რა არის ენდომეტრიუმის დასერვა?
წარმატებული ორსულობის მისაღწევად, ემბრიონი უნდა მიმაგრდეს საშვილოსნოში ანუ მოხდეს მისი „იმპლანტაცია“. წარუმატებელი იმპლანტაციის ზოგიერთ შემთხვევაში, ფიქრობენ, რომ ვერ ხდება ემბრიონის იმპლანტაცია, რადგან საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი არ ქმნის შესაბამის გარემოს.
სავარაუდოდ, ენდომეტრიუმის დასერვის პროცედურა წარმოადგენს ტრიგერს სხეულისთვის დასერვის ადგილის აღსადგენად, გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს და ჰორმონებს, რომლებიც საშვილოსნოს გარსს უფრო მეტად რეცეფციულს ხდის იმპლანტირებული ემბრიონის მიმართ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მკურნალობამ შეიძლება გაააქტიუროს გენები, რომლებიც საშვილოსნოს გარსს ემბრიონებისთვის უფრო მიმღებს ხდის.
შეიძლება თუ არა ენდომეტრიუმის დასერვა იყოს ჩემთვის შესაფერისი?
ენდომეტრიუმის დასერვა უნაყოფობის მკურნალობის დაწყებამდე დაეხმარება ქალებს, რომლებსაც ვერ ჩაუტარდა IVF მკურნალობა, გააუმჯობესონ იმპლანტაციის შანსი, ასე რომ, ეს შეიძლება იყოს ვარიანტი, თუ იქამდე რამდენჯერმე შეგიწყდათ ორსულობა ან ჩაგიტარდათ წარუმატებელი მკურნალობა.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, ეს ენდომეტრიული დასერვა შესაძლოა სასარგებლო იყოს, უნაყოფობის მკურნალობამ აქამდე ბევრჯერ უშედეგოდ ჩაიარა იმ ციკლებში, როდესაც მოხდა კარგი ხარისხის ემბრიონების იმპლანტაცია. თქვენ შეიძლება ჩაგიტარდეთ ენდომეტრიუმის დასერვა, თუ გაქვთ საკუთარი ან დონორის კვერცხუჯრედით მიღებული ახალი ან გაყინული ემბრიონები.
რას გულისხმობს ენდომეტრიუმის დასერვა?
ენდომეტრიუმის დასერვა ნაცხის ტესტის მსგავსია, ასე რომ, შეიძლება ოდნავ არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ტკივილის შემსუბუქების და დამამშვიდებლის საჭიროება როგორც წესი, არ არსებობს. ჩვენ ძალიან ნაზად დავსერავთ თქვენი საშვილოსნოს ლორწოვან გარსს, რომელსაც ასევე უწოდებენ ენდომეტრიუმს. ეს იწვევს ჰორმონების გამოყოფას, რათა დაიწყოს რეგენერაციის პროცესი. მტკიცებულებების თანახმად, ეს პროცესი უზრუნველყოფს ენდომეტრიუმის მიერ ემბრიონების უფრო მეტად მიმაგრებას, რაც ნიშნავს, რომ მან შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი იმპლანტაციის შანსები და, შესაბამისად, წარმატებული გახადოს მკურნალობა.
ენდომეტრიუმის დასერვის დრო
პროცედურის ოპტიმალური დროა ციკლი, სანამ ჩატარდება IVF მკურნალობა. საუკეთესო დრო ხშირად არის თქვენი ციკლის 21-ე დღე, თუმცა თუ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ, დრო შეიძლება განსხვავებული იყოს. თქვენი მკურნალი ექიმი გირჩევთ ოპტიმალურ თარიღს.
არსებობს თუ არა რაიმე რისკი?
არსებობს ინფექციის რისკი საშვილოსნოს ყელის ნებისმიერი პროცედურის ჩატარებისას, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობა, მაგრამ ეს ხდება 5%–ზე ნაკლებ შემთხვევებში. ნებისმიერი საშვილოსნოს ინსტრუმენტით პერფორაციის რისკი არის 1: 500, ასე რომ ეს იშვიათია.
მცირე რისკია, რომ თუ თქვენ გაქვთ საშვილოსნოს ყელის ინფექცია „გამოფხეკამდე“, ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის საშვილოსნოში გავრცელება. თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ მკურნალობა კლინიკა ინ ვიტროში საჭიროების შემთხვევაში.
რა არის ენდომეტრიუმის დასერვის გვერდითი ეფექტები?
ენდომეტრიუმის დასერვის პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაჭიმულობა და / ან მცირე ლაქა ან სისხლდენა, მაგრამ დისკომფორტი შესაძლოა აღმოიფხვრას ტკივილგამაყუჩებლით. ამ ტიპის პროცედურის ჩატარებისას ყოველ 200 ქალში დაახლოებით ერთს შესაძლოა გული წაუვიდეს, მაგრამ ეს როგორც წესი ხანმოკლეა და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ კარგად გრძნობთ თავს, სანამ კლინიკას დატოვებთ.
ბლოგი მოამზადა კლინიკა ინ ვიტროს გუნდმა