პროცედურები, რომელთაც დიდი სარგებლობა მოაქვს

ზოგჯერ უნაყოფობის საკითხის მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზა უმცირესი ქირურგიული პროცედურის გავლაა. რეპროდუქციაში, ჩვენ ძალიან მცირე, ზოგჯერ მიკროსკოპული მასშტაბითაც კი ვმუშაობთ, უმეტესწილად ამბულატორიულად. ამ უმცირეს ოპერაციულ ჩარევას ხშირად აქვს ტრანსფორმაციული შედეგები. ვინაიდან, ოპერაციაზე ფიქრი ზოგიერთ პაციენტში უსიამოვნო ღელვას იწვევს, გვსურს დაგამშვიდოთ და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ქირურგები მსოფლიოში საუკეთესოთა შორის არიან და ხშირად იღებენ ჯილდოებს მათი ქირურგიული უნარების შესაბამისად.

 

კვერცხუჯრედის ამოღება

One of the most common forms of surgery we perform at the “In Vitro” clinic is Egg Retrieval which is done as part of In Vitro Fertilization or Egg Freezing.  During the retrieval, a fertility specialist gently removes eggs from each follicle on the ovaries using transvaginal ultrasound guidance. The patient is under anesthesia and the process takes 15 – 20 minutes. After a short recovery period, the patient returns home that day.

 

ჰისტეროსკოპია

ჰისტეროსკოპი არის წვრილი მილი, რომლის თავშიც დამაგრებულია ნათურა და კამერა, რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს ღრუს გასინჯვის მიზნით. ჰისტეროსკოპია ხორციელდება ანესთეზიის ქვეშ მყოფ პაციენტთან, იმისათვის, რომ მოხდეს ისეთი ფაქტორების დიაგნოსტიკა, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე, ან განაპირობოს მუცლის მოშლა. ამ ფაქტორებს შორისაა საშვილოსნოს პოლიპები, მიომა, ადჰეზია, ძგიდე ან სხვა.

 

დილატაცია და კიურეტაჟი (D&C)

დილატაცია და კიურეტაჟი ხორციელდება ანესთეზიის ქვეშ, იმ შემთხვევისთვის, თუკი საშვილოსნოში არის ქსოვილი, რომელიც აუცილებელია, რომ მოიჭრას. ეს პროცედურა შეიძლება გამოყენებული იქნას ანომალური სისხლდენის დიაგნოზირებისთვის ან ფეხმძიმობის ნაადრევად შეწყვეტის სამკურნალოდ, ასევე ორსულობის ქსოვილის მოცილების აუცილებლობის შემთხვევაში. ამ ქსოვილის გამოკვლევა შემდგომ ხდება მიკროსკოპის ქვეშ, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან მუცლის მოშლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

 

ლაპაროსკოპია

ლაპაროსკოპია ეს არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ხორციელდება მცირე გაკვეთით მუცლის ღრუში, თხელი, განათებული მილის გამოყენებით, საერთო ანესთეზიის ქვეშ. ის გამოიყენება ენდომეტრიოზის, ადჰეზიების, ან საკვერცხეების კისტის დასადგენად ან სამკურნალოდ. პროცესს ჩვეულებრივ 30 - 90 წუთი სჭირდება და პაციენტს ორი ან სამი დღე სჭირდება სახლში დასაბრუნებლად.

ქირურგიული ოპერაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.