რა ნაბიჯები უნდა გადადგან პოტენციურმა მშობლებმა

სპერმის დონაცია არის პროცედურა, რომლის დროსაც მამაკაცი გაიღებს თავის სპერმას - სითხეს, რომელიც სპერმატოზოიდებისგან შედგება და ეაკულაციის დროს გამოიყოფა - იმისათვის, რომ დახმარება გაეწიოს ინდივიდუალურ პიროვნებას ან წყვილს ბავშვის ჩასახვისთვის. ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იბადება დონორის სპერმის გამოყენებით. ეს არის ხშირად მოხმარებადი და წარმატებული ალტერნატივა შვილის გასაჩენად. ჩვენი ექსპერტები მჭიდროდ ითანამშრომლებენ თქვენთან, რათა კომფორტულად იგრძნოთ თავი და სრულად გაიაზროთ ეს პროცესი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დონორი სპერმა ლიცენზირებული სპერმის ბანკის მეშვეობით, ან შეგიძლიათ ის შეარჩიოთ ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სპერმის ყველა დონორი გადის სრულ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რამდენიმე აკრედიტებულ სპერმის ბანკთან. მათი უმეტესობა საშუალებას მოგცემთ კარგად მოიძიოთ და შეარჩიოთ დონორები მათი ფიზიკური მახასიათებლების, ეთნიკური წარმომავლობისა და მიღებული განათლების შესაბამისად.

 

 

პროცესი

სპერმის დონორის ვინაობა შეიძლება გამჟღავნდეს, ასევე ის შესაძლოა ანონიმურად დარჩეს მიმღებისთვის. თუკი სპერმის დონორისთვის ცნობილია მიმღების ვინაობა, მაშინ მის სასარგებლოდ გაკეთებული სპერმის დონაციას მიზანმიმართული დონაცია ეწოდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია თქვენი დონორის ფიზიკური მახასიათებლების, ეთნიკური წარმომავლობის, განათლების დონის, კარიერის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მრავალი სპერმის ბანკი ასევე წარადგენს დონორთა წერილობით დახასიათებას (პროფილებს). თქვენი ექიმი რეკომენდაციას გაგიწევთ თქვენთვის სასურველი სპერმის ბანკის შერჩევაში. კოლაბორაციული რეპროდუქციის ცენტრის თქვენი კოორდინატორი მიმართულებას მოგცემთ სპერმის შერჩევისა და შემდგომი პროცედურების გავლის საკითხებში. ჩვენი სპეციალისტები ასევე დახმარებას გაგიწევენ თქვენთვის ზუსტად შესაფერისი დონორის შერჩევაში.

 

თუ თქვენ პოტენციური მშობელი ხართ, გთხოვთ გაეცნოთ, თუ რა მომსახურებას მიიღებთ ჩვენი მხრიდან, თქვენი კონკრეტული მოთხოვნებისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეხვდეთ ჩვენს ერთგულ, გამოცდილ სპეციალისტებს კოლაბორაციული რეპროდუქციის ჯგუფიდან, რომლებიც დახმარებას გაგიწევენ. დასაკავშირებლად, გთხოვთ დააჭიროთ აქ.