გაქვთ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი? თქვენი ციკლი ხანგრძლივია ან ხანმოკლე? ოვულაციასთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები უნაყოფობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია. როგორც კი გაერკვევით ციკლთან დაკავშირებულ პრობლემებში, თქვენს ექიმს შესაძლებლობა ექნება დაგეხმაროთ მათ მოგვარებაში - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი ოჯახის დაგეგმვის პროცესში.

ციკლი: ნაბიჯ-ნაბიჯ

თვის განმავლობაში ჰორმონების დონის მატება და კლება არის ის, რაც აკონტროლებს მენსტრუალურ ციკლს. ციკლებს შორის შუალედი შეიძლება მერყეობდეს 21-დან 35 დღემდე ან მეტი დღით მოზრდილი ასაკის ქალებში.

1-ლი დღე: თქვენი მენსტრუალური ციკლი იწყება სისხლდენის პირველ დღეს.

  • საშვილოსნოს შიდა შრე ორგანიზმიდან გამოდის დაახლოებით ხუთი დღის განმალობაში. იმავდროულად რამდენიმე ფოლიკული (სითხით სავსე ტომრები საკვერცხეების შიგნით, რომლებიც შეიცავს კვერცხუჯრედებს), იწყებს ზრდას და განვითარებას.
  • ჰორმონი FSH (რაც ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს წარმოადგენს) ავითარებს კვერცხუჯრედებს.
  • ესტროგენის დონე მატულობს, რაც იწვევს საშვილოსნოს შიდა შრის თავიდან აღდგენას.

მე-14 დღე:* ყოველთვიურ ციკლში, დაახლოებით ორი კვირაში, თქვენი LH ჰორმონის (მალუთეინიზირებელი ჰორმონი) დონე მკვეთრად იზრდება.

  • 24-დან 48 საათის განმავლობაში, საკვერცხეებში ყველაზე მომწიფებული ფოლიკული სკდება და გამოთავისუფლდება კვერცხუჯრედი. ზოგი ქალი ამ დროს ერთ - ერთ საკვერცხეში ოდნავ ტკივილს განიცდის.
  • LH ჰორმონის მოზღვავებით და ოვულაციით პროგესტერონის დონე იზრდება საშვილოსნოს შიდა შრის ემბრიონისთვის მოსამზადებლად.

მე-15 დღე:* კვერცხუჯრედი საკვერცხიდან ფალოპის მილში გადაადგილდება.

  • რამდენადაც კვერცხუჯრედი მილის დაბოლოებაზე მიეკრობა, იგი შესაძლოა კონტაქტში შევიდეს სპერმასთან. თუ სპერმა შეიჭრა კვერცხუჯრედში, მოხდება განაყოფიერება

მე-20 დღე:* განაყოფიერებული კვერცხუჯრედი აგრძელებს გადაადგილებას საშვილოსნოსკენ, სადაც შესაძლოა, წარმატებით ან წარუმატებლად მიემაგროს საშვილოსნოს კედლის შიდა შრეში. თუ კვერცხუჯრედი არ არის განაყოფიერებული, ის უბრალოდ გაიწოვება.

  • ემბრიონის იმპლანტაციის შესაბამისად, ის იწყებს hCG ჰორმონის (ადამიანის ქორიონალური გონადოტროპული ჰორმონი) წარმოქმნას, რაც ხელს უწყობს საშვილოსნოს შიდა შრის შენარჩუნებას მიმაგრების პროცესის განმავლობაში.
  • 28-ე დღისთვის hCG ჰორმონის დონე საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ ფეხმძიმობის ტესტის პასუხი დადებითი იყო.

ბალანსის დაცვა

გაითვალისწინეთ, რომ ციკლი კონტროლდება თქვენი ჰორმონების მიერ, ხოლო თითოეული ჰორმონის ფლუქტუაცია მომდევნოს შეეთავსება. სწორედ ამიტომ, რომ ჩასახვა განხორციელდეს, აუცილებელია, ყოველი ჰორმონი მოქმედებდეს ისე, როგორც ეს მოსალოდნელია; თუ სადმე დაირღვა ბალანსი, ეს მთლიან პროცესზე იმოქმედებს.

საბედნიეროდ, ოვულაციის რაიმე პრობლემის გამოვლენის შემდეგ, მრავალი გზა არსებობს იმისათვის, რომ თქვენმა ექიმმა პრობლემის აღმოსაფხვრელად იმოქმედოს.

*ციკლის ზუსტი დღეები შესაძლოა ვარირებდეს, რადგანაც ზოგიერთ ქალს აქვს მოკლე ციკლი, როგორიცაა 21 დღიანი ციკლი, ზოგს კი გრძელი - 35 და უფრო მეტ დღიანი ციკლი. საშუალო ციკლი ქალთა უმეტესობის შემთხვევაში 27-28 დღეს შეადგენს.