მოემზადეთ ახლა, რომ იყოლიოთ შვილები შემდგომ

ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ და შევუნარჩუნოთ ნაყოფიერება მათ, ვინც ონკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგია იმის იმედს იძლევა, რომ გამოჯანმრთელების შემდგომ შეძლოთ იყოლიოთ ბიოლოგიური შვილები. ჩვენ გვესმის, რომ დროს უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ შევძლებთ, სწრაფად და დიდი სიფრთხილით გაგიწიოთ ამ პროცესში მეგზურობა.

როგორც კლინიკა „ინ ვიტრო“-ს პაციენტს, ჩვენ დეტალურად წარმოგიდგენთ ყველა შესაძლებლობას და უზრუნველვყოფთ, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი იმ არჩევანით, რომელსაც გააკეთებთ. გთავაზობთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, მოკლე რეზიუმეს სახით, და ამასთან გირჩევთ, დაგვიკავშირდეთ, რათა ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი მდგომარეობა.

 

კვერცხუჯრედების გაყინვა

კლინიკა ''ინ ვიტრო''- ში ვიყენებთ კვერცხუჯრედების გაყინვის ყველაზე თანამედროვე ტექნიკას, რომელსაც ეწოდება ვიტრიფიკაცია, და რომლის მეშვეობითაც უკეთესად ხდება კვერცხუჯრედების ხარისხის შენარჩუნება. კვერცხუჯრედების გაყინვა საკმაოდ რთულია ძველი ტექნოლოგიის გამოყენებით, რადგან გაყინვის შენელებული პროცესი იმის შესაძლებლობას იძლეოდა, რომ ყინულის კრისტალები წარმოქმნილიყვნენ კვერცხუჯრედების შიგნით. გალღობის შემდეგ კვერცხუჯრედები ხშირად ძალზე დაზიანებული იყო მათი გაცოცხლებისთვის, ხოლო ჩვენი ამჟამინდელი, ვიტრიფიკაციის მეთოდი მოიცავს სწრაფი გაგრილების პროცესს, რაც ყინულის კრისტალების წარმოქმნის საშუალებას არ იძლევა. ამ მეტად მნიშვნელოვანმა მიღწევამ განაპირობა ის, რომ გაყინული კვერცხუჯრედები მოგვიანებით შეიძლება გამოყენებული იქნას ემბრიონის შესაქმნელად, ხოლო სათანადო მოვლის პირობებში, გაყინული კვერცხუჯრედები შეიძლება შენახული იქნას მრავალი წლის განმავლობაში.

 

ემბრიონების გაყინვა

თუკი ქალს უკვე ჰყავს პარტნიორი, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ემბრიონის გაყინვა. უკვე მრავალი წელია, რაც გაყინული ემბრიონები წარმატებით გამოიყენება რეპროდუქციულ მედიცინაში. ასე რომ, სანამ ჯერ კიდევ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ყოველი გაყინული კვერცხუჯრედი ან ემბრიონი გამოიწვევს ორსულობას და შემდგომ ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას, ეს ალტერნატივა დღეისათვის საუკეთესოა ნაყოფიერების შენარჩუნებისთვის.

 

როგორ განისაზღვრება კარგი კანდიდატი?

კვერცხუჯრედების ან ემბრიონის გაყინვისთვის საუკეთესო კანდიდატები არიან 40 წლამდე ასაკის ქალები, რომლებსაც ონკოლოგებისგან მიღებული აქვთ ნებართვა, რომ გამოიყენონ ნაყოფიერების სამკურნალო ინექციური მეთოდით მისაღები მედიკამენტები და გაიარონ პროცედურა. ქალებს, რომლებიც შეარჩევენ კვერცხუჯრედების ან ემბრიონის გაყინვის პროცედურას, მოუწევთ ხშირი ვიზიტი ჩვენს კლინიკაში (ზოგჯერ ყოველდღიურად) დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში.

 

შემდეგი ნაბიჯის გადადგმა

თუ გადაწყვეტთ, ემბრიონის ან კვერცხუჯრედის გაყინვას ჩვენს კლინიკაში, პირველი ნაბიჯი იქნება საკითხის განხილვა თქვენს ონკოლოგთან, ვინაიდან დაგჭირდებათ სამედიცინო ნებართვის მიღება. ამის შემდეგ უნდა ჩაეწეროთ ჩვენთან კონსულტაციაზე. ჩვენ განვიხილავთ მთლიან პროცესს, თქვენთან ერთად ჩავატარებთ სამედიცინო შემოწმებასა და ტესტირებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი რეპროდუქციული სისტემა შეძლებს ამ პროცედურის შესრულებას და თუ ეს ასეა, მაშინ შეგვიძლია ჩამოვყალიბდეთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს.

 

მოგვიყევით თქვენს შესახებ