8 საშუალება თქვენს ურთიერთობაში სიახლეების შესატანად, როცა დაორსულებას ცდილობთ
დაორსულების მცდელობა შეიძლება დამღლელი იყოს წყვილებისთვის, რომლებიც ბავშვის ჩასახვას ცდილობენ. ოვულაციის მონიტორინგმა, სხეულის ბაზალური ტემპერატურის კონტროლმა და დაგეგმილმა სქესობრივმა აქტებმა შეიძლება გააცივოს ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება..
წყვილებში, რომლებიც უნაყოფობის გამო იტარებენ მკურნალობას, ხშირად მცირდება ემოციური და ფიზიკური სიახლოვე. უნაყოფობის მკურნალობის ჩატარება შეიძლება ემოციური, დაძაბული და დამღლელი იყოს წყვილებისთვის. ყოველდღიურმა ცხოვრებისეულმა სირთულეებმა შეიძლება დროებითი შეფერხებები გამოიწვიოს ნებისმიერი წყვილისთვის. როდესაც ამ სირთულეებს უნაყოფობა ემატება, წყვილი შეიძლება მოიცვას იმაზე ფიქრმა, თუ როგორ უნდა გადალახოს ეს სირთულე.
წყვილები დიდ დახმარებას იღებენ ფსიქოლოგთან გასაუბრებით და ხშირად აღმოაჩენენ, რომ მათი ურთიერთობები გაძლიერებულია მკურნალობის დასასრულს. წყვილს მნიშვნელოვანია ესმოდეს, რომ ისინი მარტო არ არიან. ერთად მუშაობა მთელი პროცესის განმავლობაში - უნაყოფობის შესახებ ინფორმაციის მიღება, ერთმანეთის მხარდაჭერა და მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება - გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას. მცირე კრეატიულობის გამოყენებით, წყვილებს შეუძლიათ სწრაფად დაიბრუნონ რომანტიული განწყობა, რომელიც მათ ერთ დროს ჰქონდათ.
1. გაიხსენეთ თქვენი ყველაზე რომანტიული მომენტები
რის გამო შეგიყვარდათ? რომელი მომენტები იყო ყველაზე ამაღელვებელი? დახუჭეთ თვალები და კიდევ ერთხელ წარმოიდგინეთ ის მომენტები, მაგრამ თქვენთვის არ დაიტოვოთ. მისწერეთ თქვენს პარტნიორს სასიყვარულო ბარათი, რომელშიც გაიხსენებთ იმ მიზეზებსა და მოვლენებს, რომლებმაც ის შეგაყვარათ და კოცნის ნიშნად პომადიანი ტუჩებით „დალუქეთ“ წერილი.
2. გაზარდეთ თქვენი გულისცემა
ვარჯიში ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ზრდის ბედნიერებას. ერთად წადით სასეირნოდ ან სალაშქროდ, ან ახალი ფიზიკური აქტივობა სცადეთ.
3. ერთად დაისახეთ მიზანი მხიარულებისთვის
გსურთ ყოველკვირეული რომანტიული საღამო მომდევნო თვეში? ყოველთვის გინდოდათ სამეჯლისო ცეკვებზე სიარული? არის თქვენი სურვილი სამოგზაუროდ ერთად წასვლა? კვლევები გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მეტ დროს უთმობს წყვილი ერთად მხიარულებას, მით უფრო ბედნიერია ის გრძელვადიან პერსპექტივაში. მეცნიერებისა და ბედნიერების სახელით, აირჩიეთ მიზანი მხიარულებისთვის და მოახდინეთ ფოკუსირება მის განხორციელებაზე.
4. საიდუმლოდ შეინახეთ ჩასახვის მცდელობები
უნაყოფობის თემებზე საუბრებისგან პაუზამ შეიძლება ძალა შეგმატოთ, რათა მკუნალობა განახლებული ოპტიმიზმით განაგრძოთ. შეიძლება რთული იყოს ის გზა, რომელსაც თქვენ, როგორც წყვილი, გადიხართ და ყველა იმსახურებს შესვენებას. აიღეთ 48 საათიანი შესვენება უნაყოფობისგან და ამის ნაცვლად მხიარულებაზე კონცენტრირდით.
5. გადით ქალაქიდან
გარემოს შეცვლას შეუძლია თქვენი მსოფლმხედველობის შეცვლა და ისეთი აზროვნების ჩამოყალიბება, რომელიც გესაჭიროებათ სტრესისგან გასათავისუფლებლად და მხიარულებისთვის. გაატარეთ უიქ-ენდი სათხილამურო კურორტზე სრიალში, დალიეთ ღვინო ან გაერთეთ მეგობრების გარემოში, ისიამოვნეთ, მოდუნდით და კონცენტრირდით ყოველი მომენტით ერთად ტკბობაზე.
6. გამოიჩინეთ სინაზე
უნაყოფობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი პარტნიორის თვითშეფასებაზე და დიაგნოზის შესაბამისად, შეიძლება მამაკაცს ან ქალს თავი არასრულფასოვნად აგრძნობინოს. იმსჯელეთ, თუ რა გჭირდებათ და როგორ შეგიძლიათ ერთმანეთს დაეხმაროთ. თუ მკურნალობა სირთულეებს გამოიწვევს, სინაზესა და ყურადღებას შეუძლიათ ურთიერთობის დაბალანსებას შეუწყონ ხელი.
7. გააცოცხლეთ კინოფილმის კადრები
აკოცეთ ერთმანეთს სავსე მთვარის შუქზე, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს მზის ჩასვლისას, ჩაეხუტეთ ერთმანეთს შხაპუნა წვიმაში, ხელჩაკიდებულებმა უყურეთ ღრუბლებს პიკნიკის დროს. ვინ თქვა, რომ რომანტიკულ ფილმებში თამაში მხოლოდ ჯონ კიუსაკს და რაიან რეინოლდს შეუძლიათ? შექმენით თქვენი საკუთარი რომანტიკული ფილმი!
8. ორმაგი პაემანი
გარკვეული დრო გაატარეთ სხვა წყვილთან, სასურველია, ისეთთან, რომელსაც არ ჰყავს შვილები. დაგეგმეთ ორმაგი პაემანი და ერთად გაატარეთ საღამო, მიმდინარე მოვლენების განხილვითა და მომავალი სამოგზაურო გეგმების დასახვით.