რა გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს პაციენტი უშუალოდ კვერცხუჯრედების აღების მსვლელლობაში?
როგორც ნებისმიერი ქირურგიული პროცედურების დროს, კვერცხუჯრედების აღების დროსაც არსებობს პოტენციური რისკები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული რისკები იჩენს თავს როგორც ვაგინალური ასე ლაპაროსკოპიული მიდგომით ფოლიკულების ასპირაციისას.
კვერცხუჯრედების აღების ვაგინალური თუ ლაპაროსკოპიული მეთოდი ითვლება პაციენტისათვის უფრო უსაფრთხოდ?
ვაგინალური მიდგომით კვერცხუჯრედების აღებისას შეიძლება განვითარდეს სისხლდენა საკვერცხებიდან ან საშოს თაღიდან, რაც ხშირ შემთხვევაში მინიმალურია და არ მოითხოვს სიხლის გადასხმას (ჰემოტრანსფუზია – 500-დან 1 შემთხვევაში). გაცილებით იშვიათ გართულებებს მიეკუთვნება - დაინფიცირება, ვითარდება 300-დან 1 პაციენტში და მოითხოვს ანტიბაქტერიულ თერაპიას. ასევე უიშვიათესია პროცედურის მსვლელობაში შინაგანი ორგანოების ძირითადად ნაწლავებისა და შარდის ბუშტის ტრავმირება, ასევე სიხლძარღვების დაზიანება. (1 შემთხვევა 1000-დან)
ლაპაროსკოპიული მიდგომით კვერცხუჯრედების ასპირაციისას ზემოაღნიშნული ანატომიური სტრუქტურების ტრავმირების რისკს ემატება ასევე ზოგადი ანესთეზიის გამოყენებასთან დაკავშირებული გართულებების რისკი. თუმცა, აღნიშნული შემთხვევები ჯანმრთელ ქალბატონებში ძალზედ იშვიათია.
რამდენად ხშირია ხელოვნური განაყოფიერებისას გარე ორსულობის განვითარების ალბათობა?
ხელოვნური განაყოფიერების ციკლების 2 პროცენტში ვითარდება ექტოპიური ანუ გარე ორსულობა. მსოფლიო ჯანდაცვიხ ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით. ექტოპიუირ ორსულობა შეადგენს საერთო ორსულობების 1 %. ექტოპიური ორსულობების 95 %-ში ემბრიონი რჩება ფალოპის, ანუ საშვილოსნოს მილში. თუმცა, ექტოპიური ორსულობა შეიძლება განვითარდეს ასევე საშვილოსნოს ყელში, საკვერცხესა და მცულის ღრუშიც.
და თუ კი ინ ვიტრო განაყოფიერებისას ემბრიონების გადატანა ხდება უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში, ანუ საშვილოსნოს მილების ავლით, მაშინ რატომ ვითარდება გარე ორსულობა?
საინტერესო შეკითხვაა. რა თქმა უნდა ემბრიონის/ ემბრიონების საშვილოსნოს რღუში გადატანა ხდება არა ბრმად, არამედ ულტრაბგერითი კონტოლის ქვეშ, მათთვის ყველაზე სასურველ ადგილას. თუმცა წარსულში გადატანილმა ანთებითმა პროცესებმა და საშვილოსნოს მილების ფუნქციურმა არასიჯანსაღემ შეიძლება წინაპირობა შექმნას გადატანილი ემბრიონების შემდგომი მიგრაციის საშვილოსნოს ღრუს მიღმა.
გარე ორსულობის დაფიქსირების შემთხვევაში ორსულობა აუცილებლად უნდა იქნას შეწყვეტილი?
ემბრიონის საშვილოსნოს მიღმა მიმაგრება იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ გართულებას, როგორც დედისთვის, ასვე ნაყოფისათვის. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ემბრიონის არასათანადო ადგილზე მიმაგრებული ორგანოს მთლიანობა გარკვეულ პერიოდში ირღვევა და იქმნება სისხლდენის განვითარების რეალური რისკი.
ჩვენს კლინიკაში რამოდენიმე საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. ულტრბგერით კვლევაზე ერთი სანაყოფე პარკის საშვილოსნოს მილში, ხოლო მეორე სანაყოფე პარკის უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში. ვიზუალიზაციის შემთხვევაში ჩვენი გამოცდილი ქირურგი - ენდოსკოპისტების მიერ ჩატარდა გადაუდებელი ლაპარასკოპიული ჩარევა. გარე ორსულობის ლიკვიდაციის შემდგომ შენარჩუნებული იქნა საშვილოსნოს ღრუს ორსულობა, რაც სამივე შემთხვევაში დამთავრდა ცოცხალშობადობით ფეხმძიმობის დროულ ვადაზე.
კლინიკა ''ინ ვიტრო''-ს მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან დაკომპლექტებული გუნდი მუდამ თქვენს სამსახურშია ხელოვნური განაყიფოერების თანმხლები მოსალოდნელი გართულებების ასაცილებლად.
ბლოგი მოამზადა ანი მორჩილაძე