გეოგრაფია

საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც კავკასიის სახელით არის ცნობილი, ევროპისა აზიის გზაგასაყარზე. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია თბილისი, რომლის სახელწოდებაც ასევე ცნობილია, როგორც ტიფლისი. საქართველო სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა. საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი (ჩრდილოეთით), აზერბაიჯანი (სამხრეთ-აღმოსავლეთით), სომხეთი (სამხრეთით) და თურქეთი (სამხრეთ- დასავლეთით).

საქართველო იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს შორისაა, სადაც სუროგაცია კანონიერად არის ნებადართული. კერძოდ, კანონი, რომელიც არეგულირებს მესამე მხარის მიერ დამხმარე რეპროდუქციულ მკურნალობას, ძალაშია 1997 წლიდან. ღირებულება და ხელსაყრელი პირობები, როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის, არის ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც უშვილო წყვილები მთელი მსოფლიოდან სწორედ აქ მიმართავენ სუროგაციას.

 

კლიმატი

საქართველოს კლიმატი მრავალფეროვანია; თუმცა, იგი თბილი და სასიამოვნოა ქვეყნის უმეტეს ნაწილში. დიდი კავკასიონის მთები გავლენას ახდენენ საქართველოს კლიმატზე, ცივი ჩრდილოეთით ქარების შეჩერებით. მცირე კავკასიონის მთები ნაწილობრივ იცავს ქვეყანას სამხრეთიდან მშრალი და ცხელი ჰაერის მასებისგან. ზამთარი მოკლე და საკმაოდ რბილია. გაზაფხული და შემოდგომა ყველაზე ნოტიო წელიწადის დოებია, ზამთარი და ზაფხული - ყველაზე მშრალი. ზაფხულში საშუალო ტემპერატურაა 20-24 გრადუსი ცელსიუსია, ზამთარში 2-4 გრადუსი ცელსიუსია. ტენიანობა დაბალია.

საქართველო შესანიშნავი ტურისტული ადგილია. ქვეყანა ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, რომლებიც ჩამოდიან, რათა გაეცნონ მსოფლიოში სახელგანთქმულ სამზარეულოს, სტუმართმოყვარეობას და გასაოცარ ღირშესანიშნაობებს. თბილისში, საქართველოს დედაქალაქში დასავლეთ ევროპული ატმოსფეროა, სადაც მომავალ მშობლებს შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ ბარებსა და რესტორნებს, რომელთა მრავალფეროვან არჩევანსაც ქალაქი გვთავაზობს, და ისიამოვნონ არაჩვეულებრივი მომსახურებით.

 

 

სამართლებრივი მოთხოვნები

ზემოხსენებული კანონის 144-ე მუხლის თანახმად, ასევე ნებადართულია კვერცხუჯრედისა და სპერმის დონაცია, იმ შემთხვევაში, თუ წყვილს რომელიმე მათგანი ესაჭიროება. შესაძლებელია ასევე, დონორთა ვინაობის გამჟღავნება პოტენციური მშობლებისთვის. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება შეთანხმება, მათ შეეძლებათ პირადადაც გაეცნონ დონორს.

როგორც ზემოთ ითქვა, ბავშვის გაჩენისთანავე, პოტენციური მშობლები ჩაითვლება მშობლებად, რომელთაც მიენიჭებათ ყველა იურიდიული ვალდებულება და მათგან გამომდინარე ყველა უფლება. სუროგატს არავითარი უფლებები არ აქვს ბავშვზე და არავითარ შემთხვევაში არ იქნება აღიარებული, როგორც ბავშვის კანონიერი დედა.

 

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი ასპექტები :

  • დაბადების მოწმობა გაიცემა ბავშვის დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში.
  • პოტენციური მშობლების სახელები და გვარები დაბადების მოწმობაში მითითებული იქნება ბავშვის დაბადების შემდეგ.
  • პოტენციურ მშობლებს არ სჭირდებათ თანხმობა სუროგატი დედისგან ბავშვის კანონიერ მშობლებად რეგისტრაციისთვის.

 

ეს მეტად სასიამოვნო ადგილია ჩვენი წარმატებული მშობლებისთვის, სანამ ისინი ელოდებიან შვილის პასპორტს თავიანთი ქვეყნის საელჩოდან. მშობლებმა ევროპის ან აზიის ქვეყნებიდან უნდა ივარაუდონ მოლოდინის დრო, რომელიც შეადგენს 4-დან 6 კვირამდე, ხოლო გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს ან ავსტრალიის წარმომადგენლებმა უნდა ივარაუდონ მოლოდინის დრო 6-დან დან 8 კვირამდე.

 

„ჩვენთან ერთად დაგეგმეთ თქვენი IVF მკურნალობა და გაატარეთ თქვენი შვებულება საქართველოში, უძველესი ისტორიის მქონე სტუმართმოყვარე, მეგობრულ, ულამაზეს, ადვილად სამოგზაურო ქვეყანაში, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილების მოახდენს თქვენზე”

 

როგორ დავიწყოთ პროცედურა?

სამი მარტივი ნაბიჯი და თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ ინფორმაციას სასარგებლო რჩევებით. ჩვენი სპეციალისტების ჯგუფი შეაფასებს თქვენს კონკრეტულ შემთხვევას, რათა საუკეთესო რჩევა მოგცეთ თქვენი მოთხოვნებისა ჩვენი მკაცრი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.