩნია ყველაზე ჰუმანურ პროფესიად , უდიდესი სტიმულისა და დადებითი ენერგიის მომცემი, უნარი დაეხმარო უნაყოფო წყვილებს იყოლიონ შვილი ეს კეთილი და ამავდროულად პასუხისმგებლობით სავსე საქმეა, თავდაუზოგავი შრომა მიზმის მიღწევისთვის და ბევრი გაბედნიერებული წყვილი .
დასახული მიზანია წარმატებული მკურნალობა, ორსულობის მიღწევა კი გამარჯვებაა უშვილობაზე.

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

სიამაყეს მგვრის და პოზიტიური ენერგიებით მავსევს დადებითი პასუხები. უზარმაზარი პროფესიონალთა გუნდი რომელიც მონაწილეობას იღებს ამ პროცესში ,აღქმა იმისა რომ ამ გუნდის თანამონაწილე ხარ და შეგიძლია ახალი სიცოცხლის შექმნა სწორედ ეს არის სიამაყის საფუძველი.
უიმედო პაციენეტების იმედი და მათი ღიმილიანი ბედნიერი სახეები, სწორედ მაშინ ხვდები თუ რა მისიით მოხვედი დედამიწაზე.

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

რეპროდუქტოლოგს შეუძლია დაეხმაროს და გადაჭრას უნაყოფობის პრობლემა , სწორედ პაციენტების დახმარება გახდა ჩემი გადაწყვეტილების ერთ - ერთი მიზეზი, მიანიჭო ქალს დედობის განცდის ბედნიერება, გადაჭრა ამ უმძიმესი და ურთულესი პრობლემის ნამდვილად სიამოვნების მომტანია.

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

ხელოვნური განაყოფიერება - დამხმარე ინოვაციური რეპროდუქციული ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას უშვილობის მკურნალობის ისეთ პაციენტებში, რომლებთანაც ეს ადრე წარმოუდგენელი იყო, ეს გახლავთ ყველაზე მაღალეფექტური მკურნალობა, რომელიც მაღალ პროცენტში სრულდება დადებითი გამოსავლით .

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში?

მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა, რომელსაც მივყავართ გამარჯვებამდე
გამოუვალ მდგომარეობაში გამოსავლის მოძებნა
დადებითი შედეგები
გარადჩენილი და გალაღებული ოჯახები
ახალი სიცოხლის შექმნა

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

თავისუფალ დრო ვცდილობ შვილთან და ახლობელ ადამიანებთან გავატარო.

 

უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოენოვანი სექტორი

 

რეზიდენტურა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეზიდენტურის პროგრამა

 

დოქტორანტურა- ასპირანტურა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დოქტურანტურის პროგრამა -დოქტორანტი

 

თქვენი გამოცდილებიდან ამომდინარე, რას ურჩევთ ახალ წყვილს/მომავალ პაციენტებს?

უშვილო წყვილებს ვურჩევ არ დაკარგონ დრო და იმედი , 21 საუკუნეში მრავალი თანამედროვე მკურნალობის მეთოდი არსებობს.უნაყოფობა განაჩენი არ არის!!!! ეს პრობლემა დაძლევადია, მთავარია ექიმის ნდობა, იმედი და დრო. დროულად მიმართონ ექიმს, ვინაიდან ასაკთან ერთად საკვერცხის რეზერვი მცირდება და უარესედბა კვერცხუჯრედის ხარისხი რომელიც ორსულობის დადგომის წინაპირობაა, დრო თქვენი წარმატების საწინდარია.

ნუ იქნებით წეროს მოლოდინში ,იმოქმედეთ!