„ჩვენ მარტივი მიზანი გვაქვს: უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, რომლის შედეგიც იქნება ჩვენი პაციენტების ჯანსაღი ორსულობა. ბევრ ჩვენთაგანს რეპროდუქციული მკურნალობის საკუთარი გზა აქვს გავლილი, რაც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს ჩვენს თანაგრძნობას და გვაძლევს იმედს, რომ ვიცით, თუ რა შევცვალოთ თქვენი მშობლობისკენ მიმავალი გზის შემთხვევაში“.

 

თქვენი ოცნება. ჩვენი მისია.

ეს არის იდეა, რომელიც მოტივაციას გვაძლევს შევასრულოთ ჩვენი სამუშაო კლინიკა „ინ ვიტრო“-ში. ეს ჩვენი ცხოვრების სამსახურია, ჩვენი მისიაა, რომელიც დავისახეთ ადამიანების დასახმარებლად, რათა ისინიც გახდენენ მშობლები. გულისხმიერი და ყოვლისმომცველი რეპროდუქციული მკურნალობის უზრუნველყოფა, ამ სფეროს ლიდერების ჩვენს გარშემო შემოკრება, მოწინავე სამედიცინო განათლება და კვლევა, ერთობლივი მუშაობა ჩვენი დარგის პარტნიორებთან, ეს ყელაფერი დიდ უპირატესობას ანიჭებს ჩვენს პაციენტებს. ყოველი ადამიანი თუ წყვილი უნიკალურია, სწორედ ამიტომ ჩვენ მკურნალობის თითოეულ გეგმას მივუსადაგებთ ინდივიდუალურ გარემოებებს, მათ შორის ემოციური, ფიზიკური და ფინანსური მოთხოვნების გათვალისწინებით. იმის მიუხედავად, თქვენ ახლახან აირჩიეთ ეს გზა, თუ უკვე ამოწურეთ სხვადასხვა ვარიანტები, ჩვენ დაგეხმარებით აისრულოთ ოცნება და შექმნათ ოჯახი. ეს არის რაც ყველაზე მეტად გვანიჭებს ბედნიერებას.