უნაყოფობის მკურნალობის გზები

როდესაც საქმე უნაყოფობას ეხება არ არსებობს ორი ადამიანიც კი, ვისი მშობლად გახდომისკენ მიმავალი გზაც ერთნაირი იქნება. იმის მიუხედავად, თქვენ მკურნალობთ ქალის ან მამაკაცის უნაყოფობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, თუ კომბინირებულად წყვილის, ექიმი რეპროდუქტოლოგი თქვენთან ერთად განიხილავს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმას, რათა დაგეხმაროთ ორსულობის მიღწევასა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაში.

 

განსაზღვრული მკურნალობის გეგმა

კლინიკა ''ინ ვიტრო'' - ს სპეციალისტები განსაზღვრავენ მკურნალობის იმ ვარიანტებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს სამედიცინო კუთხით, ემოციურ კომფორტსა და ფინანსურ მდგომარეობას. უნაყოფობის მკურნალობის გზის გავლისას, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას იმ უპირატესობისა და რისკების შესახებ, რომლებიც თან ახლავს ყოველ პროცედურას და წარმოგიდგენთ სხვადასხვა ალტერნატივებს.

ყველაზე ხშირად მკურნალობის ვარიანტები მოიცავს შემდეგს:

  • მედიკამენტები ნაყოფიერებისთვის სქესობრივი კავშირის დროს
  • საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI)
  • მედიკამენტები ნაყოფიერებისთვის, კომბინირებული საშვილოსნოსშიდა ინსემინაციასთან (IUI) ერთად
  • ქირურგიული ჩარევა
  • მედიკამენტები ნაყოფიერებისთვის, კომბინირებული ინ ვიტრო განაყოფიერებასთან (IVF) ერთად

 

დამატებითი შესაძლებლობები ოჯახის დაგეგმვისთვის

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ იმის განსაზღვრაში, თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს თითოეულ არჩევანს, ყველა შემოთავაზებული ვარიანტის შემთხვევაში, რომლებიც ბევრს აქვს გამოყენებული ოჯახის წარმატებით დაგეგმვისთვის.

  • კვერცხუჯრედის დონაცია: როდესაც ქალს არ შეუძლია დაფეხმძიმდეს საკუთარი კვერცხუჯრედების გამოყენებით, მაგრამ სურვილი აქვს მუცლად ატაროს და გააჩინოს ბავშვი, ამ შემთხვევაში მას დაეხმარება კვერცხუჯრედის დონაცია.
    ზოგიერთი ქალი, რომელიც უნაყოფოა, მიმართავს ოჯახის წევრს ან მეგობარს, რომ გახდეს მისთვის კვერცხუჯრედის დონორი, ზოგი კი ირჩევს კვერცხუჯრედის ანონიმურ დონორს, რომელსაც აუნაზღაურებს მისი დროისა და გაწეული დახმარების სანაცვლოდ.
  • გესტაციური კურიერი (სუროგაცია): ამ ვარიანტის შემთხვევაში, სუროგატი ქალი მუცლად ატარებს და აჩენს ბავშვს პოტენციური მშობლებისთვის. სუროგატი დედა ბავშვთან გენეტიკურ კავშირში არ არის.

 

ემოციური გზა

უნაყოფობის განცდა შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს როგორც მამაკაცისთვის, ისე ქალისთვის. უჩვეულო არც არის, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი განიცდიდეს დეპრესიას, შფოთვას, ან ორივეს ერთად. უნაყოფობის მკურნალობის შედეგის გაურკვევლობა, პროცესზე არსებითი კონტროლის არარსებობა, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან არასენსიტიური კომენტარების გადატანა და იმ დაძაბულობასთან გამკლავება, რაც ამ ყველაფერს მოაქვს ურთიერთობებში, შესაძლოა დაემატოს სტრესულ პერიოდს, რაც გაუსაძლისად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად ეს საკმაოდ გავრცელებული და გასაგებია, გარემოებათა გათვალისწინებით.

ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ თქვენი ექიმის მხარდაჭერა, მთავარი პირობაა ნებისმიერი გზით შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, ყოველთვის იფიქრეთ კარგ გამოსავალზე და აუცილებლად ასეც მოხდება. ეს უბრალოდ ბუნების კანონია. პოზიტიური ფიქრები გაგაძლიერებთ, შესაბამისად, იქნებით მშვიდი, გაწონასწორებული და დადებითი შედეგიც არ დააყოვნებს!