ქალების 30 - 40 % - ს მენსტრუაციის დაწყების სავარაუდო დღეებში აღენიშნება მცირედი სისხლიანი გამონადენი საშოდან, რაც შესაძლოა ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში იმპლანტაციის (მიმაგრების) და ორსულობის დაწყების ადრეულ ნიშანს წარმოადგენდეს. ბუნებრივ ციკლებში ეს დაახლოვებით განაყოფიერებიდან 6-10 დღის, ხოლო ემბრიონის საშვილოსნოში გადატანიდან დაახლოვებით 2- 5 დღის შემდეგ ხდება, საშვილოსნოს გარკვეული რექციაა მასში მიმავალ ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე და არ წარმოადგენს საგანგაშო მდგომარეობას.
ამცირებს თუ არა ემბრიონის გაყინვა ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგს ?
ემბრიონის ვიტრიფიკაცია ( სწრაფი გაყინვა ) და გამოლღობა უაღრესად დახვეწილი, აპრობირებული და შესწავლილი ტექნოლოგიაა, რის გამოც უკიდურესად მცირეა ემბრიონის დაზიანების რისკები. გაყინვის მეთოდი საშუალებას გვაძლევს უკედ დავგეგმოთ ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანის ყველზე ოპტიმალური დღე და გავზარდოთ ორსულობის დადგომის შანსი, პარარელურად შევამციროთ საკვერხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკები. მნივნელოვანია მეთოდის შესაძლებლობები კვერცხუჯრედებისა და სპერმატოზოიდების შენახვის ( კრიოპრეზერვაციის) თვალსაზრისით, როგორც სამედიცინო , ისე სოციალური ჩვენებით.
საჭიროა თუ არა მიომური კვანძის ამოკვეთა ორსულობამდე?
იმ შემთხვევაში, თუ ქალი გეგმავს ორსულობას და მიომური კვანძი არ იწვევს საშვილოსნოს ღრუს მკვეთრ დეფორმაციას, სისხლდენას, ტკივილს,ზეწოლას მეზობელ ორგანოებზე ( შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი) და არ იზრდება სწრაფად, ასე შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა არ არის რეკომენდებული. საშვილოსნოს ღრუში არსებული კვანძების ექსპერტულ ექოსკოპიურ შეფასებას 3 D რეჟიმში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მკურნალობის სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით ქალებში საკვერცხის შემცირებული მარაგით, სადაც ჩატარებულმა ოპერაციამ შესაძლოა კიდევ 3 - 6 თვით გადაავადოს ორსულობის დაგეგმვა.
მკურნალობის რომელი მეთოდია რეკომენდებული გაუვალი ფალოპის მილების დროს?
საშვილოსნოს მილებზე ჩატარებული ე.წ. პლასტიკურ - რეკონსტრუქციული ოპერაცია მილების გამავლობის აღდგენის მიზნით დაბალეფექტური და დროში გაწელილია, რის შედეგად არ იზრდება ორსულობის დადგომის შანსი და პარარელურად იმატებს საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკი, აქედან გამომდინარე მილისმიერი უნაყოფობის მქონე ქალებში ინ ვიტრო განაყოფიერება წარმოადგენს არჩევის მეთოდს.
საჭიროა თუ არა მკაცრი წოლითი რეჟიმი საშვილოსნოს ღრუში ემბრიონის გადატანის შემდგომ?
არაერთი ფართომასშტაბური კვლევით დადგინდა, რომ წოლითი რეჟიმი ემბრიონის ტრასფერის შემდგომ არ ზრდის ორსულობის დადგომის შანსებს და ასევე არ ამცირებს ორსულობის შეწყვეტის ალბათობას. რიგი მკვლევარის აზრით ქალის მუდმივმა წოლითმა რეჟიმმა შესალოა უარყოფოთი გავლენაც კი იქონიოს ემბრიონის იმპლანტაციაზე საშვილოსნოს სისხლმომარაგების გაუარასების ხარჯზე.
ბლოგი მოამზადა რეპროდუქტოლოგმა, მეან - გინეკოლოგმა ვალენსიის უნივერსიტეტის მაგისტრმა ქეთევან ქანთარიამ