არის თუ არა ორსული განსაკუთრებული რისკ ჯგუფი?
დიახ , ორსული ქალი არის განსაკუთრებული რისკ ჯგუფი ,ამიტო ყველა ორსული უნდა იყოს აუცილებლად ყურადღებით ,პრევენციული ღონისძიებების და ზოგადი რეკომენდაციების დაცვის დროს , როგორიცაა--ხელების რეგულარული დაბანა მინიმუმ 20წამის განმავლობაში, პირბადის ხმარება რომელიც ფარავს ცხვირს და პირს სრულად, არ შეეხონ სახეს, დაიცვან დისტანცია და კატეგორიულად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს
იმატებს თუ არა გართულებების რისკი, ორსულის covid 19 -ით ინფიცირების შემთხვევაში?
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის , 2020 წლის ნოემბრის კვლევების თანახმად, რომლიც ჩატარდა 409000 ქალზე,სადაც 23500 იყო ორსული, აღმოჩნდა რომ ორსულებს აქვთ 3 ჯერ მაღალი რისკი გართულებების , ჰოსპიტალიზაციის და 25% აქვს რისკი ნაადრევი მშობიარობის ან ადრეულ ვადებზე ორსულობის შეწყვეტის. ეს მაჩვენებლები იზრდება ,თუ ორსულს აქვს მაღალი მასის ინდექსი, გესტაციური დიაბეტი, ჰიპერტენზია , მაღალი რეპროდუქციული ასაკი და ა.შ
რა გადაცემის გზებია Covid 19-ით ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე?
დღევანდელი მონაცემებით , დედიდან ნაყოფზე ვერტიკალური(პლაცენტარული) გადაცემის შემთხვევები არ ფიქსირდება (2020 წლის ნოემბრის კვლევებით) ძირითადი გადაცემის გზა არის მჭიდრო კონტაქტი
Covid 19 და ძუძუთი კვება
დღეისთვის არანაირი კვლევა არ არსებობს რომელიც ადასტურებს ვირუსის არსებობას ინფიცირებული დედის რძეში, თუმცა ეს კვლევები არის ლიმიტირებული.
ბლოგი მოამზადა ნინო იმერლიშვილმა